x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
პრაიმინგის ეფექტი -საინტერესო კვლევა
image

პრაიმინგი ეს არის ცვლილება, რომელიც წარსული გამოცდილების გავლენით ვლინდება და პიროვნებას მასზე კონტროლი არ გააჩნია. პრაიმინგი ინდივიდის ნებისგან დამოუკიდებლად და ცნობიერების ჩარევის გარეშე ხორციელდება.

კლასიკური პრაიმინგის ექსპერიმენტს წარმოდგენდა კოლეჯის სტუდენტების მონაწილეობით ჩატარებულ კვლევას, სადაც მათ თხოვდნენ სიტყვების ნაკრებისგან წინადადების შედგენას. პირველ ჯგუფში მათ აწოდებდნენ ისეთ სიტყვებს რომლებიც ასოცირდება ხანდაზმულ ადამიანებთან (მაგ. ბინგო, ნაცრისფერი და ფლორიდა). მეორე ჯგუფის მონაწილეებს კი მსგავსი ასოციაციური სიტყვები არ მიეწოდებოდათ. ლინგვისტური სავარჯიშოს შემდეგ, თითოეულ მონაწილეს მისცეს ინსტრუქცია შნობა დაეტოვებინათ კორიდორის გავლით, თუმცა მათთვის არ უცნობებიათ იმის შესახებ რომ დრო რომელსაც ისინი გასვლას მოანდომებდნენ აღრიცხული იქნებოდა. კვლევამ დაადგინა რომ ის ცდის პირები რომელთაც ხანდაზმულებთან ასოცირებული სიტყვების ნაკრები მიიღეს საგრძნობლად ნელა მიდიოდნენ მათთან შედარებით ვისაც ეს პირობა არ მიუღია, პირველი ჯგუფი პრაიმირებული იყო ნელი სვლისკენ.


მსგავსმა ექსპერიმენტებმა გამოავლინეს მთელი კასკადი (ნაკადი) პრაიმინგის ეფექტებისა, მოქმედი რიგი ადამიანის ქცევებზე. დიდ ციფრებზე აზრებით დაპრაიმინგებული ადამიანები მზად იყვნენ უფრო მეტი გადაეხადათ საქონელში, გადაჭარბებით შეეფასებინათ სხვების ასაკი და სხვადასხვა ქალაქების მოსახლეობის რაოდენობა. კვლევის ის მონაწილეები რომლებიც დააპრაიმინგეს აბსტრაქტულ აზროვნებაში ჩართულობით, მეტად იყვნენ თანახმა გაეწირათ ერთი ადამიანის სიცოცხლე მისი ორგანოების სხვებისთვის გადასანაწილებლად, მაშინ როდესაც ისინი რომლებიც ჩართულნი იყვნენ ფულზე ფიქრში ნაკლებად იყვნენ თანახმა იმ უცხოსთვის დახმარებაზე რომელსაც ფანქარი დაუვარდა. ( უკანასკნელ კვლევასთან დაკავშრებით არსეობს აზრთა სახვადასხვაობა, რაც გამოიწვიეს იმ ექსპერიმენტატორებმა რომელებმაც ვერ დაამტკიცეს პრაიმინგის ეფექტის გავლენა, ამ საკიხის გარკვევა აუცილებლობას წარმოადგენს, თუმცა მრავალრიცოვანი კვლევების შედეგები პრაიმინგთან დაკავშირებით არადამაჯერებელს ხდის ამ ფენომენის არარსებობას).



პრაიმინგის ექსპერიენტები მომნუსხველი წასაკითხია, წარმოადგენენ მშვენიერი დიალოგის წამოსაწყებ თემას და კარგ შეხსენებას თუ რა უძლურები ვართ ირაციონალური ძალების მიმართ. ხშირად ამბობნ რომ ისინი სრულიად ცვილან ჩვენს წარმოდგენებს ადამიანზე როგორც რაციონალობის მოდელზე. დებიდ კაჰნემანი „ეკონომისტის“ განხილვისას მის წიგნში „იფიქრე სწრაფად და ნელა“ ( წიგნი რომელიც თავს უყრის პრაიმინგის და მასთან დაკავშირებულ ფენომენებს) ამბობს :“ როგორც კოპერნიკუსმა გადახაზა დედამიწა როგორც სამყაროს ცენტრი და დარვინმა ადამიანი ბიოლოგიური პოზიციიდან, მისტერ კაჰნემანმა აჩვენა რომ ჩვენ არ წარმოვადგენთ სანიმუშო საღი გონების მატარებლებს რომელიც გვჯერა რომ ვართ. ასეთი განსჯა აიგნორებს იმ უზარმაზარ გავკენას რომელიც აქვს ჩვენზე რელიგიას, ფილოსოფიას ლიტერატურას ჩვენს ირაციონალურზე, და ჰომო ეკონომიკუსი, იდეალიზირებულ რაციონალურ აქტორი რკონმიკური თეორიისა, წარმოგვიდგება ერთადერთ მისაღებ სელფ კონცეფციად ადამიანისათვის.

გარდა პრაიმინგის ფილოსოფური ღირებულებებისა, მასზე ჩატარებული კვლევები წარმოადგენს მნიშვნელოვან იარაღს ადამიანის ქცევაზე გავლენაში. ფინანსური ჟურნალი „ფორბსი“ და „მორნინგსტარი“, ინვესტიციური კვლევითი ფირა, წერს „ბიჰევიორული ეკონომიკის“ პრაქტიკულ ღირებულებაზე. თუმცა უფრო დეტალური ანალიზების შედეგები მხარს არ უბამს მსგავს განცხადებებს.

ამის მიზეზი არის ის რომ პრაიმინგის ექსპერიმენტები იშვიათად თუ მეტყველებენ რამდენად მნიშვნელვანია პრაიმინგის ეფექტი რეალურ სიტუაციებში. ჩვენ ვიცით რომ მას აქვს გამაოგნებელი შედეგები მნიშვნელოვნად გამარტივებულ და გაკონტროლებულ ლაბორატორიულ პირობებში, სადაც ცდის პირებზე მოქმედებენ მხოლოდ იმ ცვლადების სტიმულები რომლებსაც მათ ექსპერიმენტატორები აწვდიან. თუმცა ძალიან რთულია გაიგო თუ რამდენად ძლიერია პრაიმინგის სტიმული (ფულზე ფიქრი, დიდი ციფრები, აბსტრაქტული კითხვები) რეალურ ცხოვრებაში, გაუკონტროლირებად გარემოში სადაც ყველანაირი სახის სტიმულებთან შეიძლება შეგვხვდეს წინააღმდეგობა. ასევე, იშვიათად თუ გვექნება იმის მიზეზი განვაცხადოთ, რომ თუნდაც ძლიერი პრაიმინგის სტიმულის შემდეგ მისი ეფექტი იქნება დროში განგრძობითი.

0
148
შეფასება არ არის
ავტორი:კაპატაძე ანა
კაპატაძე ანა
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0