x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
(რელიგიური) ერებისა და (ქართული) ბრბოს ფსიქოლოგია

image

ჩემი ბლოგის სათაური „ვესესხე“ ფრანგ მოაზროვნეს, გუსტავ ლე ბონს და სახეცვლილება იმიტომ დავუმატე, რომ უფრო კონკრეტული გახდეს თუ რაზე ვაპირებ დაწერას. თავის დროზე, ლე ბონმა თავისი ნაწარმოებით („ერებისა და ბრბოს ფსიქოლოგია“) ორიგინალური, უნივერსალური მოდელი შექმნა, რითაც აიხსნება საზოგადოებრივი გამოხატვის ფორმები.

„ბრბოს არასოდეს შეუძლია შეასრულოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ამაღლებულ გონებას მოითხოვს“, ამბობს ლე ბონი და უკვე ნათელი ხდება, რომ ბრბოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სისულელეა, რადგან მისი შემადგენელი ინდივიდები პრიმატები არიან, უფრო უხეშად, რომ ვთქვათ ერთუჯრედიანები. ამით კი ვიღაც აუცილებლად ხეირობს, ვიღაცას აწყობს მარტივი ინდივიდები და მისგან, საჭიროებისამებრ წარმოქმნილი ვნებათა ღელვა.

საიდან იწყება ყველაფერი? ყველაფერი ზედაპირულობიდან იწყება, ცნობისმოყვარებოის დაბალი გრძნობიდან და ჩვენს რეალობაში შიშისგან ან სიზარმაცისგან.იმისათვის, რომ დაგიმტკიცოთ რა შუაშია ცნობისმოყვარეობის დაბალი გრძნობა ზემოთხსენებულ უტვინობასთან, რამდენიმე ისტორიულ ფაქტს მოგიყვანთ:


სტალინს მოსკოვში ორი მეგობარი ჰყავდა, ძმები ანასტას და ვასილი როზონოვები.1943 წელს, გაგანია ომში, ანასტას როზონოვს ცოლი მოუყვანია.სტალინს, მეგობრობის მიუხედავად, დიდად არ მოსდიოდა ანასტასი თვალში, ამიტომ „კა-გე-ბეს“ თანამშრომლებს მოაკვლევინა.შემდეგ, ვასილი დაიბარა თავისთან და უთხრა:’’პეტროვიჩ, მოიყვანე ცოლად შენი რძალი და გააგრძელე გვარი, რა გიშლის ხელს?თუ არ მოიყვან მოგკლავ“.ვასილიმაც, ვერ უთხრა უარი „ წითელ ბელადს“, მოიყვანა რძალი ცოლად, თუმცა მასთან სარეცელს არ იყოფდა.გაიგო სტალინმა, რომ ვასილი არ წვებოდა თავის რძალთან და მოკლა ის.

კითხულობთ ამ იგავს და ასკვნით: „საზიზღარი სტალინი“, „ფუ რა დამპალი ყოფილა“.

სინამდვილეში ზემოთხსენებული ისტორია გამოგონილია და რეალურად ბიბლიიდანა ის:’’ ერი, ღმერთის თვალში ბოროტი ადამიანი იყო და ამიტომ მოკლა იგი. ეს რომ მოხდა, უთხრა ღმერთმა ონანს: „დაწექი შენი ძმის ცოლთან, შეასრულე მასთან მაზლის ვალდებულება და აღუდგინე შთამომავლობა შენს ძმას“.იცოდა ონანმა, რომ შთამომავლობა მისი არ იქნებოდა და ამიტომ, როცა წვებოდა ხოლმე თავისი ძმის ცოლთან, თესლს მიწაზე ღვრიდა, თავისი ძმისთვის შთამომავლობა რომ არ აღედგინა. ბოროტებას სჩადიოდა ონანი ღმერთის თვალში და ამიტომ მან ისიც მოკლა“.

