x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ABA თერაპია  - რატომაა ყველაზე ეფექტური ?

image

ABA‑თერაპია ინტენსიური სწავლების პროგრამაა, რომელიც აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვებისათვის წარმოადგენს ყველაზე ეფექტური მიდგომას. ABA თერაპია ეს არის ტექნიკებისა და დებულებების ( პრინციპების) ერთობლიობა, რომელიც იწვევს დადებით აზრობრივ ცვლილებას ქცევაში. იგი შეისწავლის გარემო ფაქტორების გავლენას ქცევაზე და ცდილობს ამ ფაქტორებით მანიპულირების ხარჯზე ქცევის შეცვლას ან ახლით ჩანაცვლებას. ABA თერაპია, პირველად გამოყენებული იქნა კალიფორნიის უნივერსიტეტში, 1963 წელს, ივარ ლოვასომის მიერ აუტისტური ფორმის მქონე ბავშვებთან.

ABA თერაპიას გააჩნია უპირატესობა სხვა სახის თერაპიასთან შედარებით . ის მიმართულია იმ უნარების დასწავლაზე, რის ნაკლებობასაც აუტიზმის მქონე ბავშვები განიცდიან. ყველაზე მწვავედ აუტიზმის მქონე ბავშვები განიცდიან სირთულეს კომუნიკაციის პროცესში . აუტიზმის მქონე ბავშვები არ საუბრობენ ან არ იყენებენ მეტყველებას კომუნიკაციის დამყარების მიზნით, რაც აფერხებს მათ ურთიერთობას გარშემომყოფებთან.

ABA თერაპია გულისხმობს ბავშვისთვის ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს პოზიტიური ქცევის განმტკიცებას და ჩააქრობს ნეგატიურს, დაეხმარება ბავშვს ვერბალური ანუ სამეტყველო ქცევის, კომუნიკაციისა და სოციალური ურთიერთობის ჩვევების გამომუშავებაში.


image

რაიმე ქცევის დასწავლისას ბავშვს ეძლევა დავალება, თუ იგი მას ვერ ასრულებს, მას აძლევენ მინიშნებას, ამის შემდეგ კი ყოველი სწორი პასუხის (ქმედების) დაჯილდოვება ხდება, ხოლო არასწორის იგნორირება.

სასურველი ქცევის მიღწევისათის იყენებენ მინიშნებებს და სტიმულებს, როგორც დადებითი სახის ასევე უარყოფითის.უნარი დასწავლილად ჩაითვლება მაშინ, როცა ბავშვი შეძლებს განახორციელოს ეს ქმედება შეცდომების გარეშე სიტუაციების 80 %-ში, იმის და მიუხედავად როგორ ატმოსფეროშია და ვის მიერაა დავალება მიცემული.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში ამ მეთოდიკით ბავშვი შეზღუდულია, მისი თავისუფლება და ინიციატივა უფროსების არჩევანზეა დამოკიდებული.მშობლები იღებენ გადაწყვეტილებას თუ რა არის სასურველი ქცევა და რა აქტივობის დასწავლა არის უპირატესი მათი შვილისათვის.

საბოლოო მიზანი ABA თერაპისაა - მისცეს ბავშს საშუალება შეიცნოს სამყარო და დამოუკიდებლად ორიენტირდეს მასში .


0
161
შეფასება არ არის
ავტორი:მ.გორგაძე
მ.გორგაძე
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0