x
image
melody_inside
„მე რატომ უნდა დავეხმარო ბრიყვ ქალს, რომელმაც გამრავლება ისწავლა და ფულის შოვნა - არა ?“
image




სოციალურ ქსელში ( რუსეთი) ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ დადებულმა პოსტმა, ინტერნეტი ორ ბანაკად გაჰყო. ზოგი მას ადანაშაულებს არაადამიანურობაში და გულცივობაში, ზოგი კი მთლიანად უჭერს მხარს. მის სიტყვებს სხვადასხვაგვარად შეგვიძლია მივუდგეთ.




image




„უკვე მერამდენედ მხვდება სიახლეთა ზოლში მარტოხელა მრავალშვილიანი დედების ისტორიები, რომლებსაც მატერიალური დახმარება ესაჭიროებათ. ამ ისტორიებში სახელებია სხვადასხვა, მაგრამ აზრი ერთია: 3-5 შვილი, ქმარი გაექცა, სამსახურში არ იღებენ, იმიტომ, რომ ბავშვები ჰყავს. ასე რომ, დამეხმარეთ კეთილო ხალხო!






წავიკითხე ეს თუ არა, დავიწყე ლანძღვა ქალის სიბრიყვეზე და სინაგლეზე. გვერდით მდგარმა ნაცნობებმა, მაშინვე მომახალეს, რომ მე ვარ - უხეში, რომ მე, როგორც ქალმა უნდა გავუგო საცოდავ ქალს, კაცები კი - ვირები არიან.






შემეშვით! არა რაა, რატომ უნდა შემეცოდოს და მატერიალურად დავეხმარო ბრიყვ დედაკაცს, რომელმაც გამრავლება ისწავლა, ხოლო ფიქრი და ფულის გამომუშავება საკუთარი შვილებისთვის, ვერ უსწავლია? აიძულეს ამდენი შვილი გაეჩინა? ვერ ხვდებოდა, რამდენი ფული სჭირდება ამდენი ბავშვის შენახვას? უი, ხო, ქმარი ჰყავდა. ე.ი. გათხოვდა და გამრავლებაც შეიძლება შეუზღუდავი რაოდენობით იმიტომ, რომ ქმარმა უნდა არჩინოს შვილები?






ქმარს ვინმემ ჰკითხა, უნდა თუ არა ამდენი შვილი? შეძლებს თუ არა ამდენის რჩენას? ცოლმა არ იცის მისი მეუღლე რამდენს გამოიმუშავებს და ეყოფა თუ არა ეს ყველას? დავუშვათ, შემთხვევით დაფეხმძიმდა. ხდება, არ გეგმავდნენ, მაგრამ დაჯდე და ქმართან ერთად იმსჯელო შემდეგ ნამატზე, ასე რთულია? აბორტის წინააღმდეგი ხართ, იმიტომ რომ შვილები ღმერთმა მოგცათ? მაშ, რატომ უნდა გამოკვებოს თქვენი შვილები ვიღაც სხვამ და არა თქვენ და ღმერთმა? ქმარი ისეთი ცუდია, რომ გაიქცა? თქვენ ხომ ყველაფერი მის გარეშე დაგეგმეთ.






საინტერესოა, ბევრი დედა წინასწარ არ ითვალისწინებს სხვადასხვა მიზეზების გამო მეუღლის დაკარგვის ვარიანტს? ყოველთვის ხომ არსებობს ბავშვებით მარტო დარჩენის ალბათობა? რის გაკეთებას აპირებთ მაშინ?






ჩასახვაში ქმარიც მონაწილეობდა და ვალდებულია დაგეხმაროს? თუ თქვენ წინასწარ არ შეთანხმებულხართ გსურთ თუ არა ბევრი შვილი, ან ქმარია პრეზერვატივების წინააღმდეგი, გააკონტროლეთ თქვენი ორგანიზმი თავად _ არსებობს აბები, სპირალი. მაგრამ, როგორც ჩანს თქვენთვის უბრალოდ მოხერხებულია იყოთ გათხოვილი და ამის ფონზე მრავლდებოდეთ, ბავშვების უზრუნველყოფა კი სხვამ ითაოს, ოღონდ თქვენ არა.





image



გონივრულად გამრავლდით და ნუ შეგვაღონეთ დახმარების თხოვნებით! საკუთარ შვილებს მოაკლონ თქვენი სიბრიყვის გამო, არავინ მოისურვებს.“






ოგორია თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.





