x
image
გემი დალანდი
ექსტრასენსები გვაფრთხილებენ: ამ 6 სამკაულს უბედურება მოაქვს
არაფერი არ ალამაზებს ქალს ისე, როგორც ლამაზი სამკაული, უფრო სწორად კი-ძვირფასი. თუმცა, ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის მოტანაც შეუძლია. ყველაფერი კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა გზით მიიღეთ ეს სამკაული. ექსტრასენსები ამტკიცებენ, რომ სწორედ ამ სამკაულებს მოაქვთ უბედურება თავისი მფლობელისთვის და გვირჩევენ უარი ვთქვათ მათ ტარებაზე:

1. ლომბარდიდან შეძენილი

გასაგებია, რომ როცა ადამიანს ყველაფერი კარგად მისდის ცხოვრებაში, თავის სამკაულს ლომბარდში არ ჩააბარებს. ეს მაშინ ხდება, როცა ოჯახში ფინანსური პრობლემებია, ავადმყოფობაა ან რაიმე უბედურება ხდება. ძვირფას მეტალებს და ქვებს აქვთ უნარი, რომ ოჯახის ენერგეტიკა მიიზიდონ.ამ გზით, ისინი წინა მფლობელის ნეგატიურ ენერგეტიკას იღებენ და შემდეგ მას ახალ მფლობელს გადასცემენ.

image



2.მოპარული

ძველი დროიდან არსებობს მოსაზრება, რომ ის ვინც სამკაულს მოიპარავს, მის მფლობელს ავადმყოფობას და სხვა პრობლემებსა თუ უსიამოვნებებსაც მოპარავს. სწორედ ამიტომ, ექსტრასენსები გვარწმუნებენ, რომ მოპარულ სამკაულს უბედურება მოაქვს. ამას ისიც დაუმატეთ, თუ რამდენი წყევლა-კრულვა წამოვა ძველი მფლობელის მხრიდან ქურდისა და დაკარგული სამკაულის მისამართით.

image


3.ნაპოვნი

ქუჩაში მიდიხართ და ხედავთ, რომ ძირს ოქროს ძეწკვი გდია, ალბათ იფიქრებთ, რომ ყველაზე იღბლიანი ხართ. ტყუილად გიხარიათ.ამ შემთხვევაში ორი ვარიანტი გაქვთ, თუ გაგიმართლებთ-ბედს ეწევით, თუ არ გაგიმართლებთ-უსიამოვნებებში გაყოფთ თავს. საქმე ისაა, რომ ხშირად ხდება რიტუალის ჩატარება სამკაულის გამოყენებით, როცა ადამიანს მასზე, ასე ვთქვათ, თავისი პრობლემები გადააქვს და შემდეგ თავიდან იშორებს-აგდებს. ამიტომ, ნუ იჩქარებთ ნაპოვნი სამკაულის შინ წაღებას.

image


4. ხელოვნური ქვები

ხელოვნურ ბრილიანტებს თუ სხვადასხვა ქვებს ბევრი ადამიანი ატარებს. ნატურალური ქვები წლობით არიან ბუნებაში და მისი სასიცოცხლო, ძლიერი ენერგეტიკით იკვებებიან, შემდეგ კი ამ ენერგიას თავის მფლობელს გადასცემენ და მათთვის წარმატება მოაქვთ.

ხელოვნურ ქვებს კი არაფრის მოტანა არ შეუძლიათ, პირიქით, ზოგიერთი მათგანი თავისი პატრონის ენერგიით იკვებება. სწორედ ამიტომ, სპეციალისტები ხელოვნური ქვების დიდხანს ტარებას და ამულეტების მათგან დამზადებას არ გვირჩევენ.

image


5.საგვარეულო ძვირფასეულობა

ასეთ სამკაულებს შეუძლიათ ათწლეულების მანძილზე გადასცენ ენერგეტიკა. უმეტეს შემთხვევაში საგვარეულო ძვირფასეულობას წარმატება და იღბალი მოაქვთ. ასეთ სამკაულზე უარი უნდა თქვათ იმ შემთხვევაში თუ მათი რომელიმე მფლობელი უბედური იყო, რაიმე დაავადებით იტანჯებოდა, მოკლეს ან თავი მოიკლა.

სპეციალისტები არ გვირჩევენ ასეთ შემთხვევაში მათ გაყიდვას, რომ წყევლა არ დავიტეხოთ თავს, თუმცა არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომ მათი გაყიდვის შემთხვევაში უიღბლობა და ავადმყოფობა დაგვატყდება თავს.

image


6.თქვენი მტრების მიერ ნაჩუქარი

მაგალითად, თუ კოლეგებს არ უყვარხართ, ან დედამთილს არ ეხატებით გულზე-მათ ნაჩუქარ კულონს თუ სხვა რაიმე სამკაულს უსიამოვნებების მოტანა შეუძლია.

სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ თუ სამკაული სუფთა გულით და სიყვარულით არაა ნაჩუქარი, მაშინ მას მხოლოდ უბედურების მოტანა შეუძლია.

ეს წესი, ზოგადად, ყველანაირ საჩუქარს ეხება, ამიტომ საჩუქარი მხოლოდ ახლობელი ადამიანებისგან მიიღეთ, რომელთა გრძნობებშიც დარწმუნებული ხართ.

image

0
1203
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0