x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134500
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
იმპლიციტური და ექსპლიციტური მეხსიერება
image


მეხსიერება და დასწავლის უნარი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.დასწავლის უნარი გულისხმობს გამოცდილებით შეძენილი ინფორმაციის შენახვას, ხოლო მეხსიერება დაგროვილ ცოდნას ამდიდრებს სწავლის შედაგად მიღებული ახალი ინფორმაციით . იმ პერიოდში როდესაც რადიკალური ბიჰევიორიზმი იყო გამეფებული მეხსიერების ცნება ითვლებოდა მეცნიერული შესწავლისთვის არახელსაყრელად, ამიტომ ადამიანის მრხსიერებას ვერბალური დასწავლის შესწავლით იკვლევდნენ.
სამეცნიერო ფსიქოლოგიის ადრეულ წლებში, კვლევები ფოკუსურებული იყო უშუალოდ განცდილ სტუმულებზე, შეგრძნებებისა და განცდების ფორმით. თავდაპირველად ასეთი კვლევები ტარდებოდა ფსიქოფიზიკოსების ვებერისა და ფეხნერის მიერ, შემდეგ კი სტრუქტურალისტების, როგორებიც იყვნენ ვუნდტი და ტიტჩენერი. ვუნდტის აზრით, "მაღალი" ფსიქიკური პროცესეი არ იყო ექსპერიმენტულად შესწავლადი . მაგრამ, 1885 წელს სრულიად საპირისპირო დაამტკივა ჰერმან ებინგჰაუსმა : ის ითვლიდა და შეისწავლიდა ხელახალი დასწავლისას საჭირო გამეორებების რაოდენობასა და შენახული ინფორმაციის მოცულობას .
ცნობიერი მეხსიერების პრინციპები
ებინგჰაუსის დროიდან მოყოლებული, მეხსიერების ფსიქოლოგია დაინტერესებული იყო ცნობიერი მეხსიერების შესაძლებლობით აღედგინა და ამოეცნო წარსულში მომხდარი მოვლენები . ამ კვლევით გამოიკვეთა ის პრინციპები, რომლებიც დიდწილად მართავს ადამიანის მეხსიერების მუშაობას.
1.ანალიზის ფაზა : მოგონებები გავს ბიბლიოთეკაში შენახუპ წიგნებს ან მათში არსებილ ინფორმწციებს : ისინი მოვლენების მენტალური რეპრეზენტაციებია, რომლებიც შენახულია მეხსიერების საცავში და აღქმაში ბრუნდება ფიქრის ან მოქმედეის დროს .
2. გაუმჯობესება: მეხსიერება ასრულებს ფუნქციას რომლის საშუალებითაც ინფორმაციის კოდირების დროს ახალი მოვლენა უკავშირდება მანამდე არსებულს .
3. ორგანიზაცია: ასევე, მეხსიერების ფუნქციაა მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება.
4. დროზე დამოკიდებულება: მეხსიერება უარესდება დროთა განმავლობაში, რაც დაკავშირებულია მეხსიერების კვალთწ კონკურენტული მდგომარეობით.
5. შესაძლებლობა ხელმისაწვდომობის წინააღმდეგ : მეხსიერების საცავში კოდირებული მოგონებები შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი გასახსენებლად
6. ნიმნიშნებლებზე დამოკიდებულება: მოვლენის აღდგენის შესწძლებლობა დამოკიდებულია აღდგენის პროცესში არსებული მიმნიშნებელის ონფორმაციულ ღირებულებაზე.
7. კოდირების სპეციფიკურობა : მოვლენის აღდგენა ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც აღდგენის მომენტში არსებული მიმნიშნებლები ემთხვევა კოდირების პროცესში დამუშავებულს .
8. სქემატური პროცესი : ჩვენ უფრო მარტივად გვამახსოვრდება ის მოვლენები, რომლებიც შეესაბამება ჩვენს რწმენებს, მოლოდინებსა და ატიტუდებს.
9. რეკონსტრუქცია : მეხსიერება ასახავს მეხსიერების კვალში ინფორმაციასა და სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის ნარევს
10. ინტერპერსონალური : გახსენება ინტერპერსონალური კომუნიკაციის აქტია, ისევე როგორც ინფორმაციის აღდგენა და ამიტომ მოგონებები ფორმირებულია იმ სოციალური კონტექსტით, რომელშიც ხდება გახსენება.

