x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
6 ნიშანი  იმისა, რომ დეპრესია გაქვთ

ჩვენ დიდი გზა გამოვიარეთ მენტალური დაავადების აღმოჩენასა და განკურვნაში, მაგრამ დღემდე არსებობს დაავადებები, რომელთა მიზეზებს ბოლომდე ვერ ჩაწვდით - ერთი-ერთი ასეთი დაავადებაა დეპრესია.


image


ამსტერდამის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ის თუ როგორ ადგენენ პრაქტიკოსი ფსიქოლოგები დეპრესიას ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან, არ არსებობს ერთი მეთოდი, რომლითაც ყველა ხელმძღვანელობს. მაგალითად ზოგიერთი მეთოდი კონცენტრაციას ახდენს ფიზიკურ სიმპოტმებზე, როგორიცაა მადის დაკრგვა და ინსომნია. ზოგიერთი პაციენტიც ხასიათის ცვლილებასა და მათ თვითშეგრძნებაზეა ფოკუსირებული..


კვლევამ აჩვენა, რომ განსხვავებულ პიროვნებებს შეიძლება დაუდგინდეთ დეოპრესია იმის მიხედვით თუ რომელ მეთოდს ვიყენებთ დიაგნოსტიკისთვის. მეთოდის მსგავსი არაკონსისტენტურობა ზიანს აყენებს პიროვნებებს, რომლებიც ცდილობენ მიიღონ შესაბამისი დახმარება.



აუცილებელია ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ როგორ გამომჟღავნდება დეპრესიას, ამიტომ წარმოგიდგენთ 6 ფუნდამენტურ მიზეზს.


  • გაუვლელი სევდა . ეს გულისხმობს სევდის და მოწყენილობის შეგრძნებას, რომელიც 2 კვირა ან უფრო დიდხანს გრძელდება. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როცა არ არსებობს ამ სევდის გამოხატული გამომწვევი მიზეზი . თუ შენ დაკარგე ახლობელი ადამიანი, დიდი ხნის მანძილზე სევდისა და დარდის შეგრძნება გლოვის ნორმალური შემადგენელი ნაწილია, მაგრამ თუ ვერ ხვდები რა იწვევს ამ სევდას და ვერ პოულობ მიზეზს მაშინ დროა ეძიო დახმარება.

  • ინტერესის დაკარგვა აქტივობების მიმართ. თუ ადრე მოგწონდა ცხენით ჯირითი და ბავშვებთან თამაში, დღეს კი ყველანაირი ინტერესი დაკარგე ამ აქტივობების მიმართ. შეიძლება ამის მიზეზი დეპრესია იყოს.

  • დაღლილობა. დაღლილობა შეიძლება ბევრი დარღვევის სიმპტომი იყოს, მაგრამთუ ის კომბინაციაშია რომელიმე ამ სიის წევრთან მაშინ მისი მიზეზი დიდი ალბათობით დეპრესია შეიძლება აღმოჩნდეს.

  • ძილის პატერნის შეცვლა. სხვა სიმპომებთან კომბინაციაში ინსომნია შეიძლება დეპრესიის მანიშნებელი იყოს. ასე გადამეტებული ძილის სურვილიც შეიძლება დეპრესიის სიმპტომად ჩავთვალოთ.

  • სხვაზე გაბრაზება. დეპრესიის მქონე ადამიანებს ახასიათებთ თავშეუკავებლობა, რაც ხშირადა იწვევს მათ უმიზეზო გაბრაზებისა და აგრესიის გამოხატვისკენ სხვების მიმართ.

  • კვების პატერნის შეცვლა . როგორც ძილის პატერნის შემთხვევაში გადამეტებული კვება ან მისი ნაკლებობა შეიძლება დეპრესიის მიზეზი იყოს.

მთავარია გახსოვდეთ რო თქვენ ყველაზე კარგად იცნობთ თქვენს სხეულსა და გონებას, თუ თვლით რომ რაღაც შეიცვალა და თავს კარგად ვერ გრძნობთ ეძებეთ დახმარება და არ მიიღოთ „არა“ როგორც პასუხი.

0
1891
2-ს მოსწონს
ავტორი:მ.გორგაძე
მ.გორგაძე
1891