x
მეტი
  • 23.09.2019
  • სტატია:94847
  • ვიდეო:342691
  • სურათი:456975
5 საუკეთესო კოცნა კინოს ისტორიაში (+ვიდეო) და ფაქტები კოცნის შესახებ

კოცნა ადამიანის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე არსებობს. მაგრამ, თუ მასზე დავფიქრდებით, ძალიან საინტერესო პროცესია. რატომ კოცნიან ადამიანები ერთმანეთს? ეს ხან რომანტიკული გრძნობების მოზღვავების გამო ხდება, ხანაც მისალმების ნიშნად. როგორც არ უნდა იყოს, კოცნა ყოველთვის მნიშვნელოვანი ემოციების გაცვლაა ადამიანებს შორის.
ზოგიერთ ძველ კულტურაში, კოცნა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და ხშირად, პატივისცემის ან თანხმობის ნიშნად გამოიყენებოდა. კოცნის წარმოქმნის ისტორია ცნობილი არ არის. თუმცა, ორი ძირითადი თეორიის გამოყოფა მაინც შეიძლება: პირველი თეორიის თანახმად, ითვლება რომ, კოცნა თანდაყოლილი ინსტიქტური ქცევა არის, ხოლო მეორე თეორიის მომხრეები ამტკიცებენ, რომ კოცნა, «კოცნით კვების» (პროცესი, როდესაც დედა ახალშობილს საკვებს საკუთარი პირიდან აწვდის) ევოლუციის შედეგი არის.

ყველაზე ძველი წერილობითი წყარო, რომელშიც კოცნა არის ნახსენები, სანსკრიტზე (ძველინდური) შესრულებული ტექსტია, რომელიც, დაახლოებით, ძვ. წ. აღრ. 2000 წლით არის დათარიღებული. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ კოცნა ინდოეთიდან დანარჩენ მსოფლიოში, მას შემდეგ გავრცელდა, რაც ალექსანდრე მაკედონელმა ჩრდ. ინდოეთის ნაწილი დაიპყრო. როგორიც არ უნდა იყოს, კოცნის წარმოქმნის და გავრცელების ისტორია, ბევრად უფრო საინტერესო და შთამბეჭდავია ფაქტები, რომლებიც მას უკავშირდება:


image


1. პლინიუსი (ძველი რომაელი სწავლული) ამტკიცებდა, რომ ვირის კოცნა გაციების წამალი იყო და ბევრ ადამიანს სჯეროდა მისი.

2. შიმპანზეები ერთმანეთს ღია პირით კოცნიან, მაგრამ ენას არ იყენებენ. თუმცა, მაიმუნი ბონობო (ჯუჯა შიმპანზე) ამ პროცესში ენასაც იყენებს.

3. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეცნიერები ვერ ამტკიცებენ, კოცნა თანდაყოლილი თუ გამომუშავებული ჩვევაა. ერთი რამის თქმა კი ზუსტად შეიძლება, აფრიკის ზოგიერთი ხალხები, საერთოდ არ კოცნიან ერთმანეთს.

4. კოცნა დადებითად მოქმედებს კბილებზე. ამ პროცესის წინ, პირში ნერწყვის გამომუშავება ხდება, რომელიც კბილებს ნადებისგან ასუფთავებს.

5. რომაელები კოცნის სამ სახეს გამოყოფდნენ:

I. «Osculum» – კოცნა ლოყაზე

II. «Basium» – კოცნა ტუჩებში

III. «Savolium» – ღრმა კოცნა

6. მეცნიერებას კოცნის შესახებ ფილემატოლოგია ჰქვია.

7. ტუჩები 100-ჯერ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე თითები.

8. პირის წრიული კუნთი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც საკოცნი კუნთი, ტუჩების წინ გამოწევაში გვეხმარება, კოცნის სურვილის შემთხვევაში.


9. «ფრანგული კოცნის» დროს, სახის ყველა ანუ 34 კუნთი მუშაობს, ხოლო ლოყაზე კოცნისას – მხოლოდ ორი.

10. საქორწინო ცერემონიალის შემდეგ კოცნის ტრადიცია, ძველი რომიდან მოდის, სადაც კოცნა ხელშეკრულების დადების, შეთანხმების აღსანიშნავად გამოიყენებოდა.


