x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508144
თავადმა მოსისხლე მტერი სასიკვდილოდ ვერ გაიმეტა, თუ რატომ სტატიაში იხილავთ

image თავად სოლომომ ჩიჩუას სამურზაყანოში ყველა იცნობდა, როგორც ვაჟკაც და გლეხებისადმი საკმაოდ ლმობიერ თავადს.
ამიტომაც გლეხებიც ცდილობდნენ არ ეწყენინებინათ თავადისათვის, რომლის სახლი მუდამ ღია იყო მთავრობის მიერ დევნილი ხალხით.
ერთ ქარიშხლიან ღამეს თავადის ულამაზეს მეუღლეს ტყუპი ბიჭი შეეძინა, ბავშვები მალევე ძიძებს ჩააბარეს მაშინდელი წესის თანახმად ბატონის შვილები გლეხის ოჯახებში იზრდებოდნენ და გარკვეული ასაკის მიღწევის მერე აბრუნებდნენ მშობლების სახლში.
ერთი ბიჭი კიუტებმა წაიყვანეს, ხოლო მეორე ზვამბაიებმა. როგორც წესი გამზრდელი ოჯახის უფროსი "მორდუდ" ანუ გამზრდელად ითვლებოდა და მას სხვა გლეხებისგან განსხვავებით მეტი პრივილეგიებიც ჰქონდა.
კიუტების გაზრდილი წიგნის მოყვარე გაიზარდა, როცა ზვამბაიების გაზრდილი მუდამ ცხენებზე ჯირითით იყო გართული და ოთხ ძიძიშვილთან ერთად მთელ დღეს ცხენებით ჯირითს ანდომებდა.
გავიდა დრო და დადგა ის დღეც, როცა ტყუპი ძმები, რომლებიც ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდა ერთდროულად მიიყვანეს თავადის სასახლეში.
კიუტების გაზრდილი ზრდილობიანად მიეახლა მშობლებს, ხოლო ზვამბაიების გაზრდილი ცხენდაცხენ მიიჭრა მამასთან და მხოლოდ მაშინ შეაჩერა ცხენი, როცა განრისხებულმა თავადმა ხელი მაღლა აწია უკმაყოფილების ნიშნად.
ბიჭი ცხენიდან გადმოხტა და დარდიმანდული სალამი მისცა მშობლებს.
ბატონს მაინც ჩაეღიმა ულვაშებში და ბრძანა ორივე "მორდუ" უხვად დაესაჩუქრებინათ.
ასეც მოიქცნენ მსახურები და მალე დატვირთული ორი ურემი გავიდა ბატონის სასახლის ეზოდან, ერთი ურემი კიუტების იყო, ხოლო მეორე ზვამბაიების.
გავიდა დრო და ხანი და კიუტების გაზრდილმა მამის ნებართვით სასახლის თანამედროვედ მოწყობას მიჰყო ხელი, ზვამბაიების გაზრდილი კი მთელ დღეს ცხენით ჯირითს, დამბაჩით სროლას და გლეხის გოგოების დაწიოკებით ერთობოდა.
კიუტების გაზრდილ ბიჭს აფხაზი თავადის გოგო მოეწონა საცოლედ, როცა ემხვარების ოჯახი სტუმრად ეწვია ჩიჩუების სასახლეს, ბიჭმა ეს ამბავი ძმას გაუმხილა, რომელმაც სასაცილოდ აიგდო, რად უნდა ამას ბევრი დრო, რომ წავლენ დავხვდეთ სადმე ვიწრო გასასვლელში და გოგო გავიტაცოთო!
ძმამ სასტიკი უარი განაცხადა ამგვარი ძალადობით ცოლის მოყვანაზე.
კიუტების მიერ გაზრდილი ბიჭის ხასიათის გამოცვლა და მუდმივი ჩაფიქრება დედამისს არ გამოპარვია და შვილს ჰკითხა მიზეზი, ბიჭმა ჯერ დაირცხვინა, მაგრამ მერე აუხსნა დედას მისი ხასიათის მიზეზი.
დედა მეუღლეს დაელაპარაკა და ემხვარების ოჯახში იმ დროისათვის ყველაზე ცნობილი შუამავალი გაგზავნეს.
არც თავადი ემხვარი აღმოჩნდა წინააღმდეგი და დათქვეს დღე გოგოს დანიშვნისათვის, დანიშვნის დღეს ზვამბაიების გაზრდილი ძმაც თან ახლდა სასიძოს, ცხენს მიათამაშებდა და რაღაცას ღიღინებდა.
ემხვარის სასახლეში მისვლისთანავე უზარმაზარი სუფრა გაიშალა და ემხვარის ქალიშვილი წესების სრული დაცვით დაინიშნა.
ქორწილის დღეც დაინიშნა და სუფრის მერე ემხვარის უზარმაზარ ეზოში ჯირითი და ნიშანში სროლა გაიმართა, ორივე შეჯიბრებაში ჩიჩუების შვილმა იმარჯვა, რომელიც ზვამბაიების მიერ იყო გაზრდილი.
გავიდა დრო და სულ 10 დღე იყო დარჩენილი ქორწილამდე, როცა გზაზე ცხენით მსახურთან ერთად მიმავალი კიუტის გაზრდილი ბიჭი დაყაჩაღების მიზნით რამდენიმე პირშებურვილმა კაცმა გააჩერა, მსახურმა წინააღმდეგობა სცადა და ადგილზევე მოკლეს, ხოლო ბატონიშვილს ლამის ყველაფერი გახადეს და ასე გატიტვლებული ფეხით გაუშვეს სასახლისაკენ.