მეხსიერების და ცოდნის ტაქსონომია

ეს პრინციპი ვრცელდება ე.წ ხანგრძლივ მეხსიერებაზე ( უილიამ ჯეიმსმა მას მეორეული მეხსიერება უწოდა) .მაგრამ მეხსიერების ცნება ასევე მოიცავს სპეციფიკური მოდალობის სენსორულ რეგისტრებს (მაგ:იკონური და ოკოლოგიური მეხსიერება), და პირველადი მეხსიერებას ( ასევე ცნობილია როგოტც ხანმოკლე ან მუშა მეხსიერება), როლებიც შესაძლოა სხვა პრინციპებით ფუნქციონირებენ .პირბრლწდ მეხსიერება ხანდახან დანახულის როგორც მეორეული მეხსიერებისგან გამოყოფილი, სხვა თეორიებში, პირველად მეხსიერება გაიგივებულია იმ რეპრეზენტაციებთან რომლებიც შენახულია ხანგრძლივ მეხსიერებაში და რომლებიც აქტივაციის მდგომაორეობაში არიან . პირველადი და მუშა მეხსიერება კი თითქმის გაიგივებულია ცნობიერებასთან .ცოდნა ხანგრძლივ მეხსიერებაში შენახულია ორი სახით . დეკლარაციული ცოდნა წარმოადგენს ჩცენს ფაქტობრივ ცოდნას და მისი რეპრეზენტაცია შესაძლებელია მტკიცებითი წინადადებების ფორმით. პრიცედურული ცოდნა ჩვენი კოგნიტური წესებისა და უნარების რეპერტუარისგან შედგება და მუსი რეპრეზენტაცია შესაძლებელია "თუ-მაშინ" სტრუქტურის წარმონაქმნებით .დეკლარაციულ ცოდნაში გამოვყოფთ ეპიზოდურ ან ავტობიოგრაფიულ მეხსიერებას წარსულში მომხდარი მოვლენების შესახებ, და სემანტიკურ მეხსიერებას ზოგადი ცოდნის შესახებ . პროცედურული ცოდნა შეიძლება იყოს მოტორულ და შემეცნებით-კოგნიტურ უნარებად . დეკლარაციულ-პროცედურულ განსხვავებს აქვს პირდაპირი კავშირი კომპიუტერულ მეცნიერებასა და ხელოვნურ ინტელექტში, მაგრამ მისი ნაკვალევი ჩანს რაილის დაყოფაშიც : "იცოდე რა" და "იცოდე როგორ" და ბერგსონის მტკიცებაში, რომ წარსულის აღდგენა შესაძლებელია ორი ფორმით - მოგონებებითა და ჩევევებით . ეოიზოდური მეხსიერება არის ის რასაც უმრავლესობა უქოდებს მეხსიერებას, ცოდნის საპირისპიროდ .