11. ჯვრი, წერილის ბოლოს, ტუჩებით კონტაქტს, კოცნის გაგზავნას ნიშნავდა.


12. კოცნის დროს, ორი ადამიანი, ერთმანეთს ბაქტერიებს უცვლის, რომელთა რაოდენობა 10 მლნ-დან 1 მლრდ-მდე შეიძლება იყოს.

13. ვნებიანი კოცნა, წუთში, დაახლოებით, 7 კალორიას წვავს.

14. კომპანია «Hershey» მიერ წარმოებული კანფეტი «კოცნა» 26 კალორიას შეიცავს.

15. შოკოლადი «კოცნით» მიღებული კალორიების დაწვა, ისევ კოცნით შეიძლება, რომლის ხანგრძლივობა, დაახლოებით, 4 წუთი უნდა იყოს.

16. ყველაზე ხანგრძლივი კოცნა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში არის დაფიქსირებული, ტაილანდელ ცოლ-ქმარს ეკაჩაემ და ლაკშან ტირანარატებს ეკუთვნით. მათ რეკორდი 2013 წლის 12 თებერვალს დაამყარეს და მისი ხანგრძლივობა 58 საათი 35 წუთი და 58 წამი არის.


17. სიტყვა კოცნა პროტოგერმანული სიტყვიდან «Kuss» მომდინარეობს, რომელიც კოცნის დროს გამოცემული ხმის ბგერების ჟღერადობის მიხედვით წარმოიქმნა.

18. შუა საუკუნეებში, ევროპის რიგ ქვეყქნქში, პოპულარული იყო დიდგვაროვნების მიერ კეთროვანების კოცნა, რაც ამ უკანასკნელის მორჩილებად აღიქმეოდა.

19. პირველი კოცნა ეკრანზე, ფილმში «The Kiss» (1896 film) იყო ნაჩვენები და ის 30 წამს გრძელდებოდა.

image20. კოცნა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ბერძნულ-რომაულ კულტურაში და გამოიყენებოდა პატივისცემის და თანხმობის ნიშნად.

21. ესკიმოსების კოცნას (ცხვირიბით ხახუნი) საფუძვლად ესკიმოსური მისალმება უდევს და მათ ენაზე «Kunik»-ი ჰქვია.

22. ზოგიერთი მეცნიერი აზრით, კოცნა მაშინ გაჩნდა, როდესაც დედები ცდილობდნენ შვილები ძუძუთი კვებისგან გადაეჩვიათ და საჭმელს პირიდან პირში აძლევდნენ.

23. მეცნიერები ასევე თვლიან, რომ კოცნის მიხედვით, შეიძლება იმის გარკვევა, ადამიანი ბაშვობაში ძუძუთი იკვებებოდა, თუ ხელოვნურ კვებაზე იყო.

24. გასული საუკუნის 20-იან წლებში, ინგლისურ ენაში გაჩნდა ტერმინი – «ფრანგული კოცნა». თუმცა, საფრანგეთში კოცნის ეს სახეობა ცნობილი იყო, როგორც კოცნა ენით ან სულების კოცნა.


25. TLC (TV)-ს გამოკითხვის თანახმად, ჯეკის და როუზის კოცნა გემბანზე, ფილმში «ტიტანიკი», ყველაზე რომანტიკული არის კინოს ისტორიაში და მან «ყველა დროის საუკეთესო კოცნის» ტიტული მიიღო. კონკურსში 100-მდე კოცნა მონაწილეობდა და მათ შორის, 50 საუკეთესო გამოავლინეს. ხოლო, პირველი ხუთი ადგილი ასე გადანაწილდა:

imageI. Titanic (კოცნა გემბანზე) image

imageII. Lady and the Tramp (კოცნა რესტორანში)image

imageIII. Ghost (სემი კოცნის მოლის საიქიოში წასვლამდე)image

imageIV. Pretty Woman (კოცნა სახანძრო კიბეზე)image

imageV. Dirty Dancing (კოცნა ცეკვის ბოლოს)image

imageimage

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება

სიყვარულის საიდუმლო

ბრმა სიყვარული და სიგიჟე

სიყვარულის გამო გაღებული უდიდესი მსხვერპლი

image

1
88
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
88
  
2018, 16 თებერვალი, 23:50
კარგი იყო :)
0 1 1