x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ღვინის ჰიგიენა - როგორ მოვუაროთ მუხისგან დამზადებულ საღვინე ჭურჭელს
imageმეღვინეობაში საღვინე ჭურჭლის სისუფთავე ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია. ხშირად ღვინის გაფუჭების მიზეზი სწორედ უსუფთაო ჭურჭელია. ამჯერად ხის საღვინე ჭურჭლის მოვლის შესახებ ვისაუბროთ.

ღვინის სპეციალისტების განმარტებით, მუხის ახალი ჭურჭლის დამზადებისას, პირველყოვლისა მას ზედმეტი ფენოლური ნაერთები უნდა გამოეცალოს. ამისთვის ჭურჭელს სუფთა, ცივი წყლით გაავსებენ და ორი კვირის განმავლობაში, ყოველ 2-3 დღეში წყალს გამოუცვლიან. შემდეგ წყალს გადაღვრიან და ჭურჭელს 2 ატმოსფეროს ქვეშ ორთქლით კარგად გამოდუღრავენ. თუ ორთქლის გამოყენების საშუალება არ არის, მაშინ ჭურჭელს სოდის 5%-იანი ხსნარით დაამუშავებენ, ორჯერ გამორეცხავენ ცხელი წყლით და გოგირდმჟავას 2%-იანი ხსნარით დაამუშავებენ, შემდეგ კვლავ ორჯერ გამორეცხავენ ცხელი წყლით, და ბოლოს რამდენჯერმე გამოავლებენ ცივ წყალს.

imageროგორც ხედავთ, ხის ახალ ჭურჭელს მრავალმხრივი დამუშავება სჭირდება და მიუხედავად ასეთი დამუშავებისა, ხის ახალ ჭურჭელში ღვინის ჩასხმა მაინც არ შეიძლება. პირველ წელს იგი მხოლოდ ტკბილის დასადუღებლად ან კონიაკის დამოსახდელი ღვინის მოსათავსებლად უნდა გამოიყენოთ.

იმ შემთხვევაში, თუ ხის ნახმარი ჭურჭელი საღია, მაშინ საკმარისია მისი რამდენჯერმე გამორეცხვა სუფთა, ცივი წყლით. შეშრობა და გოგირდის ხრჩოლება, ყოველ 100 ლიტრ ტევადობაზე 3 გრამის ოდენობით. თუ ცარიელი ჭურჭლის ხანგრძლივი შენახვა სურთ, მაშინ გოგირდის ხრჩოლება თვეში ერთხელ მაინც უნდა გაიმეორონ. დიდი ხნის უხმარი და ცუდათ მოვლილი ხის ჭურჭელი ან ისეთი, რომელშიც დაძმარებული ღვინო ინახებოდა, ჯერ სოდის 5%-იანი ცხელი ხსნარით უნდა დამუშავდეს, შემდეგ კარგად გამოიორთქლოს, ჯერ ცხელი და შემდეგ ცივი წყალი გამოევლოს, შეშრეს და გოგირდი ეხრჩოლოს.


განაგრძეთ კითხვა

0
34
1-ს მოსწონს
ავტორი:Georgian News
Georgian News
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0