x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ უნდა დალიონ წითელი ღვინო მწეველებმა და ქალბატონებმა

image

ამერიკელი მეცნიერები მკერდის კიბოთი დაავადებულ ქალებს, რომლებიც ქიმიოთერაპიას გადიან, დღეში ორ ჭიქამდე წითელი მშრალი ღვინის მიღებას ურჩევენ. მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყოველდღიურად ერთი ჭიქა წითელი ღვინის დალევით, შესაძლებელია წინამდებარე ჯირკვლის კიბოს რისკის ორჯერ შემცირება. გარდა ამისა, წითელი ღვინო მწეველთათვის ფილტვების კიბოს პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალებაა.

ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რესვერატროლი და ასპირინი კიბოს უჯრედებს ჩანასახშივე ანადგურებს. ასევე, წითელი ღვინო კარგია კუჭის წყლულის დროს - მასში შემავალი მთრიმლავი ნივთიერებები ხელს უწყობს წყლულის სწრაფად შეხორცებას.

წითელი მშრალი ღვინის სწორად მოხმარებას შეუძლია სმენის დაკარგვის თავიდან აცილება.

წითელი ღვინო იცავს კბილის მინანქარს - მასში შემავალი პროანტოციანიდების შემცველობის გამო ბაქტერიები (მათ შორის, სტრეპტოკოკები) კბილზე ვერ ჩერდებიან. ამიტომ, წითელი ღვინის რეგულარულად მომხმარებლებს ნაკლებად ემართებათ კარიესი.

წითელი ღვინის მცირე რაოდენობით მიღება, ასევე, ამცირებს თირკმელებში ქვების წარმოქმნის რისკს - მას გააჩნია ტკბილი გაზიანი სასმელების საწინააღმდეგო ეფექტი, რომლებიც თირკმელებში ქვების დაგროვებას იწვევს.

განაგრძეთ კითხვა

0
139
1-ს მოსწონს
ავტორი:Georgian News
Georgian News
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0