x
image
_K_
როგორ გადავურჩეთ გარეულ ცხოველებს - ეს უნდა იცოდეთ!
ვიმედოვნებთ, რომ არასდროს მოგიწევთ მშიერ ლომთან შეხვედრა, მარტორქისგან გაქცევა ან სპილოსგან დამალვა. მაგრამ თუ ეს მაინც მოხდება, აუცილებლად უნდა იცოდეთ, როგორ მოიქცეთ ცოცხლად გადასარჩენად!









ზვიგენები


კარგი ამბავი: დედამიწაზე 150 სახეობის ზვიგენი არსებობს და მათგან მხოლოდ 20-ს შეუძლია თავს დაესხას ადამიანებს. ეს იმიტომ, რომ ზვიგენების უმეტესობა საკვებად არ მიგვიჩნევს.

ცუდი ამბავი: თუ ზვიგენი თქვენით "დაინტერესდება", მისგან თავის დაღწევა ნამდვილად არ არის მარტივი.


✸ იმისთვის, რომ არ გამოიწვიოთ ზვიგენი, ეცადეთ, არ გქონდეთ სისხლდენა და არ მოშარდოთ წყალში. ზვიგენებს სუნი კილომეტრებზე სცემთ.



✸ თუ ზვიგენს პირისპირ შეხვდებით, არ მიტრიალდეთ და არ სცადოთ პანიკურად გაქცევა, ამ ქცევით თქვენ ზვიგენის თვალში ნადავლს დაემსგავსებით. ნელა დაიხიეთ უკან.


✸ თუ ზვიგენი დაგიჭერთ, შეუტიეთ თვალებში და ლაყუჩების ადგილას. ეს ზონები მათ ყველაზე მგრძნობიარე აქვთ.


image









კენგურუები


კენგურუები მხოლოდ იმ შემთხვევაში შემოგიტევენ, თუ მათ ტერიტორიაზე შეიჭრებით. ამ შემთხვევაში ცხოველი საფრთხეს იგრძნობს. იმისთვის, რომ კენგურუებთან "კონფლიქტი" თავიდან აიცილოთ, გაითვალისწინეთ:


✸ ხველება. მოკლე და ჩუმი ხველება ავადმყოფობის ნიშანია. თუ კენგურუს ეგონება, რომ ავად ხართ, დიდი შანსია კონფლიქტის აცილების.


✸ ნელა დაიხიეთ უკან. ასე უფრო პატარა და ნაკლებად სახიფათო გამოჩნდებით კენგურუსთვის.


✸ არ მიტრიალდეთ და არ გაიქცეთ. ასე თუ მოიქცევით, კენგურუს გააღიზიანებთ, მას კი ერთ წამში შეუძლია ახტეს და დაგეწიოთ.


image







ლომები


თუ ლომს შეხვდებით, სცადეთ, თვალებში უყუროთ მას. არ მიტრიალდეთ ზურგით და არ გაიხედოთ უკან, რადგან შეწყვეტილი თვალების კონტაქტი ცხოველს თავდასხმის დროს მისცემს.


✸ სცადეთ, ჩანდეთ უფრო დიდი. მაღლა აწიეთ მკლავები ან მოსასხამი. თუ დიდი და საშიში გამოჩნდებით, ცხოველი თქვენთან შეტაკების თავიდან არიდებას ეცდება.


✸ ესაუბრეთ ლომს ზომიერად ხმამაღალი და თავდაჯერებული ხმით. გამოეცით ხმები და გამოიყენეთ ჟესტიკულაციები. ასეთი ქცევა მსხვერპლისთვის დამახასიათებელი არაა, მტაცებელი დაიბნევა და თქვენგან თავის შორს დაჭერას ამჯობინებს.


image








სპილოები


სპილოები ჭკვიანი და მეგობრული ცხოველები არიან. მიუხედავად ამისა, მათ შეუძლიათ შეუტიონ ადამიანებს, განსაკუთრებით მდედრ სპილოებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეთ სპლიყვებისთვის.


