x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
რატომ იტყუებიან ადამიანები?

image

ტყუილი მორალურად არასწორია, თუმცა ის საყოველთაოდ არის გავრცელებული და ადამიანებისგან ბუნებრივად მოდის. ირონიულია ის ფაქტი, რომ მოტყუება ხშირად მიიჩნევა მისაღებად, „სამართლიანად სიყვარულსა და ომში“ ("all is fair in love and war"), თუმცა ტყუილს ყოველთვის მოჰყვება სერიოზული შედეგები. მეცნიერები ტყუილს 25 ტიპად ყოფენ. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: თავის მოჩვენება, გაზვიადება, თავაზიანი ტყუილი, იუმორისტული ტყუილი, ცრუმოწმეობა, თეთრი ტყუილი, ტყუილი ვაჭრობაში, კეთილშობილური ტყუილი... არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ადამიანები იტყუებიან და მათ შორის ყველაზე ხშირია შიში.

ტყუილის პიროვნული მიზეზები

შიშის გარდა, დასჯისთვის თავის არიდება ასევე ტყუილის ერთ–ერთი ყველაზე აშკარა მიზეზია. როცა ადამიანი აცნობიერებს, რომ ის დაისჯება თავისი მოქმედების გამო, ის ხშირად იტყუება. ეს არის ადამიანის ბუნებრივი რეფლექსური რეაქცია, რომ მოახდინოს საკუთარი თვის დისტანცირება არასწორი მოქმედებებისგან. ეს განსაკუთრებით გავრცელებულია ბავშვებში იმისთვის, რომ თავი აარიდონ უსიამოვნებას.

კიდევ ერთი პიროვნული მიზეზი არის საკუთარი იმიჯის გაუმჯობესება ან შენარჩუნება. ასეთი ადამიანები მუდმივად ცდილობენ, რომ საკუთარი თავი წარმოადგინონ, როგორც კარგი, თავაზიანი, წარმატებული ადამიანი. გაზვიადება და თავის მოჩვენება არის ტყუილის კიდევ 2 ტიპი, რომელსაც ადამიანები იყენებენ, რათა შთაბეჭდილება მოახდინონ სხვებზე და შეცდომაში შეიყვანონ ისინი.

ჩვეულებრივ, ურთიერთობები დამყარებულია ან ნდობასა და სიმართლეზე, შეყვარებულები ერთმანეთს ატყუებენ ან ინახავენ საიდუმლოებს. ადამიანები ურთიერთბებში იტყუებიან, რათა შეინარჩუნონ ურთიერთობები ან შთაბეჭდილება მოახდინონ პარტნიორზე. თუმცა ღალატი ტყუილის საკმაოდ დესტრუქციული და ზიანის მომტანი ხერხია.

რაც შეეხება ტყუილის თქმას ხუმრობისთვის ან იმისთვის, რომ ვინმე გააცუროთ, ეს მოტყუების უმტკივნეულო გზაა. ასევე, ინფორმაციის გადაცემა, როდესაც არ არის ცნობილი სრული ინფორმაცია, ცნობილია, როგორც ჭორაობა, მაგრამ ეს ასევე ტყუილის ერთ–ერთი ტიპია. ზოგჯერ ადამიანებს არ უნდათ, რომ მხედველობაში მიიღონ ის ფაქტი, რომ მათ არ იციან სიმართლე და აქედან გამომდინარე, ისინი იტყუებიან. ამას ეწოდება „ფაბრიკაცია“.


რატომ იტყუებიან ადამიანები

ტყუილის სოციალური მიზეზები

ადამიანები იტყუებიან საზოგადოებაში, რათა იყონ მისაღები, შეინარჩუნონ კარგი ურთიერთობები და თავიდან აიცილონ სხვებთან უთანხმოება. ასეთ ტყუილებს ეწოდება „თეთრი ტყუილები“. ასეთ ტყუილებს ხშირად იყენებენ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები და ძირითადად გამოიყენება კომპანიებში. თეთრი ტყუილები ხელს უწყობს თვითშეფასების შენარჩუნებას და ხშირად არ მიიჩნევა, როგოროც საზიანო, როცა ადამიანი იტყუება იმისთვის, რომ ტკივილი არ მიაყენოს სხვას.

