x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რამდენიმე წესი, რომელიც სხეულის ენის სწორად წაკითხვისთვის უნდა გაითვალისწინოთ
სხეულის ენა

სხეულის ენა არის პიროვნების მდგომარეობის გარეგნული ასახვა. ყოველი ჟესტი ან მოძრაობა შესაძლოა, ღირებული მინიშნება აღმოჩნდეს ემოციების შესახებ, რომლსაც ამ დროს განიცდის ადამიანი. მაგალითად, ადამიანს, რომელსაც ეშინია ან თავდაცვაზე ფიქრობს ხელებს ან ფეხებს გადააჯვარედინებს.


სხეულის ენის მნიშვნელოვანი ნაწილია უნივერსაური ჟესტები, მისი კარგი მაგალითია მხრების აჩეჩვა, რაც იმის მანიშნებელია რომ პიროვნებამ არ იცის ან ვერ იგებს, რასაც თქვენ ეუბნებით. გაშლილი ხელისგული იმის მანიშნებელია რომ ხელებში არაფერს ვმალავთ.


უნივერსალური ნიშნების გარდა კულტურებუ განსხვავდებიან სხეულის ენის სიგნალებით. კულტურების მიხეედვით ჟესტები შესაძლოა რადიკალურად განსხვავებულ მნიშვნელობას ატარებდეს.



სხეულის ენის სწორად წაკითხვისთვის რამდენიმე წესი უნდა გავითვალისწინოთ:

  • ჟესტები შეაფასეთ მთლიანობაში- ხშირი შეცდომა რომელსაც უშვებენ ადამიანები ხშირად არის ჟესტების შეფასება იზოლირებულად, მაგალითად თავის მოფხანვას შესაძლოა სრულიად განსხვავბეული მნიშვნელობები ჰქონდეს და ცალსახად ტყულზე არ მიგვანიშნებდეს. ცალკეული ჟესტი შეაძლოა შევადაროთ სიტყვას. სიტყვებს ხშირად რამდენიმე მნიშვნელობა აქვთ, მათი მნიშვნელობა იცვლება სხვადასხვა წინადადებაში. ასევე ჟესტებიც, მათი მნიშვნელობა იცვლება იმის მიხედვით თუ სხვა რომელი ჟესტების კომბინაციაშია გვხვდება ის.
  • დააკვირდით შესატყვისობას- როგორც ცნობილია არავერბალურ სიგნალებს უფრო მეტი ზეგავლენა და ნიშვნელობა აქვთ, ვიდრე ვერბალურს. ამიტომ პირველ რიგში აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმაზე თუ რამდენად სესატყვისია ეს სიგნალები ერთმანეთის, რამდენად ეთანხმებიან ან ეწინააღმდეგებიან ისინი ერთმანეთს.
  • შეაფასეთ ჟესტები კონტექსტში-ყველა ჟესტი უნდა განიხილებოდეს იმ კონტესქტში, რომელშიც ის აღმოჩნდება. ჟესტების მნიშვნელობა იცვლება კონტესქტის მიხედვით. მაგალითად თუ ადამიანი ზამთრის ცივ დღეს ზის გარეთ გადაჯვარედინებული ფეხებით, ნიკაპი დაბლა აქვს დახრილი, ეს ადამიანი, დიდი ალბათობით, არ იცავს თავს, მას უბრალოდ სცივა.
როგორ შევნიშნოთ ღიაობა:

როდესაც ადამინს უნდა ღიად და პატიოსნად წარმოჩნდეს ერთ ან ორივე ხელისგულს უჩვენებს სხვა ადამიანს. სხვეულის ენის სხვა ჟესტების მსგავსად ეს სრულიად გაუცნობიერებელი ჟესტია, რომელსაც ადამიანი ინტუიტურად აკეთებს.

ხელისგულების ამის გარდა სხვა მნიშვნელოვან ჟესტებშიცაა ჩართული. გარკვეული ფორმით ხესლიგულების ჩვენება ძალაუფებას ანიჭებს ადამიანს. არსებობს სამი ძირითადი პოზა, რომლითაც ხელისგულების ჟესტები მონაწილეობს განკარგულების გაცემაში:

  • ხელისგულები ზემოთ
  • ხელისგულები ქვემოთ
  • მოკუმშული ხელისგულები გაშლილი საჩვენებელი თითით
ზემოთ მიმართული ხელისგულები გამოიყენება როგორც მორჩლების აღმნიშსვნელი მნიშვნელოვანი ჟესტი, რომელიც მუქარას არ შეიცავს. საუკუნეების განმავლობაში ხელისგულები ზემოთ გარდაისახა და მისგან განვითარდა ჰაერში აწეული ერთ-ერთი ხელისგული.

როდესაც ხელისგული ქვემოთ მიიმართება თქვენ უშუალო ავტორიტეტის პროეცირებას ახდენთ.

მოკუმშული ხელისგული გაშლილი საჩვენებელი თითით არის სიმბალური ხელჯოხის გამომხატველი. ამ ჟესტით მოლაპარაკე სიმბოლურად დამორჩილებას აიძულებს მსმენელს.


მოკუმშული ხელი გაშლილი საჩვენებელი თითით არის ყველაზე გამაღიზიანებელი ჟესტი, რომელიც შეიძლება ვინმემ გამოიყენოს საუბრის დროს. ზოგ კულტურაში ასეთი ჟესტი სეურაწყოფის გამომხატველია.

0
177
1-ს მოსწონს
ავტორი:ბოჭორიშვილი ნინო
ბოჭორიშვილი ნინო
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0