x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
საატესტატო გამოცდები - ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი

image
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებენ გამოსაშვები გამოცდების მოდელში შესაძლო ცვლილებებზე მუშაობას. ამ ეტაპისათვის დაზუსტებულია 2017-2018 წლისთვის გათვალისწინებული სიახლეები.

ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5, 5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - www.naec.gov.ge თითოეული საგანისათვის დამატებითი ნიმუშები უახლოეს დღეებში გამოქვეყნებდა. ახალი ნიმუშები მათ დაეხმარებათ სწორი წარმოდგენა შეიქმნან საგამოცდო დავალებებზე.

იმისათვის, რომ გამოსაშვებ გამოცდებზე ზღვარი გადალახოს, მოსწავლემ დაახლოებით 15 მარტივ კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი.

გამოსაშვები გამოცდები წელსაც ორ ეტაპად, მე-11 და მე-12 კლასებში ჩატარდება. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომელთა სწავლაც დაასრულეს (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია). დარჩენილ 4 საგანში კი ტესტირებას (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია) მოსწავლეები სკოლის დამთავრებისას გადიან.

სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (geCat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია - ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა.

0
52
3-ს მოსწონს
ავტორი:მოაზროვნე
მოაზროვნე
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0