x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ძალიან გემრიელი საშუალება ხველის და ბრონქიტის სამკურნალოდ

რამდენად ხშირად გტკივათ ყელი? თუ უკვე ყველა სახის წამალი მოსინჯეთ და მას მაინც ვერაფერი უშველეთ, დრო მოვიდა, რომ ალტერნატიულ მედიცინას მიმართოთ და ყელის და ხველის პრობლემის მოგვარება თაფლს და ბანანს მიანდოთ!

თაფლი — საუკეთესო ანტიოქსიდანტია, ის ათეულობით დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. თაფლით მალამოებს, სახის და თმის ნიღბებსააც ამზადებენ და არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ქიმიური შემადგენლობით, ის თითქმის ისეთივეა, როგორიც ადამიანის სისხლის პლაზმა.

რაც შეეხება II კომპონენტს, – ბანანი ყველაზე სასარგებლო პროდუქტად ითვლება მსოფლიოში, რადგან მისი დადებითი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე ძალიან დიდია.

ბანანის შემადგენლობა კი იმდენად მრავალფეროვანია, რომ გაკვირვებასაც კი იწვევს. მის შემადგენლობაშია:

ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინები: В, А, С ჯგუფები და ა. შ.

მინერალები: კალიუმი, ფოსფორი, რკინა და სხვა;

ორგანული მჟავები; ცილები; ცხიმები; ნახშირწყლები; ამინომჟავები.

ამ სიის გაგრძელება კიდე შეიძლება. მაგრამ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ ბანანი ხველის მკურნალობის თვალსაზრისით გვაინტერესებს და ამ მხრივ, ის მასში არსებული ეფედრინის არსებობით არის საინტერესო, რომელიც ბრონქოდილატორის მოქმედებით ხასიათდება. ეფედრინი ადუნებს ბრონქების გლუვ კუნთებს, რითაც სასუნთქ ორგანოებში დაგროვილი ნახველის გამოსვლას უწყობს ხელს.

დამატებით, იმის თქმაც შეიძლება, რომ ბანანი ორგანიზმის იმუნურ სისტემას აუმჯობესებს და ხელს უშლის ინფექციური დაავადებების განვითარებას.


image


თაფლი და ბანანი ერთად, უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბანანი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ორგანიზმის მდგომარეობას, გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ ორგანოებზე და აღადგენს მის მიკროფლორას, აქრობს ანთებით პროცესებს და ორგანიზმიდან ტოქსინები გამოჰყავს. ხოლო, თაფლი უფრო აძლიერებს ბანანის მოქმედების ეფექტს.

ამ ორი პროდუქტის ნაზავით შესაძლებელია ყელის მორჩენა, ძლიერი ხველისგან გათავისუფლება და კუჭთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაც კი!

imageბანანი, თაფლი და წყალი ხველის სამკურნალოდ


ინგრედიენტები:imageმწიფე ბანანი (საშუალო ზომის) – 2 ცალი

წყალი – 400 მლ.

თაფლი – 2 ს. კ. (ან გემოვნების მიხედვით)

imageმომზადება:

imageI. გაფრცქვენით ბანანი და მოათავსეთ ემალირებულ ქვაბში > დაჭყლიტეთ ხის კოვზით ან ჩანგლით (რკინასთან ურთიერთობა არ უხდება).

II. ბანანის პიურეს დაასხით მდუღარე წყალი > დადგით დაბალ ცეცხლზე და თუშეთ 30 წთ. თან ურიეთ.

III. როდესაც პიურე შეგრილდება, დაახლოებით 40 გრადუსამდე, დაამატეთ თაფლი (უფრო ცხელზე, თაფლი სასარგებლო თვისებებს დაკარგავს).

IV. გადაიტანეთ თაფლიანი ბანანის პიურე მინის ქილაში და ჰერმეტულად დაახურეთ.

imageმიღების წესი: ქილაში მოთავსებული მასა თვალით 4 ნაწილად გაყავითდა და შესაბამისად, დღეში 4-ჯერ მიიღეთ.

შენიშვნა: ნაზავი დილით უნდა მოამზადოთ. მკურნალობის პირველ შედეგს 5 დღის შემდეგ შენიშნავთ!

მასთან ერთად, სხვა წამლების მიღებაც შეიძლება. უკუჩვენება არა აქვს. სამაგიეროდ, ძალიან გემრიელია და ყველას მოსწონს.

image

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

მკურნალობა თაფლით - 9 დაავადება, რომელსაც თაფლი ამარცხებს

წყლით მკურნალობის 4 კვირიანი კურსი

ჯანმრთელობის და ხანგრძლივი სიცოცხლის ფორმულა

0
883
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
883
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0