x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134046
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ გავწმინდოთ კერამიკული ფილები მარტივად და დავიცვათ ჭუჭყისგან ხანგრძლივად

კერამიკული ფილები (კაფელი, მეთლახი) დღეს ყველა სამზარეულოშია. მან არა მარტო იმიტომ გაუძლო დროს, რომ მისი არსებობა სამზარეულოს მოწესრიგებულობის იერს მატებს, არამედ იმიტომაც, რომ მისი ზედაპირიდან ნებისმიერი ლაქის მოცილება შეიძლება.


image


მოცილებით კი მოაცილებთ, მაგრამ მთავარი ის არის, თუ როგორ შეძლებთ ამის გაკეთებას. ყველას, ვისაც ამ საქმესთან შეხება ჰქონია, კარგად იცის, თუ როგორი რთულია ფილებიდან ცხიმის ჩამჯდარი წვეთების მოცილება — ეს უამრავ დროს და ძალას ართმევს ადამიანს.

ქვემოთ კერამიკული ფილების გასუფთავების რამდენიმე რჩევას გთავაზობთ, რომელიც ამ საქმის უფრო მარტივად შესრულებაში დაგეხმარებათ და სამზარეულოს კედელს მხოლოდ მოვლილის იერს კი არა, გლუვ სიპრიალესაც მიანიჭებს:

image

image4 ლ. წყალში გახსენით 4 ს. კ. ბორაკი (ფხვნილის შეძენა აფთიაქში და აგრარულ მაღაზიებში შეიძლება. მასთან მუშაობისას, გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები, რადგან კანს აღიზიანებს), 100 მლ. ძმარი და 100 მლ. ნიშადურის სპირტი. დაასველეთ ხსნარით ფილა და მსუბუქად გაწმინდეთ კერამიკული კედელი. ეს საშუალება ნებისმიერ ჭუჭყს აცილებს მას და არ ტოვებს წმენდის კვალს.

imageimage0, 5 წყალში გახსენით 3 ს. კ. სოდა. ხსნარში დაასველეთ ღრუბელი და გაწმინდეთ ფილები. ხოლო, ფილებს შორის ღარების გაწმენდა, იგივე ხსნარით და ძველი კბილის ჯაგრისით შეიძლება.

imageimageლიმონის ნაჭერი გადაუსვით ცხიმიან ლაქას და 15 წუთის შემდეგ, უკვე დარბილებული ლაქის მოცილება, ღრუმლის გადასმით, მარტივად შეიძლება.

imageimageცხიმის განსაკუთრებით რთული ლაქების მოცილება სოდით და ძმრით არის შესაძლებელი: სოდას იმდენი წყალი შეურიეთ, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ. დაიტანეთ ეს ნაზავი ცხიმის ლაქაზე და პულვილიზატორით მიასხურეთ ძმარი. მას შემდეგ, რაც სოდასა და ძმარს შორის რეაქცია მოხდება, ზედაპირი რბილი ქსოვილით გადაწმინდეთ. ძმარი მხოლოდ ცხიმს კი არ აცილებს კერამიკულ ზედაპირს, არამედ კარგადაც აპრიალებს.

imageimageთუ ფილებს შორის ღარები ხშირად ჭუჭყიანდება, ამ პრობლემის მოგვარება მარტივი ხრიკით შეგიძლიათ: გაწმინდეთ ზემოთ მოცემული რომელიმე საშუალების გამოყენებით ფილებს შორის ღარები, კარგად რომ გაშრება, ჩვეულებრივი პარაფინის თეთრი სანთელი გადაუსვით.

imageimageშეგიძლიათ მაღაზიაში ნებისმიერი საწმენდი საშუალება შეიძინოთ. მაგრამ, მისი გამოყენების წინ, კერამიკული ფილები ჩვეულებრივი საპნის ხსნარით გაწმინდეთ.

image

P. S. ეს რჩევები, პირველი და ბოლო რჩევის გარდა, შეგიძლიათ აირღულეის ცხიმიანი ლაქების მოსაცილებლადაც გამოიყენოთ.

imageimage


imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image7 ხრიკი და 60 წუთი სააბაზანო ოთახის იდეალური სისუფთავისთვის

20 ხრიკი სახლის სწრაფად და ხარისხიანად დალაგებისთვის


0
4590
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4590
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0