x
კაპგრას სინდრომი
კაპგრას სინდრომი

ცრუ იდენტიფიკაციის ბოდვითი სინდრომების ჯგუფში ერთიანდება ისეთი ფსიქოპათოლოგიური ფენომენები, რომლის დროსაც ადამიანს აქვს რწმენა რომ მათთვის კარგად ნაცნობმა ადამიანებმა, საგნებმა, ობიექტებმა როგორღაც შეიცვალეს იდენტობა, ან ჩანაცვლდნენ მისი ორეულით.

ცრუ იდენტიფიკაციის ბოდვითი სინდრომების ჯგუფი აერთიანებს ისეთ მდგომარეობებს, როგორიცაა:

ფრეგოლის სინდრომი: ადამიანის მიერ ხვადასხვა უცხო ადამიანები მათ შორის აღმოჩენილი მსგავსების გამო აღიქმება როგორც ერთი ადამიანი, რომელსაც აქვს გარეგნობა შეცვლილი.


ინტერმეტამრფოზის სინდრომი: ადამიანები გარემოში იცვლიან იდენტობებს.

საკუთარი ორეულის სინდრომი: ადამიანს აქვს რწმენა, რომ გარემოში არსებობენ საგნების, ადამიანების ორეულები. მათ შორის საკუთრი თავის. სწორეს ეს ორეული წარმართავს მის ცხოვრებას.

კაპგრას სინდრომი: ადამიანს აქვს რწმენა, რომ მისთვის კარგად ნაცნობი ადამიანები ან საგნები ჩანაცვლებულნი არიან გარეგნულად მისი მსგავს თუ სხვა ადამიანებითა თუ ობიექტებით.

ამ ჯგუფში ასევე სხვა სინდრომებიც შედის. უფრო დეტალურად სწორედ კაპგრას სინდრომს განვიხილავ.

კაპგრას სინდრომის დროს ადამიანს აქვს ირაციონალური რწმენა, რომ მისთვის კარგად ნაცნობი ადამიანები ან ობიექტები არიან შეცვლილები ორეულებით რომლებიც გარეგნულად არ განსხვავდებიან, თუმცა არიან ბოროტმოქმედები ან საშიშები. ამ დროს ხდება განცდის ობიექტის ჰიპოიდენტიფიკაცია- ნაცნობი ადამიანის ამოცნობის უნარის დაქვეითება. ახლობელი ადამიანი აღიქმება როგორც ვიღაც უცხო. ამ დროს პიროვნების გარეგნული სახე არ იცვლება, იცვლება მხოლოდ მისი ფსიქიკური არსი.

კაპგრას სინდრომი პირველად აღწერა ფრანგმა ფსიქიატრმა ჯოზეფ კაპგრამ 1923 წელს. ეს მდგომარეობა საკმაოდ იშვიათია, უფრო მეტად ქალებშია გავრცელებული.

კაპგრას სინდრომი ხასიათდება შემდგები სიმპტომებით:

  • ირაციონალური რწმენა
  • შიშის და შფოთვის განცდა
  • აგრესია
  • ეჭვი და უნდობლობა საყვარელი ადამიანების მიმართ
  • „ჩანაცვლებული“ ადამიანების ძიება
  • კაპგრას სინდრომის ზუსტი მიზეზი არაა ცნობილი, თუმცა სახვადასხვა ვარაუდები გამოითქმის ამასთან დაკავშირებით. ახსნის ერთ-ერთი გავრცელებული მიდგომა ყურადღებას ამახვილებს კავშირის დარღვევაზე თავის ტვინის იმ უბნებს შორის, რომელიც ერთის მხრივ პასუხისმგებელია ვიზუალურ ცნობაზე, მეორეს მხრივ მასთან დაკავშირებული ემოციების წარმოქმნაზე. შესაბამისად, როცა ხდება ვიზუალური ინფორმაციის მიღება, ანუ სახის ცნობა, ამას თან არ სდევს ამ ადამიანთან დაკავშირებული ემოციები. რის გამოც კაპგრას სინდრომის მქონე ადმიანს უჩნდება გაუცხოების განცდა. მას ეჭვი ეპარება რომ ეს მისთვის საყვარელი ადამიანია.

    კაპგრას სინდრომი ერთი შეხედვით გავს პროსოპაგნოზიას. ეს არის ამნეზიის ყველაზე იშვიათი შემთხვევა, რომლის დროსაც ადამიანს უყალიბდება სახეების გარჩევისადმი სრული უუნარობა, თუმცა ამ დროს ობიექტების სხვა საგნების ცნობა არაა დარღვეული.

    კაპგრას სინდრომის მკურნალობის ეფექტური გზა არაა შემუშავებული. ხშირად გამოიყენება მედიკამენტოზური მკურნალობა. ასევე შეიძლება გამოიყენებოდეს ფსიქოლოგიური დახმარებაც თანმდევი შფოთვის, შიშისა და სხვა სიპტომების შესამსუბუქებლად.

    0
    172
    შეფასება არ არის
    ავტორი:ბოჭორიშვილი ნინო
    ბოჭორიშვილი ნინო
    172
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0