x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რას უწოდებენ ვენახის შეყელვას და როგორ ტარდება ეს საგაზაფხულო სამუშაო

image

ვენახში ჩასატარებელი საგაზაფხულო სამუშაოებიდან ცხადია უმთავრესი მისი გასხვლაა, რაზეც ჩვენ უკვე არაერთხელ გვქონია საუბარი. თუმცა, გაზაფხულზე ვენახში ჩასატარებელი სამუშაოები მხოლოდ გასხვლით არ შემოიფარგლება. აღსანიშნავია რომ, კარგი მევენახე სხვლის შემდეგ იწყებს ვენახის შეკეთებას, რაც დამპალი და მოძველებული ბოძებისა და სარების შეცვლაში გამოიხატება, ასევე მავთულის დაჭიმვაში, ღობის განახლებაში და ვენახის გასუფთავებაში.

გაზაფხულზე ვენახში ჩასატარებელი სამუშაოებიდან ასევე მნიშვნელოვანია "ვენახის შეყელვა". შეყელვა ეს არის ვენახის იმ რქების მავთულზე მიბმა, რომლებზეც შემდგომში ვაზმა მტევნები უნდა მოისხას. აღსანიშნავია რომ, მევენახეები ვაზის რქას უმეტესწილად სულ დაბლა, პირველივე გაჭიმულ მავთულზე აბამენ. ეს იმიტომ კეთდება, რომ ახლადამოყრილი ყლორტები გაიზარდოს და ზემოთ წამოვიდეს.

imageბევრი მევენახე ვაზის შეყელვის დროს რქის მისაბმელად წვრილ თოკებს იყენებს, თუმცა უფრო მეტად მიღებული და სწორია სიმინდის ფუჩეჩის გამოყენება, რადგან ფუჩეჩი ხმება, მოგვიანებით თავად ცილდება ვაზს და ვენახსაც არ ანაგვიანებს. სიმინდის ფუჩეჩს მევენახეები წინა დღით წყალში ალბობენ, შემდეგ მსხვილად ძაფავენ და მისაბმელად იყენებენ. არის შემთხვევები, როდესაც შესაყელად პლასტიკის სამაგრებსაც იყენებენ.

განაგრძეთ კითვა

0
75
შეფასება არ არის
ავტორი:Georgian News
Georgian News
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0