პრაიმინგის ეფექტი ამნეზიისა და დაუზიანებელი მეხსიერების დროს

თავდაპირველად, ეპიზოდური მეხსიერების მეცნიერული კვლევები უმეტესწილად დაკავშირებული იყო ცნობიერი მეხსიერების შესწავლასთან, რამდენადაც ზოგადად დაინტერესება იყო ცნიბიერების მიმართ, ხოლო არაცნობიერი მეხსიერების ცნება დიდწილად მიეწერა ფროიდისეულ ფანტაზიას, მაგრამ, 1960იანი წლების დასაწყისში კვლევებით დაიწყო იმის დაშვება რომ არაცნობიერი მეხსიერება ვალიდური იყო, ოღონდ არა ფროიდისეული ფორმით . განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ამნეზიური სინდრომის მქონე პაციენტების კვლევებმა . 1968 წელს ვორინგრონმა და ვაისკრანცმა გამოქვეყნეს ექსპერიმენტი სადაც ამნეზიის მქონე პაციენტებს სთხოვდნენ რომ ესწავლათ ნაცნობი სიტყვების ჩამონათვალი . საკონტროლო ჯგუფთან შედარებით პაციენტები გაცილებით ცუდ შედეგს აჩვენებდნენ გახსენების და ცნობის სტანდარტულ ტესტებში . თუმცა, მიუხედავად ამისა, როდესაც აწვდიდნენ სამასოიან მარცვლებს ან ფრაგმენტებს და სთხოვდნენ მათ დასრულებას იმის მიხედვით რაც პირველად მოუვიდოდათ თავში, ამნეზიის მქონე და საკონტროლო ჯგუფის წევრები ერთნაირად ასრულებდნენ მათ ჩამონათვლიდან დამახსოვრებული სიტყვებით .

ეს არის პრაიმინგის ეფექტი, რომლის დროსაც ადრე გადამუშავებული სტიმული გავლენას ახდენს სხვა სტუმულის გადამუშავებაზე . პოზიტიურ პრაიმინგის დროს, სტიმული აადვილებს სამიზნის გადამუშავებას, ხოლო ნეგატიური პრაიმინგის დროს პირიქით, აფერხებს სამიზნე სტიმულის გადამუშავებას . ჩვენს მაგალითში, პრაიმინგის ეფექტი მიუთითებს რომ დამახსოვრებული სტიმულები კოდირებული და შენახული იქნა მეხსიერებაში და გავლენა მოახდიან ტესტის შესრულებაზე . ის ფაქტი რომ პრაიმინგის ეფექტი გამოვლინდა როგორც ჯანმრთელ ცდისპირებში, ასევე ამნეზიის მქონე პაციენტებში, რომლებსაც ძალზედ უჭირდათ დამახსოვრება, აჩვენებს რომ, პრაიმინგი შეიძლება გაიმიჯნოს ცნობიერი მეხსიერებისგან . ამ მონაცემების საფუძველზე, ეპიზოდური მეხსიერება დაიყო ექპლიციტურ და იმპიციტურ მეხსიერებად .ექსპლიციტური მეხსიერება წარსულში მომხდარის ცნობიერი მოგონებაა, რომელიც წარმოდგენილია მაგალითში გახსენების და ცნობის ტესტების შესრულებისას, ამისგან განსხვავებით, იმპლიციტური მეხსიერება უკავშრდება მოვლენის ნებისმიერ გავლენას შემდგომ გამოცდილებაზე, ფიქრებსა და ქცევაზე, პრაიმინგი, რა თქმა უნდა ასეთი ეფექტია . ამნეზიის მქონე პაციენტებში პრაიმინგსა და გახსენებას შორის დისოციაცია გვიჩვენებს რომ იმლიციტურ მეხსიერებას შეუძლია იარსებობს ექსპლიციტური მეხსიერების არარსებობის შემთხვევაში .