სახლში მისულმა ახალგაზრდამ კი ვერ აიტანა ასეთი დამცირება და საკუთარ ოთახში შესვლისთანავე დამბაჩა დაიხალა.
ჩიჩუას სასახლეში დედის კივილმა შეძრა იქაურობა, პირგამეხებულ თავადს კი დანა პირს არ უხსნიდა. მალევე მოვარდნენ სასახლეში თავპირდასისხლიანებული ძიძა და "მორდუ", რომლებსაც თან დაღუპულის ძიძიშვილები ახლდნენ.
მხოროდ ტყუპისცალი არ ჩანდა არსად, მან ძიძიშვილებს მიაკითხა, ოთხივე ცხენებზე შესხა და სანამ წავიდოდა "მორდუს" ჰკითხა, რომელიც თავადაც ნააბრაგალი იყო თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ძმის მკვლელი, "მორდუმაც" აუხსნა იმ მონაკვეთში რაც თავი მახსოვს ჭანბა და მისი ხალხი აბრაგობსო.
ამის გაგება და სისხლის აღების მსურველმა ძმამ სწრაფად მოსხლიტა ადგილიდან ცხენი, მას ოთხივე ძიძიშვილიც უკან მიჰყვა კბილებამდე შეიარაღებული.
3 დღედაღამე უყარაულა იმ ადგილს სისხლის აღების მოსურნე ძმამ და როგორც კი დაინახა გზაზე ცხენებით მომავალი 4 პირშებურვილი ნაბდიანი მხედრები, ერთერთ ძიძიშვილს სთხოვა გზაზე გასულიყო. მგზავრის დანახვაზე ოთხივემ ცხენები ააჩქარა და ზვამბაიას შთამომავალს ზედ მიაყენა, ზვამბაიას შთამომავალმა ცხენიდანვე ესროლა ერთერთ აბრაგს და ცხენიდან ჩამოაგდო, სანამ სხვები გონს მოეგებოდნენ ბატონიშვილმა და მისმა ძიძიშვილებმა ყველა ძირს ჩამოყარეს, ბატონიშვილმა ბრძანა და ყველას სახეზე ყაბალახები მოაშორეს, როგორც აღმოჩნდა ოთხივე ოჩამჩირელი ჭანბას შვილები აღმოჩნდნენ.
ჩიჩუების მემკვიდრემ გლეხი მოაყვანინა ურმით და ოთხივე ძმა ზედ დაასვენეს,
ჩიჩუა და მისი ძიძიშვილები სასახლისაკენ გაემართნენ და როგორც კი შევიდნენ სასახლის ეზოში თავადი ჩიჩუაც ჩამოვიდა სასახლის კიბეებიდან იარაღში ჩამჯდარი. თავადი თავად დაკავშირებოდა ძმადნაფიც აბრაგებს და მკვლელების კვალზე აპირებდა გასვლას.
რომ დაინახა ოთხი მიცვალებული ურემზე შვილს ჰკითხა ვინაა ეს ხალხიო?
შვილმაც უპასუხა აბრაგი ჭანბებია ამათ გამო მოიკლა ჩემმა ძმამ თავიო.
ბატონმა ბრძანა და იმავე ურმით ჭანბას გაუგზავნეს მოკლული შვილების ცხედრები, გამძვინვარებულმა ჭანბამ ჯავრი უბრალო მეურმეზე იყარა და ადდგილზევე მოკლა უდანაშაულო კაცი, ურემზე დაადებინა მსახურებს და ხარები გზაზე გაუშვა. ხარებმა მიცვალებულიანი ურემი საკუთარ სახლს მიაყენეს, საბრალო გლეხის დაქვრივებულმა ცოლმა საშინელი მოთქმა დაიწყო, ჩიჩუამ მსახური გაგზავნა რა ხდება მიდი და გაიგეო!
როგორც კი გაიგო რეალობა, მუდამ ლმობიერი თავადი ისე განრისხდა ყველა თავს არიდებდა, ბრძანა ყველა მსახური შეეიარაღებინათ სასწრაფოდ, შვილიც იახლა და მისი ძიძიშვილებიც, არც კიუტები დარჩენილან განზე და ჭანბას სასახლეს მოლოდნელად დაეცნენ თავზე.
თუ ჭანბას ცოლს ჯერ კიდევ შერჩენოდა ძალა მოთქმით დაეტირა შვილები, ოთხი შვილის დამკარგავ მამას ხმაც დაკარგოდა და შურისძიების წყურვილიც.
თავადმა ჩიჩუამ შეხედა ჭანბას და შვილს, რომელიც თან ახლდა და ჭანბას დამბაჩას უმიზნებდა: უთხრა საკმარისად დაიღვარა სისხლი, ოჯახი შვილის გარეშე დარჩა და ამაზე დიდი სასჯელი ბუნებაში არ არსებობსო.
მოაბრუნა თავისი ხალხი და სულ ტყუილუბრალოდ მოკლული გლეხის დასაკრძალად საჭირო თადარიგის დაჭერის ბრძანება გასცა.
კიუტების გაზრდილი შვილის ნაცვლად კი ემხვარის თხოვნით დანიშნული გოგო ზვამბაიების გაზრდილს მიათხოვეს, გოგოს სახელი არ გაუტყდესო!

2
321
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
321
  
2018, 17 თებერვალი, 14:33
რეალური ისტორიაა, შევკვეცე საკმაოზე მეტად.
2018, 16 თებერვალი, 20:20
დამეწვა გული....
0 1 2