x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
ქართულ-თურქული ლიტერატურული ურთიერთობები
image

საუკუნეების განმავლობაში პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების გარდა საქართველოსა და თურქეთს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა კულტურის სფეროშიც.კულტურული ურთიერთობა აისახა ლიტერატურაზეც.თურქეთში ქართულ ლიტერატურასთან დაახლოება 1960 წლიდან იწყება.1968 წელს აჰმეთ მელაშვილმა გამოსცა წიგნი სახელწოდებით „საქართველო“("Gürcistan"), რომელშიც საუბარია საქართველოსა და ქართული ლიტერატურის შესახებ.1969 წელს მეჰჩურე ქარაორენმა თარგმნა მოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“.მასვე ეკუთვნის „მარადისობის კანონისა“ და „კუკარაჩას“ თარგმანები თურქულ ენაზე, რომლებიც 1990 წელს გამოქვეყნდა.1973 წელს აჰმეთ მელაშვილმა თარგმნა ალექსანდრე ყაზბეგის „მზაღო და ელგუჯა“.


ამის შემდეგ ქართულ-თურქული ლიტერატურული ურთიერთობები ჟურნალ ჩვენებურის“("Çveneburi")საშუალებით გრძელდება.„ჩვენებური“თურქეთში მცხოვრები ქართველებისა და საქართველოთი დაინტერესებული თურქი მკითხველისთვის განკუთვნილი ჟურნალია . „ჩვენებური“ თურქეთში მცხოვრები ქართველი მუსლიმების აღმნიშვნელი სახელწოდებაა. ჟურნალის რედაქტორი აჰმეთ მელაშვილი იყო.მან „ჩვენებურში“ „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე ფრაგმენტის თარგმანი გამოაქვეყნა. ჟურნალი მკითხველს საინტერესო ინფორმაციას აწვდიდა ქართული ლიტერატურის, ხელოვნების, კულტურის, საქართველოს ისტორიის, ეთნოგრაფიის, სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.იგი ხელს უწყობდა საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობების განვითარებას.ჟურნალ „ჩვენებურში"გამოქვეყნდა ჰასან ჩელიქის მიერ თარგმნილი აკაკი წერეთლის, გალაკტიონ ტაბიძის, ანა კალანდაძის, ოთარ ჭილაძისა და სხვა ქართველი პოეტების ლექსები.image

თურქეთში ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციაში „ჩვენებურის'' გარდა დიდი წვლილი მიუძღვის ისეთ ჟურნალებსაც, როგორებიცაა მამული“ და ფიროსმანი“.აღსანიშნავია პროფესორ ილიას უსთუნერის ნაშრომებიც, რომლებიც ქართულ ენასა და ლიტერატურას ეხება.


საქართველოში ყოველთვის იყო და დღესაც არის თურქული ენის, ისტორიისა და ლიტერატურის შესწავლის ინტერესი. დღემდე უამრავი სტატია დაიწერა ქართულ-თურქული ლიტერატურული ურთიერთობების შესახებ.ქართველი მკითხველი თურქულ ლიტერატურას პირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თურქოლოგების საქმიანობის საშუალებით გაეცნო. ქართველმა თურქოლოგებმა შეისწავლეს ისეთი განთქმული მწერლებისა თუ პოეტების ცხოვრება და შემოქმედება, როგორებიც იყვნენ, ჯალალედდინ რუმი, იუნუს ემრე, ფუზული, ნეფი, აჰმეთ ჰაშიმი, საბაჰათინ ალი, მიჰრი ჰათუნი, იაქუფ ქადრი, თევფიქ ფიქრეთი, ფაქირ ბაიქურთი და სხვა. თურქულიდან ქართულად ითარგმნა თურქული ზღაპრები, ნასრედინ ჰოჯას ანეგდოტები, „დედე ქორქუთის წიგნი“, ნაზიმ ჰიქმეთის ლექსები, საბაჰათინ ალის, ომერ სეიფეთინის, აზიზ ნესინის, ადალეთ აღაოღლუს, რეშათ ნური გიუნთექინის, ოქთაი რიფათის, ორჰან ფამუქის და სხვა ცნობილი მწერლების თხზულებები.


დღესდღეობით საქართველოსა და თურქეთში წარმატებით გრძელდება მთარგმნელობითი საქმიანობა ლიტერატურის დარგში. ითარგმნება როგორც თურქი, ისე ქართველი მწერლებისა და პოეტების შემოქმედება, რაც ხელს უწყობს ამ ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებასა და საზოგადოების დაახლოებას.




0
117
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო კაპანაძე
სოფო კაპანაძე
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0