x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ტერაქტები მავზოლეუმში: ვინ და რატომ აკეთებდა ამას

image



მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის, ვლადიმერ ილიას ძე ლენინის სხეული 1924 წლიდან მოსკოვში წითელ მოედანზე მავზოლეუმშია მოთავსებული




ამ დღიდან მავზოლეუმში არაერთხელ მომხდარა ვანდალიზმის აქტები და ტერაქტებიც კი. ვინ იყვნენ და რა მიზანი ამოძრავებდათ დამნაშავეებს?



image





1934 – 1962 წლები. საბჭოთა წყობილების მტრები


1934 წლის 19 მარტს ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა შენობაში ცეცხლსასროლი იარაღი შეიტანა და სცადა ესროლა ლენინის სხეულისთვის. თუმცა დაცვამ დროულად მოახდინა რეაგირება, ყურადღება მიიპყრო რა მისმა საეჭვო ქცევებმა. მიხვდა რა, რომ ის გამოიჭირეს, შურისმაძიებელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილის სხეულის ჩხრეკისას ტანსაცმლის ჯიბეებში აღმოჩენილი იქნა საბუთები მიტროფანე მიხეილის ძე ნიკიტინის სახელზე ( მოსკოვის მახლობლად სახელმწიფო მეურნეობის „პროგრესი“-ს თანამშრომელი). გაირკვა, რომ ნიკიტინი იყო კონტრევოლუციონერი და ეზიზღებოდა ლენინი. თვითმკვლელობამდე მან წერილში განაცხადა, რომ ქვეყანა „მიექანება უფსკრულისაკენ“ და რომ ის „ სიხარულით კვდება ხალხისთვის“.





სტალინის გარდაცვალების შემდეგ 1953 წელს მისი სხეულიც მავზოლეუმში მოათავსეს. 1957 წელს მოსკოვის მოქალაქემ, გვარად რომანოვმა სცადა მელანი გადაესხა ლენინის და სტალინის სარკოფაგებისთვის. თუმცა მან ეს ვერ შესძლო.




image




1959 წელს უცნობი მამაკაცი ჩაქუჩით მივიდა მავზოლეუმში და ლენინის სამარხის შუშა გატეხა. მიცვალებულის სხეული კი ხელუხლებელი დარჩა. ამ ვანდალის პიროვნების არც სახელი, არც გვარი, არც სხვა მონაცემები არ შემორჩენილა.







1960 წლის ივლისში ყირგიზეთის მოქალაქე ვინმე მინიბაევმა ლენინის სარკოფაგი ისე ჩაამტვრია, რომ მინის ნატეხებმა ბალზამირებული სხეული დააზიანა. ამის შემდეგ მავზოლეუმი აღდგენითი სამუშაოების გამო დაკეტილი იყო ერთი თვე. მინიბაევი დააპატიმრეს. მან აღიარა, რომ შუშის კუბოს განადგურების გეგმა მას ჯერ კიდევ 11 წლის წინ ჰქონდა მომწიფებული.





image




1962 წლის აპრილში პენსიონერმა გვარად ლიუტიკოვმა შუშის ჩასასვენებლის გატეხვა ჩვეულებრივი ქვით სცადა. მაგრამ სარკოფაგმა გაუძლო. მოგვიანებით გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ ლიუტიკოვი რეგულარულად აგზავნიდა ანტისაბჭოთა შინაარსის წერილებს სხვადასხვა მედია საშუალებებში და საელჩოებში აგზავნიდა .



1967 წელი. ფსიქიკურად დაავადებული







image




ყველაზე პირველი აფეთქება მავზოლეუმში მოხდა 1967 წლის შემოდგომაზე. იმ წელს ლიტველი კრისანოვი ( სხვა მონაცემებით, კრისენკოვი) მოსკოვში ვილნიუსიდან ჩავიდა ( სხვა მონაცემებით, კაუნასიდან). დღეს მედია საშუალებები დამნაშავეს თვითმკვლელ-ტერორისტად მონათლავდა, იმდენად რამდენადაც კრისანოვმა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით წელშეხვეულმა თავი მავზოლეუმის შესასვლელში აიფეთქა. ბოროტმოქმედის საქციელმა მოედანზე იმ მომენტში მყოფი სხვა ადამიანებიც დააზიანა. ყველაზე მძიმე ჭრილობები მიიღო იტალიელმა ტურისტმა ქალმა, რომელსაც ფეხები მოაწყვიტა. სავარაუდოდ, კრისანოვის მთავარი მიზანი იყო ჩასასვენებლის განადგურება ლენინის სხელთან ერთად. ლიტველი სულიერ ავადმყოფად შერაცხეს.




1973 წელი. პიროვნება დაუდგენელია






image




1973 წლის 1 სექტემბერს მავზოლეუმში ახალი აფეთქება მოხდა. მამაკაცმა, დადგა რა სარკოფაგთან ახლოს, მოქმედებაში მოიყვანა ლაბადის ქვეშ დამალული ძლიერი სასიკვდილო მოწყობილობა. ამ დროს დარბაზში საკმაოდ ბევრი დამთვალიერებელი იმყოფებოდა, მათ შორის ბავშვებიც. დედაქალაქის ორი სტუმარი ასტრახანიდან, ადგილზევე გარდაიცვალა. სხვებმა, მოსწავლეებმა და დაცვის თანამშრომლებმა სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიიღეს. ერთი ადამიანი გარდაიცვალა საავადმყოფოში. სარკოფაგი, რომელიც როგორც ჩანს თავდასხმის მთავარი ობიექტი იყო, არ დაზიანებულა, რადგან 1960-იან წლებში მრავალრიცხოვანი თავდასხმების შემდეგ ის ჯავშნიანი შუშით დაამზადეს. დამნაშავისგან კი მხოლოდ ერთი ხელი და თავის ფრაგმენტი დარჩა. ტერორისტის პიროვნების დადგენა ვერ მოხერხდა.






იხილეთ ასევე:

1. იცით თუ არა, რომ ლენინს ტყუპისცალი ძმა ჰყავდა?

image

2. პუტინის კუბო და მისი დაკრძალვის სრული ცერემონია ქალაქის ცენტრში

image

0
126
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0