მეხსიერების დარღვევა აუარესებს ექპლიციტურ მეხსიერებას, ხოლო სრულად ან ნაწილობრივ ინახავს იმპლიციტურს . ასე რომ, იმპლიციტური მეხსიერება შენახული ექსპლიციტურის არასებობის შემთხვევაშიც . თუმცა, იმპლიციტური მეხსიერება შეიძლება გამოკვლეულ იქნეს ნორმალური ფუნქციონირების მეხსიერების მქონე პირებშიც . მაგალითად, ჯანმრთელ ცდისპირებს გაციულებით გაუადვილდათ იმ მასალის ხელახალა დასწავლა, რომელიც ადრე ნასწავლი ქონდათ, თუმცა მათი გახსენება ან ცნობა არ შეეძლოთ . შეიძლევა ითქვას რომ რომ ამნეზიის არმქონე პირებში იმპლივიტური მეხსიერება ექსპლიციტურისგან დამოუკიდებელია, ამ შემთხვევაში, პრაიმინგი არ არის დამოკიდებული იმაზე, ცნობიერად არის დამახსოვრებული ინფორმაცია თუ არა .

იმპლიციტური მეხსიერების ლექსიკონი

ექსპლიციტურ და იმპლიციტურ მეხსიერებას შორის დისოციაციის რამოდენიმე ფორმა გვხდება . პოპულაციური დისოციაციის დროს ამნეზია ან დაბერების პროცესი მოქმედებს ექსპლიციტურ მეხსირებაზე, მაგრამ არ ეხება იმპლიციტურს . ფუნქციოური დისოციაციების დროს ექსპერიმენტული ცვლადები გავლენას ახდენა ასევე ექსპლიციტურ მეხსიერებას და არა იმპლიციტურზე . ცალკეული დისოციაციების დროს ცალკეული ცვლადი გავლენას ახსენს ექსპლიციტური და იმპლიციტური მეხსიერებიდან ერთ-ერთზე და არა ორივეზე . ორმაგი დისოციაციის დროს ცალკეულ ცვლადს საპირისპირო ეფექტი აქვს ექსპლიციტურ და იმპლიციტურ მეხსიერებაზე . ორმაგ დისოციაციებს კოგნიტური ნეიროფსიქოლოგიის ‘’ წმინდა გრაალს ‘’ უწოდებენ, რადგან ისინი გვაწვდიან დაუძლეველ არგუმენტებს, რომ ექსპლიციტური და იმპლიციტური მეხსირება ხასიათდება, განცალკევებული კოგნიტური მოდულებით . წყვილური დისოციაცია სადაც, ერთი ცვლადი გავლენას ახდენს ექსპლიციტურ და არა იმპლიციტურ მეხსიერებაზე, ხოლო სხვა ცვლადი გავლენას ახდენს იმპლიციტურ და არა ექსპლიციტურ მეხსიერება .

იმპლიციტურ მეხსიერებას როგორც წესი იკვლევენ პრაიმინგის ამოცანაბით, მაგრამ პრაიმინგი რამოდენიმე ფორმით გვხვდება . კვლევების უმეტესობა ფოკუსირებულია განმეორებით პრაიმინგზე სადაც, პრაიმინგის ტესტის სამიზნეა სტიმულის მთლიანი ან ნაწილობრივი აღდგენა . მაგალითად, ცდისპირმა შეიძლება დაისწავლოს სიტყვა კალამი და შემდე ვთხოვოთ დაასრულოს ფრაგმენტები კალ- ან კ-ლ-მ- იმ სიტყვით რაც პირველად მოუვათ თავში. სემანტიკური პრაიმინგის ეფექტს შეიძლება დავაკვირდეთ როდესაც ცდისპირს ვაძლევთ სტიმულს მაგალითად ფურცელს და ვთხოვთ თავისუფალი ასოციაციების პრინციპით გვიპასუხოს .სემანტიკური პრაიინგი გულისხმობს მნიშნელობაზე დაფუძნებულ რეპრეზენტაციებს, რომლებიც მოიცავს ინფორმაციას პრაიმის სემანტიკურ და კონცეპტუალურ ნიშნებზე .