იხილეთ ასევე:

1. გარდაცვლილი ახლობლის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, მისი ნივთები– დავიტოვოთ, შევინახოთ თუ მივცეთ: უცხოს თუ ნათესავს?

image


2. სკოლაში ბიჭმა 15 წლის გოგონა დაამცირა, ბიუსჰალტერი შეუხსნა. რა მოიმოქმედა გოგონას დედამ...

image

3. აი, რას აკეთებს დაბერებული არწივი. სიკვდილი თუ სიცოცხლე. ბუნების გაკვეთილი ადამიანებისთვის!

image




11
239
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
239
  
2018, 20 თებერვალი, 22:32
მეც მაგ აზრზე ვარ! ვეთანხმები ამ ქალბატონს! რო ყრით ბაჭიებივით ამ შვილებს და მერე სიღარიბეში ზრდით და საწყალს ყველაფერი აკლია ესაა კაი დედობა?ის შვილი რო მდიდარს შეხედავს და ნეტა იმის შვილი ვყოფილიყავიო და სხვა დედას ინატრებს?რო აჩენ ნორმალური ცხოვრებაც უნდა აჩუქო!თუ დახმარებების და მათხოვრობის იმედით აჩენთ?არც აბორტს ვეთანხმები,ეს მკვლელობაა,არის სხვა ხერხები,ყველაფერს ხო ვერ ვასწავლი!არაა გამართლებული ჩემი აზრით! დედობა კი არა საშინელებაა ბავშვს რომ რამე უნდა და აკლია...გთხოვს და ვერ ყიდულობ...ასე რომ იმდენი გააჩინეთ რამდენის რჩენის საშუალებაც გაქვთ! მე ჯერჯერობით ქირით ვარ და 1 არ მყავს იმიტო რო სხვის სახლებში არ ვაწოწიალო,ღმერთის წყალობით შევიქმნი ნორმალურ პირობებს და ბავშვიც მეყოლება! აი ესაა სწორი!!!!!!!!!!!!!
2018, 18 თებერვალი, 0:10
დიდი მნიშვნელობა აქვს ქალბატონო ლალი, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს 1 შვილი გყავთ.
მე ორი მყავს, მესამეც, რომ გაგვეჩინა მე და ჩემს მეუღლეს მაშინ იქნებოდა პროგრესი. ახლა რეგრესია ქვეყანაში ამ მხრივ.
2018, 17 თებერვალი, 22:11
მე რამდენი მყავს, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. რაც დავწერე, მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია. საქართველო კი უკვე ნულოვანი პოპულაციის ქვეყნებს შორის არის, ისე, როგორც ევროპის ბევრი ქვეყანა.
2018, 17 თებერვალი, 20:33
უკაცრავად, ცოტა უტაქტო კითხვაა და თქვენ რამდენი გყავთ შვილი?
2018, 17 თებერვალი, 20:02
მე არ ვეთანხმები არც იმ ქალბატონს და არც მათ, ვინც მას ეთანხმება. თუ ქალს ბავშვის გაჩენის სურვილი აქვს და ჯანმრთელობა ხელს უწყობს, უნდა გააჩინოს. ქვეყნები სადაც შობადობა კონტროლდება და აქცენტი აღზრდეი ხარისხზე არის გაკეთებული, დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ტოლია, ანუ მოსახლეობა არ იზრდება და მისი დაბერება ხდება. შედეგად, ასეთი ქვეყანა მუშა ხელის ნაკლებობას განიცდი და თანდათანობით ემიგრანტებით ივსება. მოკლედ, ის, რაც მონღოლებმა, არაბებმა, ყიზილბაშებმა და ა. შ. ვერ შეძლეს, დაბალი შობადობა გააკეთებს.
და კიდევ, მაგ., მელ გიფსონი მე-11 ბავშვი იყო ოჯახში და ის რომ არ დაბადებულიყო, მხოლოდ ოჯახს კი არა, მსოფლიოს დააკლდებოდა :)
2018, 17 თებერვალი, 19:23
სტატიაში რუსეთში მომხდარ დაპირისპირებაზე არის საუბარი და უნდა აღინიშნოს, რომ იქ ისევ ძველი კანონი არის შობადობასთან დაკავშირებით და მრავალშვილიან დედებს ე. წ. ,,დედის კაპიტალი" ეძლევათ, თითოეულ
არასრულწლოვან შვილზე, ეს თანხა 100 დოლარის ეკვივალენტია თვეში. ასე, რომ, მრავალშვილიან დედას არ უნდა უჭირდეს. მითუმეტეს, იმ ფონზე, რომ მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებისთვის განათლება და სკოლაში 2-ჯერადი კვება უფასოა.
სავარაუდოდ, ეს ადამიანები, მათხოვრობით, დამატებითი სახსრების მიზიდვას ცდილობენ. ან შეიძლება უბრალოდ მათხოვარია და შვილები საერთოდ არა ჰყავს.
2018, 17 თებერვალი, 14:44
100%-იანი სიმართლე.
2018, 17 თებერვალი, 12:27
100%-ით ვეთანხმები. გმირი ის დედაა, ვინც სწორად აღზრდის შვილს და არა ვინც გოჭივით დაყრის.
2018, 17 თებერვალი, 12:04
ჰოოდა ის " საშინელი ამაზრზენი ქვეყანა რომ დაინგრა რა"...და ახლა რომ "უფრო უკეთესი ააშენეს"..აი იმ "საშინელ ამაზზრზენ ქვეყანაში" მაგისთანა დედებს სახელმწიფო ყველაფრით ხელს უწყობდა, ფულადით დაწყებული და სოციალურით დამთავრებული,თან პიარსაც უკეთებდა "გმირ დედებს" უწოდებდნენ
2018, 17 თებერვალი, 0:11
რატომღაც....მეც მაგ აზრზე ვარ...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10