x
ნეპოტიზმი ანუ ,,უმუშევრის ფიქრები“ ( ნაწილი I)

ნეპოტიზმი ანუ “უმიშევრის ფიქრები“ - ასეთი ასოციაცია ამ სიტყვებისა შეიძლება უცნაურადაც მოგეჩვებოთ - ეს ჩემი სუბიექტური რეალობაა, მით უმეტეს, რომ ყველა საკითხს აქვს თავისი სუბიექტური და ობიექტური გარემოებები. მაინც დავიწყებდი იმით, რომ ეს ის საკითხია “რომელიც გადახედვას საჭიროებს მთელი ქვეყნის მასშტაბით“.

ხშირად მომისმენია ფრაზაც “ნეპოტიზმი - იყო, არის და იქნება“, რატომ? - კითხვას არავინ პასუხობს, თუმცა პასუხი ცალსახაა.

რომ იტყვი “დღეს, გასაუბრება მაქვს“ - ოჰ, ეს ხომ ფორმალობაა გპასუხობს ქვეცნობიერი და აქ, მოტივაცია გეკარგება და მიდიხარ არც თუ ისე მოტივირებული გასაუბრებაზე - რაც პირველი შეცდომაა. შემდეგ შეაღებ კარს და დაგხვდება მომღიმარი სახეები და გაწაფული მზერა, დასვეს კითხვა და პასუხის გაცემისას ვაკონტროლებ “გამოსაცდელი კომისიის“ თითოეული წევრის ემოციას ვამჩნევ უკმაყოფილებას და უცებ ვფიქრობ “არასწორად ვთქვი“? ვაანალიზებ და ვხვდები “არა ზუსტად ვპასუხობ კითხვას“, მაგრამ გასაუბრებიდან გამოსული ვხვდები, ეს ერთგვარი მეთოდია საჯარო სამსახურის საკონკურსო კომისიების - დაგიტოვონ საკუთარ პასუხებზე უკმაყოფილების გრძნობა და აღარ შეედაო, მით უმეტეს სახლში დაბრუნებულს, რომ უკვე უარი გხვდება ელექტრონლ ფოსტაზე და ბოლო აბზაცზე მიწერილი აქვთ - “გასაჩივრების ვადა 2 დღე“.

ჩნდება კითხვა - თუ მოქალაქის ცოდნა აინტერესებთ, არსებობს გამოცდა წერილობითი ფორმით და თუ უნარ-ჩვევები აინტერესებთ, მაშინ შესაბამისი ფსიქოლოგიური კითხვები უნდა დაისვას, საერთო ჯამში გამოდის ისე, რომ არც ერთი აინტერესებთ და არც მეორე - ეს, უბრალოდ ფორმალობაა ხშირ შემთხვევაში.


ის ვინც საკუთარი ძალებით ცდილობს მიაღწიოს სასურველ შედეგს, მათგან „საშუალო დონის მცოდნე“ ვერ გაიკვლევს გზას, ასპარეზზე საპატიო ადგილს იკავებენ საკუთარი ძალებით, მხოლოდ გამორჩეული უნარების მქონე ადამიანები, “საშუალო დონის მცოდნე“ ადამიანები იკარგებიან “ნეპოტიზმში“, როცა მათ შეუძლიათ, საქმე გააკეთონ კარგად ხარვეზების გარეშე.

მოთხოვნები... ოხ ეს „მრავალმხრივი მოთხოვნები“ - დიპლომები, სეთიფიკატები, გამოცდილება და “ოქსფორდის“ მაგისტრის ხარისხი, გავხსნი მოთხოვნებს და წამიერად ვკეცავ, საღამოს ფიქრობ მოდი გავივლი ამ ორგანიზაციაში - დაწესებულებაა თუ ოფისი, შევაღებ კარს - თან ჩემი საქმეც მაქვს და ჩემი საქმის ირგვლივ ვსვავ რამდენიმე კითხვას და ვხვდები ის, მოთხოვნები რასაც ეს დაწესებულება ითხოვს აბსოლუტურად აბსურდულია, ფაქტია დასაქმებული ყავთ ისეთი - რომელსაც არც „ოქსფორდი“ დაუმთავრებია და არც უცხო ენების მრავალმხრვი ცოდნით გამოირჩევა და ასაკითაც ვამჩნევ, რომ ფიზიკურად ვერ ექნება ის გამოცდილება რასაც ითოვენ - დიახ, ეს ნეპოტიზმია, სწორედ ნეპოტიზმი!ნეპოტიზმი

0
90
1-ს მოსწონს
ავტორი:Kate ქეით
Kate ქეით
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0