x
არავერბალური მანიშნებლების როლი ეფექტურ კომუნიკაციაში

არავერბალური კომუნიკაცია

არავერბალურ მანიშლებლებს შეიძლება მრავალი განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდეს და ამ ყველაფრის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად. არავერბალური კომუნიკაციის ყველაზე აშკარა ფორმებია სხეულის ენა და ჟესტები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გარეგნობა, შეხება, ხმის ტემბრი, ტონი და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლები, რომლებიც ადამიანთან ურთიერთობისას დიდ როლს ასრულებს.

არავერბალური კომუნიკაცია არის ყველაფერი ის, რაც გამოიყენება რაიმე შეტყობინების გადასაცემად ერთი ადამიანისგან მეორესთვის სიტყვების გამოყენების გარეშე.

მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ფაქტს, რომ კულტურული ნორმები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს არავერბალურ კომუნიკაციას. პიროვნული სივრცე, თვალებით კონტაქტი და შეხება არის მხოლოდ რამდენიმე არავერბალური „იარაღი“, რაც განსხვავებულ რამეს ნიშნავს სხვადასხვა კულტურებში. მაგალითად, აშშ–ში ასაკით ან თანამდებობით მაღლა მდგომ ადამიანთან რაც შეიძლება მეტი თვალებით კონტაქტის შენარჩუნება თავაზიანობად ითვლება, თუმცა მრავალ აზიურ კულტურაში ეს შეიძლება უპატივცემულობად ჩათვალონ. (ამ შემთხვევაში ვისაუბრებთ იმ ქცევებზე, რომლებიც მისაღბად ითვლება დასავლურ ქვეყნებში).

ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული ფრაზა არავერბალურ კომუნიკაციაზე საუბრისას არის „სხეულის ენა“. სხეულის ენა მოიცავს ჟესტებს, მოძრაობას და პოზასაც კი და ეს ყველაფერი გამოიყენება იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რას გულსიხმობს კომუნიკატორი. თუმცა ზოგჯერ სხეულის ენა არ შეესაბამება ადამიანის მიერ წარმოთქმული სიტყვების შინაარსს და სწორედ ამიტომ იმის ცოდნა, თუ როგორ გავიგოთ არავერბალური ქცევა მნიშვნელოვნად დაგვეხმარება იმის ცოდნაში, თუ რას გულისხმობს სხვა ადამიანი და რა სურს მას.

  • ვალებით კონტაქტი არავერბალური კომუნიკაციის მნიშვნელოვანი კომპონენტია. როგორც წესი, ადამიანები უფრო მეტად ჩართულები არიან თვალებით კონტაქტში, თუ ისინი დაინტერესებული არიან მოსაუბრის მიერ გადმოცემული ამბით. თუმცა ზედმეტი თვალებით კონტაქტი გამოხატავს მსმენელის აგრესიულობას და უნდობლობას. ხოლო თვალებით კონტაქტის ნაკლებობა ნიშნავს, რომ მსმენელი არ არის დაინტერესებული ან მოსაუბრის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი.

  • როდესაც ადამიანი მოსაუბრეს პირაპირ უყურებს, თუმცა მისი თვალები არ არის ფოკუსირებული მოსაუბრის თვალებზე, შეიძლება აღნიშნავდეს, რომ ის მოწყენილია და არ არის დაინტერესებული. ამას შეიძლება თან ახლდეს გვერდით გადახრილი თავი და თითების ხშირი მოძრაობა.

  • მკერდზე გადაჯვარედინებული ხელების პოზა გულისხმობს, რომ ადამიანი რაღაცას მალავს ან საკუთარ თავს რაღაცისგან იცავს. რასაკვირველია, ეს სიტუაციაზეა დამოკიდებული. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ მოსაუბრეები ერთმანეთთან თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ, გადაჯვარედინებული მკლავები შეიძლება აღნიშნავდეს, რომ ისინი ნათქვამს სიღრმისეულად იაზრებენ.

  • სხვადასხვა ადამიანის შემთხვევაში პირადი სივრცე განსხვავებულია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამას სოციალური ან კულტურული ნორმები განაპირობებს. მაგალითად, აშშ–ში პირადი სივრცის ნორმად ითვლება გაშვერილი მკლავის სიგრძე ორ ადამინს შორის. თუმცა თუ ადამიანი აქტიურად არის ჩართული საუბარში, მოსალოდნელია, რომ ის გადაიხრება მოსაუბრისკენ ან შეეხება მას და შესაბამისად, ამ დროს მცირდება პირადი სივრცე.

  • სახის გამომეტყველება ძალიან ბევრ ინფორმაციას გადასცემს იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ზოგეჯრ შეგვიძლია ჩვენი სახის გამომეტყველება გავაკონტროლოთ გარკვეული ხარისხით, ხშირ შემთხვევაში სახის გამოემტყველება ბუნებრივად გვეცვლება.