„მოტყუება უმოქმედობით“ დღეს განიხილება ბიზნესის ნაწილად. ამ დროს გამყიდველი მიზანმიმართულად ქმნის არასწორ მოსაზრებას მნიშვნელოვანი ფაქტების გამოტოვებით. ბიზნესში ასეთ ტყუილებს იყენებენ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ კარგი ურთიერთობები ან გაყიდონ პროდუქცია. ტყუილის ეს ტიპი მიიჩნევა საზიანოდ.

მეორე მხრივ, ისეთ ტყუილს, როდესაც, ექიმი არ ამბობს სიმართლეს თავისი პაციენტების მდგომარეობის შესახებ იმისთვის, რომ არ შეაშფოთოს მისი ოჯახი ან როცა პოლიციელი იტყუება პანიკის ასარიდებლად, ეწოდება კეთილშობილური ტყუილი.

კომპულსიური ტყუილი

ზოგი ადამიანი იტანჯება აშლილობით, რომელსაც ეწოდება კომპულსიური მოტყუება. ეს აღნიშნავს ტყუილისკენ მიდრეკილებას და ასეთი ადამიანები არიან ქრონიკული მატყუარები, რომლებსაც აქვთ ტყუილის ჩვევა და იტყუებიან ნებისმიერ სიტუაციაში. მათთვის ტყუილი ბუნებრივი ქცევაა და თითქმის რთულია, რომ თქვან სიმართლე. კომპულსიური მოტყუება აშლილობაა, რომელიც ადრეული მოზარდობის დროიდან ვითარდება.

ასევე აღსანიშნავია, რომ ქრონიკული მატყუარები ხშირად არ არიან საზიანოები და უმეტეს შემთხვევაში ისინი უნებლიედ იტყუებიან. ასეთი ტყუილის შედეგია შეწყვეტილი ურთიერთობები. თუმცა ეს „დაავადება“ შეიძლება იყოს სხვა, უფრო სერიოზული აშლილობების წინაპირობა, რომლებიც საჭიროებენ მკურნალობას.

image


როგორ შევაჩეროთ ტყუილი?

  • ტყუილის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მიზეზია თავდაჯერებულობის ნაკლებობა. ამ დროს ადამიანები ცდილობენ მისაღებად წარმოაჩინონ თავი საზოგადოებაში. თუმცა თავდაჯერებულობის ჩამოყალიბება ასევე შესაძლებელია თვით–მოტივაციით და სხვა შთამაგონებელი მეთოდებით, რომლებიც შეწყვეტს კომპლუსიურ ტყუილს.
  • ტყუილის შედეგების ახსნა ტყუილის მთქმელისთვის ასევე ეფექტური მეთოდია. ეს უფრო მეტად გამოიყენება ბავშვებისა და მოზარდების შემთხვევაში.
  • კომპლუსიური ტყუილი აშლილობაა, რომელიც საჭიროებს სიფრთხილით მოგვარებას. ადამიანმა, რომელიც ამ დაავადებით იტანჯება, პირველ რიგში, უნდა გააცნობიეროს, რომ ის დახმარებას საჭიროებს. სელფ–ჰიპნოზი და კონსულტირება არის კომპულსიური ტყუილის შეჩერების ეფექტური ხერხები.
  • და ბოლოს, თქვენ უნდა გააგებინოთ ტყუილის მთქმელ ადამიანს, რომ აღიარება და ბოდიშის მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ რთული ჩანს, ეფექტური გზაა მატყუარის იმიჯის თავიდან ასაცილებლად და სხვების მხრიდან პატივისემის ჩამოსაყალიბებლად.

სწორედ ამიტომ, თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ხშირად იტყუება, მისი დადანაშაულების მაგივრად, უნდა შეეცადოთ და აღმოაჩინოთ ტყუილის მიზეზი. ამ გზით, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანს მანამდე, სანამ ტყული გახდება მისი ჩვევა და გამოიწვევს სერიოზულ შედეგებს.

0
1148
3-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ლაღიძე
ნატო ლაღიძე
1148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0