x
მეტი
  • 23.09.2018
  • სტატია:80843
  • ვიდეო:333144
  • სურათი:438222
ადამიანები რომლებიც გამდიდრდნენ Youtube-ით!

image
როგორ ვიშოვოთ მილიონები Youtube-ის მეშვეობით



Youtube-მა 2005 წლის შემდეგ დღემდე საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი გზა გაიარა. ვებ გვერდზე პირველი ვიდეო – „Me at the zoo” – თითქმის თორმეტი წლის წინ აიტვირთა. დღესდღეობით კი ყოველთვიურად მომხმარებელი ექვსი მილიარდი საათის ოდენობის ვიდეოებს უყურებს.


ის, რომ სოციალურ ქსელში პოპულარობას, ადრე თუ გვიან, შემოსავალი მოაქვს, საიდუმლო აღარ არის. Youtube- ის მომხმარებელს ასობით, ათასობით და მილიონობით ნახვაც კი სჭირდება იმისათვის, რომ სერიოზული თანხა გამოიმუშავოს. თუმცა, გარდა ნახვებისა, კიდევ ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი.


გამომწერთა და მნახველთა რაოდენობა და ვიდეოს ხანგრძლივობა ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებიც მომხმარებლის „ანაზღაურებას“ განსაზღვრავს. ანალიტიკური ვებ გვერდი Social Blade აწარმოებს youtube არხის მონიტორინგს და ნახვებისა და გამოწერების გათვალისწინებით აფასებს, მომხმარებელმა წელიწადში მინიმუმ რამდენი უნდა გამოიმუშაოს.


წარმოგიდგენთ youtube მომხმარებელთა ტოპ ხუთეულს, რომლებმაც შეძლეს საკუთარი ვიდეოების მეშვეობით საკმაოდ დიდი თანხების გამოემუშავება:


  • Adam Dahlberg

არხის სახელწოდება: Sky Does Minecraft

გამომწერთა რაოდენობა: 12, 061, 356

ნახვების რაოდენობა: 2, 533, 634, 071

საშუალო წლიური გამომუშავება: $161 700 – $2 600 000


ადამმა პოპულარობა ვიდეოთამაშ minecraft–ის პაროდიების შექმნით მოიპოვა, სადაც იგი თავად მღერის თამაშის შესახებ. მაგალითად, ქვემოთ მოცემულმა ვიდეომ ამ დრომდე 73 მილიონ ნახვაზე მეტი დააგროვა:




  • Benny and Rafi Fine

არხის სახელწოდება: TheFineBros

გამომწერთა რაოდენობა: 14, 530, 082

ნახვების რაოდენობა: 2, 633, 199, 617

საშუალო წლიური გამომუშავება: $299 700 - $4 800 000


TheFineBros ამ სფეროში პიონერებად ითვლებიან, რადგან ისინი ვიდეოების ჩაწერით ოთმოცდაათიანი წლებიდან არიან გატაცებულნი. დუეტი ვირუსულად მას შემდეგ გავრცელდა, რაც მათ სხვადასხვა სიტუაციებში აღმოჩენილი ადამინების რეაქციის ვიდეოფირზე აღბეჭდვა დაიწყეს.




  • Samuel de Luque

არხის სახელწოდება: VEGETTA777

გამომწერთა რაოდენობა: 16, 235, 586

ნახვების რაოდენობა: 2, 124, 373, 067

საშუალო წლიური გამომუშავება: $496 000 - $7 900 000


სემუელი თამაშის პერსონაჟია, რომელიც ისეთი თამაშის ვიდეოებს, როგორებიცაა: Uncharted 3​, Minecraft, GTA V და Mario Kart 8 ესპანურ ენაზე წერს. ვიდეოების მეშვეობით მან მოახერხა ესპანურ სათამაშო ბაზარზე შესვლა და დიდი წარმატების მოპოვება. Youtube–ის ესპანელი მომხმარებელი წარმატების შემდეგ საცხოვრებლად Los Angeles–ში გადავიდა.






  • Ian Hecox and Anthony Padilla

არხ(ებ)ის სახელწოდება: Smosh / IanH / ElSmosh / SmoshGames / Anthony Padilla / Shut Up! Cartoons

გამომწერთა რაოდენობა: 34 200 000+​

ნახვების რაოდენობა: 6 750 000 000+

საშუალო წლიური გამომუშავება: $10 000 000

არხის ძირითადი თემატიკა ვიდეოთამაშები და მულტფილმებია. მათი ყველა დროის ყველაზე ყურებადი ვიდეო „Beef 'n go“ 100 000 000 მილიონ ნახვას აღწევს.




  • Felix Arvid Ulf Kjellberg

არხის სახელწოდება: PewDiePie

გამომწერთა რაოდენობა: 49, 742, 445

ნახვების რაოდენობა: 8 000 000+

საშუალო წლიური გამომუშავება: $1 100 000 - $18 200 000



Youtube-ის უდიდესი ვარსკვლავი, რომელმაც 26 წლის ასაკში ვიდეოების ატვირთვით მილიონები იშოვა. ინტერნეტ მომხმარებლებს ან ძალიან უყვართ ის, ან ვერ იტანენ, რადგან მისი ვიდეოები საკმაოდ უცნაური და ზოგჯერ აუტანელი ხასიათისაც კი არის.

თუ გსურთ გამოიმუშავოთ თანხები იუთუბით, თქვენი არხი უნდა დაუკავშიროთ Youtube Network-ს. იხილეთ წინა პოსტი ამ თემაზე უფრო ვრცლად: როგორ გამოვიმუშაოთ ფული YouTube-ზე


0
14
შეფასება არ არის
ავტორი:ნიკოლოზ მექსიშვილი
ნიკოლოზ მექსიშვილი
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0