ექსპლიციტურ და იმპლიციტუტ მეხსიერებას ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც ‘’ დეკლარაციულ’’ და ‘’პროცედურულ’’ მეხსიერებას . დეკლარაციულ-პროცედურული სხვაობები თავდაპირველად დამყარებული იყო ხედვაზე რომ, შენახული დასწავლა ამნეზიის დროს მოიცავდა პროცედურლ ცოდნად როგორიცაა კოგნიტური და მოტორული უნარები, და პროცედურული ხასიათის პრაიმის ინტერპრეტაციას. მაგრამ ამნეზიის მქონე პაციენტებს ასევე შეუძლიათ ახალი დეკლარაციული ცოდნის მიღება .

იმპლიციტური მეხსიერები თეორიები

კოგნიტური ნეირომეცნიერებაში პოპულარულ ‘’მოდულარული’’ შეხედულებაზე დაყრდნობით, თეორიტიკოსების ნაწილმა შემოგვთავაზა ხედვა, რომ ექსპლიციტური და იმპლიციტური მეხსიერება ასახავს ტვინში ერთმანეთისგან განცალკევებული მეხსიერები სისტემების მოქმედებას . მაგალითად, ექსპლიციტური მეხსიერება დაუკავშრეს მედიალური საფეთქლის წილის მეხსიერების სისტემას ჰიპოკამპის და მასთან დაკავშრებული სტრუქტურების ჩათვლით . ამ სისტემის დაზიანება ზიანს მიაყენებს ექსპლიციტურ მეხსიერებას, მაგრამ არა იმპლიციტურს, რომელიც დაკავშირებულია ტვინის სხვა სისტემებთან და სავარაუდოდ კორტიკალური ხასიათისაა.

სხვა თეორია ეკუთვნით ბაუერსსა და მარსოლეკს მეხსიერების მრავალი სისტემის არსებობის მაგივრად ისინი განიხილავენ აზრს რომ, იმპლიციტური მეხსიერება არის თავის ტვინის შუალედური პროდუქტი, რომელიც მოიცავს მოტორულ მზაოვას, აბსტრაქტულ გადამუშავებას დაცპერცეპტული ხატების ამოცნობის სიტემას . მათი აზრით იმპლიციტური მეხსიერება ამ სისტემების დასწავლის შესაძლებლობის დამატებითი პროდუქტია.

მრავალსისტემური ხედვის საპირისპიროდ, სხვა თეორიების მიხედვით, იმპლიციტური და ექსპლიციტური მეხსირება ერთი მეხსიერების სისტემის ნაწილია . მაგალითად, მენლერის აქტივაციის ხედვა ამტკიცებს . რომ პრაიმინგი თავისი ყველა ფორმით, დეკოდირების პროცესში გამოწვეულია ავტომატური აქტივაციითა და ინტეგრაციით. ამისგან განსხვავებით, ექსპლიციტური მეხსიერება მოითხოვს ძალისხმევის შემუშავებას რათა დამყარდეს ახალი ურთიერთობები აქტივირებულ სტრუქტურებს შორის .

მესამე ერთსისტემიანი ხედვა ემყარება პროცესის დისოციაციის ჩარჩოს, რათა ახსნას ექსპლიციტურ და იმპლიციტურ მეხსოერებას შორის განსვავებები . ამ თეორიის თანახმად, ექსპლიციტური მეხსირება უმეტესწილად არის გაცნობიერებული, კონტროლირებადი, ძალისმიერი, მიზანმიმართული გადამუშავების პროდუქტი, ხოლო იმპლიციტური მეხსირება დიდწილად გაუცნობიეერებლი, ავტომატური, ძალისხმევის გარეშე, უნებლიე გადამუშავეის პროცესია .


