x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა - აღწერა და მიზეზები
გყავთ ოჯახში ვინმე, ვინც ყველაფერზე ნერვიულობს ან პერფექციონისტია? შეიძლება ეს თქვენ ხართ! ყველანი მეტ-ნაკლებად ვნერვიულობთ. ნერვიულობა შეიძლება სასარგებლო იყოს. ეს მომავლის დაგეგმვაში გვეხმარება; გვარწმუნებს, რომ მზად ვართ ტესტისთვის ან ყველაფერს ორჯერ ვამოწმებთ და ვიცით, რომ ყველაფერი წესრიგში დავტოვეთ და ისე წავედით დასასვენებლად... მაგრამ თუ ყელაფერზე განურჩევლად ვნერვიულობთ? მეტიც, ეს ნერვიულობა არაფრის მომტანია? და რა ხდება, მაშინ, როდესაც განურჩევლად იმისა, რამდენს ვინერვიულებთ, მაინც ვერაფერს ვწყვეტთ მომავალი პრობლემისა თუ სიტუაციის თაობაზე? და თუ ვჩერდებით და მაინც ვნერვიულობთ, თუნდაც ვიცოდეთ, რომ ეს არაფერს არ მოგვიტანს და, სავარაუდოდ, ყველას ჩვენს ირგვლივ ნერვებს მოუშლის? ეს ყველაფერი გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მახასიათებლებია.

image

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის კლინიკური სურათი ასეთია: ადამიანს შემთხვევათა უმეტესობაში აღენიშნება გადაჭარბებული ნერვიულობა და ღელვა. უფრო მეტიც, ამ ნერვიულობისა და ღელვის შეჩერება და კონტროლი შეუძლებელია. ესაა ის, რაც განასხვავებს პათოლოგიურ შფოთვას ნორმალურისგან, რომელიც ყველა ჩვენთაგანს შეიძლება ეუფლებოდეს პერიოდულად, როდესაც რაიმე გამოწვევის წინაშე ვდგავართ ან რაიმე მოვლენას ველით. უმრავლესობა ჩვენგანი რაღაცაზე ღელავს, მაგრამ შეუძლია, ეს ღელვა ცოტა ხნით გვერდზე გადადოს და სხვა საქმეს მოუბრუნდეს. მაშინაც კი, როდესაც გამოწვევა ძალიან მნიშვნელოვანი და დიდია, მას შემდეგ, რაც ის დასრულდება, ჩვენი ნერვიულობაც მთავრდება.


გენრალიზებულ შფოთვით აშლილობის ფიზიკური სიმპტომებები არის კუნთების და ფსიქიკური დაძაბულობა, დაღლილობის განცდა, გაღიზიანებადობა და ძილის სირთულეები. ასევე, რთულია ერთ რაღაცაზე ფოკუსირება, რადგან გონება სწრაფად გადაერთვება ერთი კრიზისიდან მეორეზე. ამ აშლილობის მქონე ინდივიდები ძლაიან სწუხან უმნიშვნელო ყოველდღიური მოვლენების გამო. კითხვაზე " გადაჭარბებულათ ღელავთ თუ არა უმნიშვნელო მოვლენების გამო?", გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მქონე ინდივიდთა 100% პასუხბს: "დიახ". თუმცა, აღსანიშნავია, რომ ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენებიც სწრაფად ხდება შფოთვისა და ნერვიულობის მიზეზი. ზრდასრულები, ჩვეულებრივად, შვილების შესაძლო წარუმატებლობაზე, ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, სამსახურეობრივ პასუხისმგებლობებსა და უფრო უმნიშვნელო მოვლენებზე ფოკუსირდებიან, როგოროიცაა შინამეურნებასთან დაკავშირებული მიმდინარე, ყოველდღიური საკითხები, ანდა შეხვედრებზე დროულად მისვლა. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მქონე ბავშვები ხშირად ღელავენ აკადემიური მოსწრების, სპორტული ან სოციალური უნარების გამო და, ასევე, ოჯახთან დაკავშირებულ საკითხებზე. შედარებით ასაკოვანი ადამიანები ფოკუსირებულნი არიან ჯანმრთელობაზე, რაც სრულიად გასეგებია; მათ ძილთან დაკავშირებული პრობლემებიც აქვთ, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს შფოთვას.



საინტერესოა ის თუ რა იწვევს გენერალიზებულ შფოთვით აშლილობას. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ გახდა ცნობილი ამის შესახებ. შფოთვითი აშლილობის უმრავლესობის მსგავსად, როგორც ჩანს, გენრალიზებულ ბიოლოგიურ მოწყვლადობასთან გვაქვს საქმე. ეს კარგად არის ასახული გენეტიკური წვლილის შემსწავლელ კვლევებში, რის საფუძველზე დადინდა რომ თანდაყოლილია ზოგადად შფოთვის და არა- კონკრეტულად გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის განვითარების ტენდენცია.

ასევე საინტერესოა ის ნიშნები რითაც გენერალიზებული შფოთვითი აშლილბა განსხვავდება სხვა შფოთვითი აშლილობებისგან. პირველ მინიშნებას განსხვავებაზე გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მქონე პირთა ფიზიოლოგიური რეაქტიულობაში მიაგნეს. ამ აშლილობის მქონე ინდივიდები ისეთი სიმძაფრით არ რეაგირებენ სტრესორებზე, როგორც იმ შფოთვითი აშლილობის მქონე ინდივიდები, რომლებშიც პანიკა წამყანი სიმპომია. რამდენიმე კვლევაში აჩვენეს, რომ გენერალიზებული შფოთვითი აშლილობების მქონე ინდივიდები შედარებით ნკლებად რეაგირებედნენ ფიზიოლოგიური საზომების უმრავლესობის მიხედვით, როგორებიცაა გულისცემა, სისხლის წნევა, კანის გალვანური რეაქცია და სუნთქვის სიხშირე, ვიდრე სხვა აშლილობების მქონენი.


