შოუბიზნესი ჩვენი კუმირი ვარსკვლავების პირველი ნაბიჯები წითელ ხალიჩაზე- მათი იმიჯი გაგამხიარულებთ 2018, 16 თებერვალი, 10:44 შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში ექცევიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა, არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისე, როგორც პრიალა იდეალებად გვევლინებიან. მაგრამ, საინტერესოა, როდის და როგორ გადადგეს მათ პირველი ნაბიჯები წითელ ხალიჩაზე, რომელმაც ჰოლივუდის კარი მალევე გაუღო? 1. ანჯელინა ჯოლი მამასთან ერთად, 1990 წელი. 2. ჯორჯ ქლუნი, 1995 წელი. 3. ბრიტნი სპირსი, 1999 წელი. 4. ბრედ პიტი, 1988 წელი. 5. ეშტონ კაჩერი, 1999 წელი. 6. შარლიზ ტერონი, 1996 წელი. 7. ემა უათსონი, 2001 წელი. 8. მადონა, 1980 წელი. 9. ჰაიდი ქლუმი, 1990 წელი. 10. კამერონ დიაზი, 1994 წელი. 11. ჯარედ ლეტო, 1991 წელი. 12. რაიან გოსლინგი, 2001 წელი. 13. ჯონი დეპი, 1988 წელი. 14. დრიუ ბერიმორი, 1982 წელი. 15. მეთ დეიმონი და ბენ აფლექი, 1997 წელი. 16. გვინეტ პელტროუ, 1994 წელი. 17. რაიან რეინოლდსი, 1999 წელი. 18. ჯეკ ნიკოლსონი, 1973 წელი. 19. კრისტენ დანსტი, 1995 წელი. 20. სკარლეტ იოჰანსონი, 1998 წელი. 477 13-ს მოსწონს
|