x
image
_K_
რა შეიძლება დაგემართოთ, თუ ხელებს არ დაიბანთ
image


შეიძლება, ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, ვინც ფიქრობს, რომ ხელების დაბანა უფროსების მიერ დადგენილი უაზრო წესი იყო ბავშვობაში და მისი დარღვევით არაფერი დაშავდება. თუმცა, წაიკითხეთ სტატია ბოლომდე და მერე გადაწყვიტეთ, დაშავდება თუ არა რამე.


2015 წლის Initial Washroom Hygiene-ის კვლევით, მამაკაცების 60% და ქალების 40% თავს არ იწუხებს ხელების დაბანით საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ.

უნდა გითხრათ, რომ დაუბანელ ხელებს ბევრი ზიანის მოყენება შეუძლია თქვენთვის. მათგან 4-ს სტატიაში განვიხილავთ.


1. თქვენ ხელზე მილიონობით ბაქტერია ცხოვრობს.



ამიტომაც ხელები დღეში რამდენჯერმე უნდა დაიბანოთ: საჭმლის მომზადების ან ჭამის წინ, სანამ ჭრილობას შეეხებით, ან საპირფარეშოდან გამოსვლისას.

საპირფარეშო არის ადგილი, სადაც ბაქტერიები ერთიანდებიან, ამიტომაც საშუალოდ ადამიანს ხელის ერთ კვადრატულ ინჩზე 200 მილიონი ბაქტერია ჰყავს.


ნუ შეშინდებით, ყველა ჩვენგანი ბაქტერიებით ვართ დაფარულნი და მათი უმეტესობა საფრთხეს არ წარმოადგენს.


თუმცა, საპირფარეშოში მეტია იმის შანსი, რომ საზიანო ბაქტერია შეგხვდეთ.


იმისთვის, რომ შეამციროთ საზიანო ბაქტერიის თქვენს კანზე მოხვედრის ალბათობა, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევების მიხედვით, საპირფარეშოდან გამოსვლისას კარგად უნდა გაისაპნოთ ხელები და მინიმუმ 15 წამი მაინც უნდა უხახუნოთ ერთმანეთს, სანამ წყლით ჩამოიბანთ.


image








2. თქვენ ეხებით ფეკალურ ნივთიერებებს (მაშინაც კი, თუ საპირფარეშოში არ იმყოფებით)


თუ ფიქრობთ, რომ საპირფარეშო ერთადერთი ადგილია, საიდანაც ბაქტერიების "აკრობა" შეიძლება, ცდებით. რა თქმა უნდა, ბაქტერიების უმეტესობა, მაგალითად სტაფილოკოკი, სწორედ საპირფარეშოდან მოდიან, მაგრამ ამის შემდეგ ისინი სხვა ადგილებსაც "ესხმიან თავს", მარტივად შეიძლება, თქვენს საფულეზეც აღმოჩნდნენ.


ბრიტანული Metro-ს კვლევის მიხედვით, საკრედიტო ბარათების 10%-ს და მობილური ტელეფონების 16%-ზე მეტს ფეკალური მასები აქვს ზედაპირზე. Southern Medical Journal -ის 2002 წლის კვლევის მიხედვით კი ერთდოლარიანი კუპიურების 94%-ზე პათოგენური მიკროორგანიზმები აღმოაჩინეს, რაც ფეკალურ მასას შეიცავს.


image







3. ბაქტერიას შეეხეთ დღეების (ან კვირების) წინ


შეიძლება იფიქროთ, რომ რადგან რამდენიმე საათი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელის ჩასაჭიდს ან ოფისის ყავის მადუღარას შეეხეთ, ყველა ბაქტერია უკვე მოკვდებოდა, მაგრამ ცდებით. ვირუსებს და ბაქტერიებს 48 საათი შეუძლიათ იცოცხლონ ხელსაყრელ ზედაპირზე, სიცხის ვირუსს კი - ორი კვირაც.


image









4. ხელს უწყობთ ბაქტერიების გავრცელებას


BBC-ის 2004 წლის კვლევის მიხედვით, საშუალოდ ოფისები ერთ კვადრატულ ინჩზე 20, 961 ბაქტერიას შეიცავს, ხელების არდაბანით კი მათ გავრცელებას უწყობთ ხელს, მაგალითად როცა დაუბანელი ხელით ეხებით ქსეროქსის აპარატს, მობილურს, ყავის აპარატს და სხვა.


image




იზრუნეთ საკუთარ თავზე და გარშემომყოფებზ! დაიბანეთ ხელები!


ჯანმრთელობას გისურვებთ!


0
201
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0