ექსპლიციტურ და იმპლიციტურ მეხსიერებას შორის ურთიერთკავშირი


იმპლიციტური მეხსიერების ყველაზე პოპულარულ თეორიად რჩება მრავალსისტემიანი თეორია. მაგ, შახტერის და ტულვინგის მოსაზრებით განმეორების პრაიმინგი მიმდინარეობს პერცეპტული რეპრეზენტაციის სისტემით, სემანტიკური პრაიმინგი მიმდინარეობს პერცეპტული მეხსიერების სისტემით, სმანტიკური კი სემანტიკური მეხსიერების სისტემით. მეხსიერების სისტემის ასეთი მკაცრი გამიჯვნა არამართებულია.ეს რომ მართლაც ასე იყოს, უნდა გვხვდებოდეს უამრავი შემთხვევა, როცა ექსპლიციტური მეხსიერება იქნება დაზიანებული და იმპლიციტური შენახული, და პირიქით. ერთი ასეთი გაურკვეველი შემთხვევა არსებობსწ, როცა პაციენტს, ტვინისოპერაციის შედეგად აქვს ძლიერი სკოტომა ანუ მხედველობის დარღვევა, ცუდ შედეგს აჩვენებდა განმეორებითი პრაიმინგის ვიზუალურ ტესტში, ხოლლო ნორმალურ შედეგს ცნობის ჩვეულებრივ ამნეზიის მქონე პაციენტებისგან საპირისპიროდ ასევე მანდ ნორმალური შედეგები აჩვენა კონცეპტუალური პრაიმინგის ტესთში, ამიტომ რთულია იმის თქმა, რომ მას იმპლიციოტური მეხსიერების დარღვევა აქვს.

ესპლიციტურ და იმპლიციტურ მეხსიერებებს შორის კავშირი სხვაგვარადაც ვლინდება, ცდისპირები, რომლებიც აცნობუიერებენ რომ პერცეპტული იდენთიფიკაციის ტესტის ელემენტები იგივეა რაც მანამდე დასწავლილი, შესაძლოა ავითარებდნენ ფსიქიკურ კომპლექტს, რაც გავლენას ახდენს მათ პრაიმინგის შედეგზე, ამიტომ მკველვრები აფასებენ “ტესტირების ცნობიერებას”

ამნეზიის მქონე პაციენტებს არშეძლიათ ისარგებლონ ექსპლიციტური მეხსიერებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სხვაგარემოებებში ცნობიერი მოგონება არ ახდენს გავლენას პრაიმინგზე.

არსებობს სანდო ფაქტები იმის შესახებ, რომ ცდისპირებს შეუძლიათ იმპლიციტური მეხსიერების მეშვეობით გააუმჯობესონ ექსპლიციტური მეხსიერების ტესტის შედეგები.მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი გახსენება ცნობიერ მოგონებებს ახასიათებს მენდლერი და ჯაკობი ამტკიცებენ, რომ ამოცნობა შეეიძლება გამოწვეული იყოს, როგორც ცნობიერი მოგონებით, ისე პრაიმინგზე დაფუძვნებული ნაცნობობის გრძნობით.თუ ეს ასეა, მაშინ, როდესაც იმპლიციტური მეხსიერება შენახულია, ცდისპირებს შეუძლიათ გამოიყენონ პრაიმინგზე დაფუძვნებული ნაცნობობის შეგრძნება ამოცნობის ტესტების უკეთ შესასრულებლად, როგორც ვიცით ამოცნობა ბევრად აღემატება გახსენებას, როგორც ჯანმრთელ პირებში, ასევე ამნეზიის მქონე დეპრესიულ, პოსტჰიპნოტურ ამნეზიის მქონე და ალცჰაიმერის სინდრომის მქონე პაციენტებში.შესაძლოა მოგონებები და ნაცნობობის გრძნობა მეხსიერების განცალკევებული სისტემებით იმართება, მაგრამ მეხსიერების სისტემების უფრო მეტად დანაწევრების მაგივრად, უკეთესი იქნება დავასკვნათ, რომ ექსპლიციტური და იმპლიციტური მეხსიერება ურთიერთქმედებს.





0
975
შეფასება არ არის
ავტორი:კაპატაძე ანა
კაპატაძე ანა
975
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0