რეალურად, ბიბლიური იგავ-არაკები, არ შეიძლება აღიქვას პირდაპირ, რადგან იგი სპეციფიური და ფილოსოფიური ხასითისაა.ამ ისტორიით თუ გააბამთ ვინმეს ტვინს ხაფანგში, ბოლოს გეტყვით, რომ ღმერთმა, რადგან მოკლა ესეიგი ასე იყო საჭირო. ახლა სხვა მოვლენები მინდა გავიხსენოთ:

1.როცა ბორჯომის ხეობა იწვოდა, ერთი ჩემი ფეისბუქ მეგობარი წერდა, რომ ეს „ღვთის რისხვა იყო, რადგან რომის პაპს ვუმასპინძლეთ“ (არ გაიცინოთ)

2.მდინარე ვერეს ადიდების ტრაგედიის თაობაზე ფორუმებს წავაწყდი სადაც იწერებოდა, რომ ეს „თბილისში ჩამოსული უცხოელების გამო სჯიდა ხალხს ღმერთი“

3.უფრო ადრე კი, 2008 წლის ომზე, მახსოვს ორი ქალის საუბარი „ეტყობა ქართველი ხალხი ევროპის გზას, რომ დაადგა, ამ გარყვნილების ბუდეს, უფალი განრისხდაო“.

ახლა დაფიქრდით, რამდენი კატაკლიზმა და პოლიტიკური მოვლენა მიუწერიათ უფლის განრისხებაზე? რამდენი ოჯახის დანგრევა და უიღბლობა არის ღმერთის ნება? რამდენი ავიაკატასტროფასა და სიკვდილში ადანაშაულებენ ღმერთს?

ამის ახსნა ასეთია- საზოგადოების ნაწილს ღმერთი წარმოდგენილი ჰყავს დამსჯელ ჯალათად, რომელის სადამსჯელო ოპერაციებს ახორციელებს და ამით აგრესიულ ვნებას იკმაყოფილებს.ღმერთის სახელით ადგენენ, რაღაცის ნიმუშს, მოდელს, რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელოს ყველამ და რომლის უარყოფის შემთხვევაში აუცილებლად დაგსჯით ღმერთი. არადა, დემოკრატიული საზოგადოებისთვის არ შეიძლება ნიშან-სვეტის დადება და რკინის პრინციპების დანერგვა, პირიქით, პროგრესულმა საზოგადოებამ მუდამ უნდა იცვალოს ფორმა, დაუშვას შეცდომები და თუ სურს გაიმეოროს კიდეც ის.

რაც შეეხება ზედაპირულობას, ის რაც მორალურად მიუღებელია არ შეიძლება გამართლებული იყოს მართმადიდებლურად.უფრო ზუსტად, თუ მოვაცილებთ „უფლის რისხვას“ ბიბლიური იგავები ყოფა ცხოვრებაშიც იგივენაირად დასრულდებოდა - არც კაენის მსგავსი ძმა სურს ვინმეს და არც გოლიათის მსგავსი მტერი, ორივე დღემოკლეა.

ქრისტიანობის და ბიბლიის გაგება არასწორად გაგება, ისევე შობს უკონტროლო ბრბოს, როგორც მარქსის „კაპიტალის“ არასწორმა გაგებამ შვა კომუნიზმი.შაბლონივით მუდამ უნდა გვიტრიალებდეს თავში, რომ ქრისტიანობა ტოლერანტობასა და პიროვნულ განვითარებაში აისახება და არა პირიქით.სხვა შემთხვევაში კი შეიკვრება ბრბო, მარტივი ადამიანების ბრბო.მარტივი ადამიანი კი იარაღია, საშუალებაა და არა მიზანი.არასწორი გაგების მიზეზები კი ჩამოთვალე - ცნობისმოყვარეობის დაბალი გრძნობა, შიში, სიზარმაცე.

ვინ სარგებლობს არასწორად გაგებული რელიგიური ერით და ქართული ნაციონალიზმით? ვის აწყობს ბრბო და პრიმატები? გაუნათლებელ და სუსტ ადამიანს არ შეუძლია ის დაბრკოლებები გადალახოს რომელსაც ცხოვრება სთავაზობს, ამიტომ რჩება გამოსავალი - დაექვემდებაროს მას ვინც მასზე ძლიერია ან შეძლო თავი უფრო ძლიერად წარმოეჩინა.

ამრიგად, თუ ვინმე ან რამე, გარემოება გიკრძალავთ დასვათ კითხვა „რატომ?“, იცოდეთ რომ პრიმიტიულობის და შესაბამისად ბრბოს წევრობის საფრთხის ქვეშ ხართ.



0
97
1-ს მოსწონს
ავტორი:დავით შაქარიშვილი
დავით შაქარიშვილი
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0