x
image
ლიკა ელიშვილი
რა საიდუმლო იმალება საბერძნეთის ციხესიმაგრეების უკან
image


კვლევებმა აჩვენა, რომ საბერძნეთის ამ ძველ ტაძრებს, ასტრონომიული განზრახვისთვის იყენებდნენ, მაგრამ რა მასშტაბით?


"რატომ არის ვარსკვლავები ასე ნათელი ამ ადგილიდან?" - "ძველი ბერძნები ბრძენნი იყვნენ. მათ იცოდნენ, სად უნდა აეშენებინათ თავიანთი სიწმინდეები. დიახ! აკროპოლისის აქ, ამ ადგილზე განთავსება შემთხვევითი არ არის. ეს ადგილები სიმბოლურია.



image


შეხედეთ რუკაზე საბერძნეთს: პოსეიდონის ტაძარი (წყლის მბრძანებელი. საბერძნეთში პოსეიდონის ტაძრებს ძირითადად კონცხებზე აგებდნენ. ერთ-ერთი სუნიონი)


ათენას ტაძარი (ათენა ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება, ზევსის საყვარელი ქალიშვილი და ცისა და ელვის მბრძანბწლი. პართენონი – ათენის აკროპოლისზე აგებული ათენას ტაძარი)

აპოლონის ტაძარი (ბერძნული მითოლოგიის სინათლისა და ხელოვნების ღმერთი. მდებარეობს ძველბერძნულ ოლქებს არკადიას, ტრიფილიასა და მესენიას შორის)

ეს სამი ადგილი, სამი კუნძული, ქმნის სრულყოფილ სამკუთხედს.

ასტროლოგი ფერნანდესი დარწმუნებულია, რომ სამკუთხედები ასახავს სხვადასხვა ციური სხეულების მოძრაობებს, როგორიცაა მზის, მთვარის, პლანეტებისა და სხვა ვარსკვლავების. ეს თეორიები ხშირად ისმის ათენის ობსერვატორიაშც, რადგან ამ ადგილებიდან ცის საოცარი ხედები იშლება.(მთვარე, სატურნი, მარსი)


image(ობსერვატორია)

ბერძნული სამყაროს სამკუთხედის იდეა არ არის ახალი.ეს არის წმინდა გეოგრაფიული, ასტრონომიული და რელიგიური თვალსაზრისით გათვლილი ადგილები.

1960-იან წლებში საფრანგეთის ლიტერატურის პროფესორმა ჟან რიჩერმა აღწერა საბერძნეთი, როგორც 12 სექტად დაყოფილი 12 ზოდიაქოს ნიშანი, მაგრამ გეოგრაფიის თეორიები, როგორიც რიჩერისთვის, არასოდეს ყოფილა მიღებული და სათანადოდ პატივცემული მართლმადიდებლური ეკლესიის მხრიდან, რადგან ვერ მტკიცდებოდა.

ჯორჯ პანტაზმა და ევანგელია ლამბრუმ (ასოცირებული პროფესორები) ჩაატარეს გეოდიზური მეთოდებით კვლევა, რათა დაედგინათ ძველი ბერძნული ტაძრების ასტრონომიული ორიენტაცია. მათ აღმოაჩინეს საგანგებო სიმეტრიული პოზიციები ტაძრებს შორის. მზის ჩასვლა ზუსტად მოხვდა ტაძრის ცენტრალურ ღერძზე, რაც ასტრონომიულ ორიენტაციაზე მიანიშნებს.


image


როგორც ცნობილია დეტალური კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ფაქტი ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს ათენის ისტორიულ ცენტრში დადიან, აკროპოლისისკენ მიმავალ გზაზე, ხედავენ და ფიქრობენ; "რატომ არის ვარსკვლავები ასე ნათელი ამ ადგილიდან?" იმედია ამ კითხვას პასუხი მალე და რაც მთავარია, დეტალურად გაეცემა.

1
133
10-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ელიშვილი
ლიკა ელიშვილი
133
  
2018, 18 თებერვალი, 0:52
ძალიან საინტერესო სტატიაა.ნამყოფი ვარ აქ მაგრამ,ეხლა სხვა თვალით მომინდა აკროპოლისის ნახვა.:)
0 1 1