გარდა სხეულის ენისა, სხვა ადამიანების შესახებ ინფორმაციას ვიღებთ ისეთი ფიზიკური მახასიათებლებით, როგორებიცაა ჩაცმულობა, თმის ვარცხნილობა, სახლის ინტერიერი და ა.შ. მაგალითად, განვიხოლოთ სამხედრო ოფიცრები. მათი ფორმა ბევრ რამეს გვეუბნება მათ შესახებ – რომელ დანაყოფს მიეკუთვნებიან, მათ რანგსა და პოზიციას... და უბრალოდ იმის ცოდნაც კი, რომ ეს ადამიანი სამხედროებს მიეკუთვნება, გვაძლევს გარკვეულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ აზროვნებს ის და ურთიერთობს სხვებთან. ამ ფორმის მსგავსად, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებობს მრავალი რამ, რასაც სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და ეს ასევე, არავებალური კომუნიკაციის საკითხია.

რატომ არის არავერბალური კომუნიკაცია ეფექტური?

7 ემოცია

როგორც უკვე აღვნიშნეთ, არავერბალური მანიშნებლები იცვლება კულტურების მიხედვით. მეორე მხრივ, კვლევები ადასტურებს, რომ არსებობს 6 სახის ემოციური გამომეტყველება, რომელიც უნივერსალურია ყველა კულტურისთვის. ესენია: ბრაზი, ზიზღი, შიში, ბედნიერება, მწუხარება და გაოცება (ახალი კვლევების მიხედვით ამ სიას ემატება მე–7 – სიძულვილი).

სწორედ ამიტომ, სახის გამომეტყველება ინფორმაციის გადაცემის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვენლოვანი წყაროა და კვლევები ადატურებს, რომ ჩვენი კომუნიკაციის 80% არავერბალურია. შესაბამისად, ჩვენ სიტყვებით ბევრად უფრო ნაკლებ ინფორმაციას გადავცემთ. არავერბალური კომუნკაცია გვეხამრება, რომ გავიგოთ რას გულისხმობს ადამიანი მართლა და გამოვააშკარავოთ ის ტყუილში. ტყუილი ადვილად მჟღვნდება მაშინ, როდესაც არავერბალურ და ვერბალურ ქცევას შორის შეუსაბამობაა. მაგალითად, თუ ადამიანი ცდილობს თქვენს დარწმუნებას რამეში, თუმცა ამავდროულად ის გაურბის თვალებით კონტაქტს, ეს იმის ნიშანია, რომ ის რაღაცას მალავს.

სხეულის ენა ასევე შეიძლება დაგვეხმაროს სხვების შეხედულებების გაეგებაში და იმაში, რომ მათ თავი კომფორტულად ვაგრძნობინოთ. ერთ–ერთი ასეთი მეთოდია „სარკის ეფექტი“. ეს გულისხმობს სხვების ჟესტების, სხეულის ენისა და საუბრის მანერის გამეორებასაც კი, რაც დაძაბულ სიტუაციებში მოსაუბრეს თავს კომფორტულად აგრძნობინებს, თუმცა საჭიროა, მსმენელი მიხვდეს, რომ ამით მას არ დავცინით.

არავერბალური მანიშნებლების წაკითხვა

არსებობს უამრავი არავერბალური მანიშნებელი, რომელთა ინტერპრეტაცია ხშირ შემთხვევაში ძალიან რთულია, თუმცა ზოგიერთი მათგანი ხშირად ერთსა და იმავეს გამოხატავს.

  • აგრესია: წარბების შეკვრა, ტუჩების ერთმანეთზე დაჭერა, მიშტერება, მუშტების შეკვრა, სახის აწითლება, პირად სივრცეში შემოჭრა, თითების ქნევა, მოულოდნელი მოძრაობა.

  • ყურადღება: მოსმენისას უძრავად გაჩერება, წინ გადახრა, თვალებზე დაკვირვება, ყურადღების გამფანტავ დისტრაქტორების იგნორირება, თავის ნელა დაქნევა, ნათქვამის პერიფრაზირება.

  • მობეზრება: აქეთ–იქით ცქერა, მთქნარება, თითების თამაში, საუბრისას სხვა რამის ძიება თავის გასართობად, საათის ხშირი შემოწმება.

  • მოტყუება: იძულებითი ღიმილი (ამ დროს თვალები არ იღიმება და მხოლოდ ტუჩების ფორმა იცვლება), ოფლიანობა, მოულოდნელი მოძრაობები, ცმუკვა, ცახცახი.

  • თავდაცვა: ფიზიკური ბარიერის შექმნა (მაგ., რაიმე ნივთის აფარება), დაძაბულობა, აქეთ–იქით ყურება, თითქოს ადამიანი გაქცევის გზას ეძებს.
  • მოდუნება: მშვიდი სუნთქვა, დაბალი ხმა, დაბლა დაწეული მხრები, ლაპარაკისას ხელების გამოყენება, ღიმილი.
0
121
1-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ლაღიძე
ნატო ლაღიძე
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0