x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
12 ჰიგიენური შეცდომა, რომელსაც ყოველდღე უშვებთ
შეიძლება სერიოზული ზიანი მოგვიტანოს იმან, რომ დეტალებს საკმარისად არ ვაქცევთ ყურადღებას. გაითვალისწინეთ სტატიაში წარმოდგენილი რჩევები და მალე მიღებული შედეგით მოხარული დარჩებით.


ეს ჩვევები აუცილებლად უნდა დაივიწყოთ! მოიტანეთ ფურცელი და კალამი და ჩაიწერეთ!




1. კანის გახეხვა ყოველდღე


ზედმეტად სახის კანის ხეხვა იწვევს აკნეს და ნაოჭებს. დერმატოლოგები გირჩევენ, გაიწმინდოთ სახე კვირაში ორჯერ. სხვაგვარად ეს პროცედურა უფრო მეტად ცუდ შედეგს მოგიტანთ, ვიდრე დადებითს.


image



2. ფრჩხილების კვნეტა სტრესის დროს


ზოგჯერ ფრჩხილების კვნეტა ემოციური ან მენტალური სტრესითაა გამოწვეული. ზოგი სტრესის გარეშეც იკვნეტს ფრჩხილებს და ჩვევად აქვს გამჯდარი. სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ სტრესისგან თავის დაღწევისთვის ფრჩხილების კვნეტა ეფექტური საშუალება ნამდვილად არ არის და, თან, ეს ჩვევა თქვენი ჯანმრთელობისთვისაც სახიფათოა. წარმოიდგინეთ, რამდენი ბაქტერია ხვდება ორგანიზმში ფრჩხილებიდან.


image









3. ყურების გამოწმენდა ბამბის ჩხირით

ბევრ ჩვენგანს ჰგონია, რომ ბამბის ჩხირი კარგი საშუალებაა ყურების გასაწმენდად, მაგრამ შედეგები აბსოლუტურად საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ბამბის ჩხირით გოგირდს ვაწვებით და უფრო ღრმად ვტენით ყურში, ანუ ამ ხერხს უფრო მეტი უარყოფითი მხარე აქვს, ვიდრე დადებითი. ხშირ შემთხვევაში სწორედ ბამბის ჩხირი ხდება შუა ყურის აპკის დაზიანებისა და სმენის დაქვეითების მიზეზი. ექსპერტები გირჩევენ, ექიმს მიაკითხოთ, თუ ნამდვილად გაქვთ პრობლემა, თუ არადა, ეცადეთ, ნაზად გამოიწმინდოდ ყური ბამბით და არ დააწვეთ ჩხირს.


image









4. ხელების არდაბანა საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ

კვლევის მიხედვით, ხალხი ამჯობინებს, არ დაიბანოს ხელები საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ. ამ ადამიანების უმეტესობას მიაჩნია, რომ ხელების დაბანა მნიშვნელოვანი არაა და მხოლოდ დროის ტყუილად კარგვაა. თუმცა, გახსოვდეთ, ხელების დაბანა საუკეთესო და უმარტივესი გზაა ბაქტერიებისგან თავის დასაცავად.


image









5. ერთი და იგივე ჯაგრისით კბილების გახეხვა დიდი ხნის განმავლობაში


სველი ჯაგრისი ადვილად იკრავს და ინახავს ბაქტერიებს, რაც საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. ექიმები გვირჩევენ, კბილის ჯაგრისი 2-3 თვეში ერთხელ მაინც შევცვალოთ, რადგან 3 თვეზე მეტ ხანს გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს გართულებები გამოიწვიოს ორგანიზმში, მათ შორის - გულის დაავადებებიც.


image








6. კბილების არასწორად გახეხვა


თუ მხოლოდ კბილებს იხეხავთ, ეს არ იქნება ეფექტური. ექიმები გვირჩევენ, კბილები 2 წუთის განმავლობაში ვიხეხოთ, ასევე გავიწმინდოთ ღრძილები და ენაც. ნუ დაგეზარებათ!


image








7. კბილის ძაფით არგაწმენდა


კბილებს ძაფით თუ არ გაიწმენდთ, მაშინ მხოლოდ გახეხვას აზრი არ აქვს. ძაფი ბაქტერიების გავრცელების რისკს ამცირებს პირს შიგნით და ასევე გიცავთ ჰინგივიტისგანაც (ღრძილის ქსოვილების ანთება).


image









8. იმ საგნების არგაწმენდა, რასაც ყოველდღე იყენებთ


რას ფიქრობთ, რამდენად სუფთაა საგნები, რომლებსაც ყოველდღე იყენებთ? დაიმახსოვრეთ, კარის სახელური, კლავიატურა, ჩამრთველი, მობილური ტელეფონი და სხვა მსგავსი საგნები ბაქტერიების თავშესაყარია, ამიტომ ხშირად გაწმინდეთ ისინი.


image







9. ფტორის შემცველი კბილის პასტის გამოყენება


ამ სახის კბილის პასტა განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან კბილებს არასწორად ზრდის და მათზე თეთრ ლაქებს აჩენს. ფტორის შემცველმა კბილის პასტამ შესაძლოა გამოიწვიოს კბილის დაშლა, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ხელი შეუწყოს ალცჰეიმერის დაავადების განვითარებას.


image








10. ბალიშის ჩადება ბამბის ბალიშის პირში


ეს ქსოვილი მოგიმატებთ ნაოჭებს სახეზე, გამოგიშრობთ კანს და საფრთხეს შექუმნის თქვენს თმასაც. საუკეთესო ქსოვილი ბალიშის ჩასადებად აბრეშუმია. ის დაგიბრუნებთ იმას, რასაც ბამბის ბალიშის პირი გართმევთ.


image











–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ ვუმკურნალოთ დახეთქილ ქუსლებს სახლის პირობებში - 10 საშუალება

2. 30 წუთიანი მარტივი მასაჟი ცელულიტების მოსაშორებლად და გასახდომად

3. 7 ბუნებრივი გზა ნაოჭების მოსაშორებლად

4. ძილის პოზა იმაზე მეტს ამბობს თქვენს ჯანმრთელობაზე, ვიდრე გგონიათ

5. რატომ არის სიბნელე საჭირო ძილისთვის?



0
777
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:_K_
_K_
777
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0