x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
დინოზავრები (ნაწილი მეორე)

დინოზავრები


1) აქილეზავრი - 85 მილიონი წლის წინ ბინადრობდა სამხრეთ ამერიკაში. სიმაღლეში იზრდებოდა დაახლოებით 90 სანტიმეტრი. იყო ინსექტივორი ანუ იკვებებოდა მწერებით. აღმოჩენილია არგენტინაში, რიო-ნეგროს პროვინციაში.


აქილეზავრი. დინოზავრი. დინოზავრები


აქილეზავრის შედარება 1.8 მეტრის სიმაღლის ადამიანთან:



აქილეზავრი. დინოზავრი. დინოზავრები


2) აქილობატორი - არსებობდა ცარცული პერიოდის თურონიანული ერიდან კამპანიურ ერამდე, 94 - 72 მილიონი წლის წინ. იყო მონადირე, ხორცისმჭამელი. სიგრძეში იზრდებოდა 6 მეტრამდე. სიმაღლეში კი დაახლოებით 190 სმ. ბინადრობდა მონღოლეთში, აღმოჩენილია დღევანდელი დორნოგოვის პროვინციაში.


აქილობატორი. დინოზავრი. დინოზავრები


აქილობატორი. დინოზავრი. დინოზავრები


3) აკრისტავუსი - არსებობდა ცარცული ერის კამპანიურ პერიოდში, 84 - 72 მილიონი წლის წინ. ბინადრობდა ჩრდილოეთ ამერიკაში. აღმოჩენილია მონტანას შტატის ტერიტორიაზე. მიირთმევდა მცენარეებს (იყო ჰერბივორი). ზომაში დაახლოებით იმხელა იყო, რამხელაც იმ პერიოდის სხვა მისნაირი ჰადროზავრიდები.


აკრისტავუსი. დინოზავრი. დინოზავრები.


აკრისტავუსი. დინოზავრი. დინოზავრები.


4) აკროკანტოზავრი - არსებობდა ცარცული ერის აფციური ერიდან ალბიურ ერამდე, 125 - 113 მილიონი წლის წინ. ბინადრობდა ჩრდილოეთ ამერიკაში, კერძოდ მისი ნაშთები აღმოჩენილია აშშ-ს ტერიტორიაზე ოკლაჰომაში და ტექსასში. იყო საკმაოდ წარმატებული, დიდი ხორციმჭამელი მტაცებელი. სიმაღლით იზრდებოდა 4 მეტრამდე, ხოლო სიგრძით 11 მეტრამდე.

აკროკანტოზავრი. დინოზავრი. დინოზავრები


აკროკანტოზავრი. დინოზავრი. დინოზავრები


5) აკროთოლუსი - არსებობდა ცარცული ერის სანტონურ პერიოდში, 86 - 83 მილიონი წლის წინ. ბინადრობდა ჩრდილოეთ ამერიკაში, კერძოდ კი ნაშთები ნაპოვნია კანადაში, ალბერტაში. იზრდებოდა 1.8 მეტრის სიგრძის, იწონიდა საშუალოდ 40 კგ-ს, ხოლო სიმაღლით დაახლოებით 80 სმ გახლდათ. იყო მცენარეებით მკვებავი (ჰერბივორი).


აკროთოლუსი


აკროთოლუსი. დინოზავრი. დინოზავრები


6) ადამანტიზავრი - ცხოვრობდა ცარცულ ერაში ტურონული პერიოდიდან მაასტრიხტულამდე, 94 - 72 მილიონი წლის წინ. ბინადრობდა სამხრეთ ამერიკაში, ბრაზილიაში. იყო ჰერბივორი (მცენარისმჭამელი). სიგრძით დაახლოებით 13 მეტრი იზრდებოდა.


ადამანტიზავრი. დინოზავრი. დინოზავრები


7) ადაზავრი (ანუ მონღოლური ადაზავრი) - არსებობდა ცარცულ ერაში, კამპანურიდან მაასტრიხტულ პერიოდამდე, 84 - 70 მილიონი წლის წინ. აღმოჩენილია განამარხებული ნაწილები მონღოლეთის ტერიტორიაზე. იზრდებოდა დაახლოებით 1.8 მეტრი სიგრძით.


ადაზავრი. დინოზავრი. დინოზავრები


8) ადელოლოფუსი - არსებობდა ცარცული ერის კამპანიურ პერიოდში, 84 - 72 მილიონი წლის წინ. ბინადრობდა ჩრდილო ამერიკაში, მისი ნარჩენები აღმოჩენილია იუტას შტატში. იყო ჰერბივორი (მცენარეჭამია). ზომები დაუდგენელია, მაგრამ აშკარად არ გვაქვს საქმე გიგანტურ დინოზავრთან, არამედ ადამიანზე პატარა იყო.


ადელოფუსი. დინოზავრი. დინოზავრები


9) ადეოპაპოზავრი - ცხოვრობდა ადრეულ იურულ პერიოდში, 201 - 174 მილიონი წლის წინ. ბინადრობდა სამხრეთ ამერიკაში, კერზოდ არგენტინაშია მისი განამარხებული ნაშთები აღმოჩენილი. იყო ჰერბივორი (ბალახისმჭამელი). იზრდებოდა 3 მეტრის სიგრძის და დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლის.


ადეოპაპოზავრი. დინოზავრი. დინოზავრები


ადეოპაპოზავრი. დინოზავრი. დინოზავრები



10) ეჯიპტოზავრი (იგივე ეგვიპტური ხვლიკი) - არსებობდა ალბიანური პერიოდიდან კენომანიანურ პერიოდამდე ცარცულ ერაში, 113 - 100 მილიონი წლის წინ. განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია ეგვიპტის ტერიტორიაზე, როგორც ჩანს ჩრდილო აფრიკაში იყვნენ გავრცელებულნი. კვების ტიპით ჰერბივორებს (ბალახისმჭამელებს) მიეკუთვნებოდნენ და იზრდებოდნენ 15 მეტრის სიგრძის და 4 მეტრის სიმაღლის.


ეჯიპტოზავრი. დინოზავრი. დინოზავრები


ეჯიპტოზავრი. დინოზავრი. დინოზავრები







ავტორი: თორნიკე ფხალაძე

0
143
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0