x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
სამმაგი შოკოლადის ტორტი ორიგინალური შეფუთვის მქონე საფერავით
image

ეს უგემრიელესი სამმაგი შოკოლადის ტორტი ყველა გემოვნების ადამიანს მოეწონება, მათ შორის პრეტენზიულ გურმანებსაც. ვფიქრობთ, ამ დესერტს ყველაზე კარგად მშრალად დაყენებული საფერავი შეეხამება. საფერავის სტრუქტურა და ტანინები შესანიშნავად დააბალანსებს ტორტის გემოს და მას უფრო მიმზიდველს გახდის.

სამმაგი შოკოლადის ტორტთან საუკეთესო ღვინოს ყველაზე კრეატიული შეფუთვით გთავაზობთ. იყავით განსხვავებული და გაუკეთეთ ორიგინალური საჩუქარი საყვარელ ადამიანს.

ინგრედიენტები:


ბისკვიტი:

კარაქი - 200 გ
შაქარი - 1 ჭიქა
კვერცხი - 2 ცალი
ვანილინი - 1 ჩ/კ
ფქვილი - 2 ჭიქა
კაკაოს ფხვნილი - 1/2 ჭიქა
ზღვის მარილი - 1/2 ჩ/კ
სოდა - 1 ჩ/კ
არაჟანი - 200 გ

ცივი კრემი:

კარაქი - 200 გ
შაქრის პუდრა - 1 ჭიქა
კაკაოს ფხვნილი - 1/2 ჭიქა
ნაღები - 1/2 ჭიქა
ზღვის მარილი - მწიკვი
ვანილინი - 1 ჩ/კ

შოკოლადის განაში:

შავი შოკოლადი - 2 ფილა
ცხელი ნაღები - 500 მლ

მომზადების წესები:

თავდაპირველად მოამზადეთ ბისკვიტი: ათქვიფეთ დარბილებული კარაქი და შაქარი კარგად, შეათქვიფეთ სათითაოდ კვერცხი. დაუმატეთ ვანილინი, კვლავ კარგად ათქვიფეთ. ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი და კაკაო. შემდეგ დაუმატეთ ზღვის მარილი და სოდა. კვლავ კარგად ათქვიფეთ. ბოლოს დაუმატეთ არაჟანი და ისევ კარგად ათქვიფეთ.

გამოსაცხობ ღრმა ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი და გაანაწილეთ მიღებული ბისკვიტის მასა. აცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.

მანამდე მოამზადეთ ცივი კრემი: ათქვიფეთ დარბილებული კარაქი შაქრის პუდრასთან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ კაკაოს ფხვნილი, ვანილინი, მწიკვი ზღვის მარილი და ცოტაოდენი ნაღები. თქვიფეთ ერთგვაროვანი, ჰაეროვანი მასის მიღებამდე.


შემდეგ მოამზადეთ განაში: გააცხელეთ ნაღები და დაასხით დატეხილ შოკოლადის ფილებს, ურიეთ ერთგვაროვანი მინანქრის მასის მიღებამდე.

გამომცხვარი ბისკვიტი გააგრილეთ და ამოჭერით 3 წრე სპეციალური კულინარიული საჭრელის მეშვეობით: თუ გულის ფორმის საჭრელი გაქვთ, უკეთესი იქნება.

ააწყვეთ ტორტი: დააფიქსირეთ ცოტაოდენი ცივი კრემით სადგამდე ბისკვიტის პირველი ფენა, მოასხით განაში, დაადეთ შემდეგი ფენა ბისკვიტი, კვლავ მოასხით განაში და დაადეთ ბისკვიტის მესამე ფენა. ბოლოს მთელ ტორტს გადაუსვით ცივი კრემი. მორთეთ შოკოლადის დროპსებით და ფერადი კულინარიული მოსართავებით.

განაგრძეთ კითხვა

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:Georgian News
Georgian News
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0