x
მე კონცეფცია და მისი წყაროები

მე კოცეფცია
მე კონცეფცია ესაა თქვენი წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების, უნარების, შესაძლებლობების, მისწრაფებების შესახებ.

მე-კონცეპცია სულ მცირე ოთხი წყაროდან იქმნება:

(1)სხვების წარმოდგენა თქვენს შესახებ

(2) სოციალური შედარებები;

(3) კულტურის სწავლებები;

(4) თქვენი დაკვირვებები, ინტერპრეტაციები და შეფასებები.

სხვების წარმოდგენები- საკუთარი თვის შესახებ ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი გზა არის სწორედ სხვების წარმოდგენები. ჩარლზ ჰორტონ კულის (1922) მე-ს სარკის ცნების თანახმად, როდესაც გინდათ გაიგოთ მაგალითად, რამდენად მეგობრული ან რამდენად ასერტიული ხართ, თქვენს შესახებ სხვების წარმოდგენას უყურებთ, რომელსაც ისინი თქვენდამი მოპყრობაში და თქვენს მიმართ რეაქციებში გაჩვენებენ. ამ დროს მნიშნველოვან ადამიანებს უფრო მეტი გავლენა აქვთ, მაგალითად ბავშვობაში მშობლებს. თუ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს თქვენზე დადებითი წარმოდგენები აქვთ, თქვენც საკუთარ თავს უფრო მეტად დადებითად ხედავ, ხოლო თუ მათ უარყოფით წარმოდგენები აქვთ თქვენ საკუთარ თავს უარყოფითად აღიქვამთ.

სოციალური შედარებები: მე-კონცეპციის განვითარების კიდევ ერთი საშუალებაა საკუთარი თავის სხვებთან შედარება. როდესაც გინდა გაიგო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ თუ ვინ ხარ და რამდენად კომპეტენტური ხარ კონკრეტულ საქმეში, საკუთარ თავს, მიღწევებს თანატოლების მიღწევებს შეადარებ. მაგალითად, გამოცდის შემდეგ ალბათ გინდა გაიგო სხვა თანაკლასელებთან. თუ გინდა საკუთარი თავის შესახებ ობიექტური ინფორმაცია მიიღო შენი შესაძლებლობების მსგავს ადამიანს შეედარები. მაგალითად, გამოცდის შემდეგ სკოლის მოსწავლეები თუ სტუდენტები ერთმანეთის ქულებით ინტერესდებიან, შედარების საფუძველზე კი განსაზღვრავენ საკუთარ მიღწევას.

თუ საკუთარ თავზე კარგი წარმოდგენა გინდა შეიქმნა, მაშინ შენი თავი შეიძლება მათ შეადარო ვინც იცი, რომ შენზე ნაკლებად ეფექტურია. თუ უფრო ზუსტი და ობიექტური შეფასება გინდა, შენს თავს თანატოლებს და შენს მსგავს ადამიანებს შეადარებ.

კულტურის სწავლებები: მშობლების, მასწავლებლების და მედიის მეშვეობით კულტურა მთელ რიგ შეხედულებებს, ღირებულებებს და დამოკიდებულებებს აყალიბებს შენში - წარმატების შესახებ (როგორ გესმის ის და როგორ უნდა მიაღწიო მას); პრინციპების შესახებ, რომლებიც უნდა დაიცვა საქმეში და პირად ცხოვრებაში. ამ ჩამოყალიბებული მოდგომების, პრინციპების საშუალებით შენ მომავალში განსაზღვრავ საკუთარ ქცევას და აფასებ მას, მაგალითად რაც შენი კულტურაში წარმატებად მიიჩნევა, ამგვარი მოქმედებების თუ ქცევების განხორციელება დადებით წარმოდგენას გიყალიბებს საკუთარ თავზე.

მე-ს შეფასებები: შენი ქცევის მიხედვით არამარტო სხვა ადამიანები გაფასებენ და იქმნიან წარმოდგენას შენს შესახებ, არამედ შენც აფასებ საკუთარ თავს. ასეთი ინტერპრეტაციები და შეფასებები მე-კონცეპციის ჩამოყალიბებაში გეხმარება. მაგალითად, დავიშვათ გჯერა, რომ ტყუილი ცუდია. თუ შენ ისეთ ქცევას ახორციელებ, რომელიც შენი რწმენების შეუსაბამოა, საკუთარ ქცევაზე უარყოფითი რეაქცია გექნება. ამ დროს შეიძლება მაგალითად დანაშაულის განცდა გაგიჩნდეს. ამის საპირისპიროდ, ისეთი ქცევების დროს რომელიც შენი რწმენების შესაბამისია, ამ ქცევების მიმართ დადებითი განცდები გექნება და შესაბამისად, საკუთარი თავის მიმართაც.

როგორც ხედავთ, მე კონცეფცი ესაა წარმოდგენები, ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ, რომელსაც კულტურის სწავლებებით, სოციალური შედარებებით, საკუთარ თავზე წარმოდგენებით, სხვების წარმოდგენებით იყალიბებ.

0
36
შეფასება არ არის
ავტორი:ბოჭორიშვილი ნინო
ბოჭორიშვილი ნინო
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0