როდესაც ამ აშლილობის მქონე ინდივიდები არამშფოთვარე "ნორამალურ" მონაწილეებს შეადარეს ერთი ფიზიოლოგიური საზომი, რომელიც უცვლელად გამოარჩევდა მშფოთვარე ჯგუფს კუნთების დაძაბულობა იყო: ამ აშლილობის მქონე ინდივიდები ქრონიკულად დაძაბულნი იყვნენ.


ემპირიული საბუთები აჩვენებენ, რომ ამ აშლილობის მქონე ინდივიდები ზოგადად უაღსრესად მგრძნობიარენი არიან საფრთხისადმი და, კერძოდ, პიროვნულად რელევანტურ საფრთხისადმი. ეს ნიშავს, რომ ისინი არამშფოთვარე ადამიანებთან შედარებით უფრო სწრაფად და ადვილად აქცევენ ყურადღებას საფრთხის წყაროებს. ეს მოჭარბებული მგრძნობელობა, შესაძლოა, ადრეული სტრესული გამოცდილების შედეგი იყოს, როდესაც მათ დაისწავლეს, რომ სამყარო საშიშია, კონტროლს არ ექვემდებარება და ვერაფერს გააწყობენ ამასთან. გარდა ამისა, პოტენციური საფრთხის ეს მწვავე ცნობიერება განსაკუთრებით კი, თუ ეს პიროვნულად ღირებულია, როგორც ჩანს, მთლიანად ავტომატური ანუ არაცნობიერია.


როგორ უკავშირდება ფსიქიკური პროცესები ავტომატუირ შეზღუდვის ტენდენციას, რომლითაც გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მქონე ინივიდები ხასიათდებიან? როგორც აღმოჩნდა ამ აშლილობის მქონეთ პერიფერიული ავტონომიური აგზნების შეზღუდვის მიუხედავად შუბლის წილებში, განსაკუთრებით, მარცხენა ნახევარსფეროში, ინტენსიური კოგნიტური გადამუშავება მიმდინარეობს. ეს აღმოჩენა ფრონტალურ, თანმხლები ხატების გარეშე მიმდინარე ინტენსიური აზროვნების პროცესებზე ან ნერვიულობაზე უნდა მიგვანიშნებდეს. ამგვარი ნერვიულობა იმის შედეგია, რომ ეს ინდივიდები ავტონომიური შემზღუდველები არიან. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი იმდენად ინტენსიურად ფიქრობენ მომავალი პრობლემების შესახებ, რომ ვეღარ ახერხებენ ყურადღების წარმართვას ისეთ მნიშვნელოვან პროცესზე, როგორიც პოტენციური საფრთხის ხატების შექმნაა; იმ ხატებისა, რომლებიც გაცილებით მნიშვნელოვან უარყოფით აფექტსა და ავტონომიურ აქტოვობას გამოიწვევდა. სხვა სიტყვებით, ისინი თავს არიდებენ საფრთხესთან ასოცირებულ ხატებს. თუმცა, თერაპიის პოზიციიდან თუ მივუდგებით, მნიშვნელოვანია შფოთვასთან ასოცირებული ხატებისა და ნეგატიური აფექტის "გადამუშავება". ვინაიდან, როგორც ჩანს, აშლილობის მქონე ინდივიდები არ ახორციელებენ ამ პროცესს, მათ შეუძლიათ ნეგატიურ აფექტთან და ხატებთან დაკავშირებული უსიამოვნებებისა და ტკივილის დიდი ნაწილის თავის არიდებაა, მაგრამ ვერასოდეს ვერ ახერხებენ პრობლემებზე დაფიქრებას, გააზრებას და რაიმე გადაწყვეტილებამდე მისვლას. აქედან გამომოდინარე, ისინი ქრონიკულ მონერვიულე ადამიანებად იქცევიან, რომლებიც ავტონომიური სიხისტითა და საკმაოდ სერიოზული კუნთური დაძაბულობით ხასიათდებიან. მისი წყალობით ინდივიდი პირისპირ არ ხვდება საშიშ ან საფრთხის შემცველ სიტუაციას ამიტომ ვერასდროს ადაპტირდება. ეს ერთ-ერთი ძირითადი ნაკლია იმ გზებისა, რომლითაც ამ აშლილობის მქონე ინტენსიური შფოთვის რეგულირებას ცდილობენ.


რომ შევაჯამოთ, ზოგიერთი ადამიანი მემკვიდრეობით იღებს დაძაბულად ყოფნის ტენდენციას და მას ადრეულ ასაკშივე უყალიბდება შეგრძნება, რომ მის ცხოვრებაში მიიდინარე მოვლენები არაკონტროლიბადი და პოტენციურად სახიფათო შეძლება იყოს. მნიშვნელოავნი სტრესი მათ მფრთხალ და მუდმივად ფხიზლად მყოფ ადამიანად აყალიბებს. ინტენსიური ნერვიულობის ამ განწყობას, რომელიც შედეგად ფიზიოლოგიურ ცვლილებებიც ხდება, გენერალიზებულ შფოთვით აშლილობამდე მივყავართ.

0
64
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ მარგველანი
მარიამ მარგველანი
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0