x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ცოტნე გამსახურდია: ბორდელი უკვე ვართ, სათამაშო ინდუსტრიის ცენტრიც - ასევე მალე ნარკოჰაბიც გავხდებით ოფიციალურად და მერე ნახეთ საქართველოს გაბრწყინება!
image

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში უცხოელების მიერ აღმაშენებლის ქუჩაზე გახსნილ საეჭვო რეპუტაციის ბარ-რესტორნებს ეხმაურება და აზიარებს ცნობილი პოლიტიკოსის საქართველოს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის პოსტს, რომლის განცხადებითაც ძველ ფილარმონიის მეზობლად, მუსიკალური სახლის პირველი სართული არაბებს აქვთ ნაქირავები, სადაც ბორდელია გახსნილი, ზურაბილიშვილი ამ საკითხის დასმას კულტურის კომიტეტის მომავალ სხდომაზე აპირებს :



"ეს ყველამ ვიცით ... მე ვაპირებ რომ ეს საკითხი დავსვა მომავალ კულტურის კომიტეტზე ... მეც მაინტერესებს და ალბათ თქვენც კულტურის სამინისტროს პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით !

"levan davidovic - აღმაშენებელზე რომ კახიძის ფილამონიასა და კათარზისს შორის მუსიკოსთა სახლია, დირექციამ მიაქირავა პირველი სართული არაბებს და ბორდელი აქვთ გახსნილი, კულტურის სამინისტროში ვითომ არ იციან"


image

"რეგიონისა და კავკასიის ბორდელი უკვე ვართ, სათამაშო ინდუსტრიის ცენტრიც - ასევე. მალე ნარკოჰაბიც გავხდებით ოფიციალურად და მერე ნახეთ საქართველოს გაბრწყინება!

აი, კიდევ, "ინვესტორები" როგორ მუხლჩაუხრელად იღწვიან საქართველოს ასაყვავებლად. განა ამის არდანახვა შეიძლება? ეძიკასხმისსმაილიკი."-წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში.

image

0
90
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0