თუ სპილოს შეხვდებით, ყურადღება მიაქციეთ მის სხეულის ენას. მოხრილი ტანი და უკან გადაწეული ყურები იმას ნიშნავს, რომ ის თავს დაგესხმებათ და გადაგთელავთ.


✸ თუ ცხოველი შეგიტევთ, არ გაიქცეთ. სცადეთ, იპოვოთ რამე, რაც თქვენსა და სპილოს შორის ბარიერის დანიშნულებას შეასრულებს, მაგალითად ქვა ან ხე.


image








მარტორქები


მარტორქებს საკმაოდ ცუდი მხედველობა აქვთ. ამიტომაც მარტივია მათი შეშინება და იძულება, რომ თავს დაგესხათ. მარტორქებს შეუძლიათ 60 კმ/სთ სირბილი და მათგან გაქცევა საკმაოდ რთულია, თუმცა შეუძლებელიც არაა.


✸ მარტორქებისგან თავის დასაღწევად ერთადერთი ხერხი ხის უკან დამალვაა - ეს მათთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს. ეს ცხოველი არ გამოგყვებათ ბუჩქებში და მაღალ ბალახებშიც.


image






ჰიპიპოტამები (ბეჰემოთები)


ეს ცხოველები სახიფათოები არ ჩანან, მაგრამ მათი თავდასხმისგან უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე - ნიანგის. წონის მიუხედავად, ჰიპოპოტამებს 30 კმ/საათი სიჩქარით სირბილი შეუძლიათ. გარდა ამისა, მათი გაბრაზება საკმაოდ მარტივია.


✸ თუ ძალიან ცხელა, ეცადეთ, რომ თავი შეიკავოთ ბუჩქნარებიან ადგილას წასვლისგან. გვალვის დროს წყლის დონე დაბლა იწევს და ბეჰემოთები მაღალ ბალახებში ცდილობენ დამალვას.


✸ იმისთვის, რომ ჰიპოპოტამმა თავი დაგანებოთ, ხეზე, დიდ ქვაზე ან კლდეზე უნდა აძვრეთ. მოიცადეთ მანამ, სანამ ცხოველი არ წავა.


image








ხარები


გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, ხარები მოძრაობაზე რეაგირებენ და არა - წითელ (ან რომელიმე სხვა) ფერზე.


ამიტომაც, სცადეთ, გამართულად და მშვიდად იდგეთ. გამოიყენეთ ქუდი, მაისური ან რომელიმე სხვა ტანისამოსი სატყუარად. როცა ხარი მოგიახლოვდებათ, ეს ნივთი შორს გადააგდეთ და ცხოველიც მას გაჰყვება.


image









მედუზები


მედუზას ნაკბენს წარმოუდგენლად ხანგრძლივი და ღრმა ტკივილი მოაქვს. გავრცელებული აზრია, რომ ნაკბენზე მოშარდვა ტკივილს გაგიყუჩებთ, მაგრამ ეს მითია.


✸ ნაკბენი ჩამოიბანეთ მარილიანი წყლით. სუფთა წყალი მხოლოდ გაამწვავებს სიტუაციას. ჩამობანვის შემდეგ პინცეტით მოიშორეთ საცეცის ნარჩენები. თუ ანტჰისტამინური კრემი გაქვთ, წაისვით ნაკბენზე.


image








ალიგატორები და ნიანგები


ამ ცხოველებს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ყბები აქვთ დედამიწაზე. თუ ალიგატორის ან ნიანგის ხელში ჩავარდებით, მათგან თავის დაღწევა ადვილი ნამდვილად არ იქნება.


✸ თუ ცხოველი დაგიჭერთ, სცადეთ, თვალში დაარტყათ. თვალები და ხახა მათ ყველაზე მგრძნობიარე აქვთ. ამიტომაც, ამ ადგილებს დაუმიზნეთ თავის გასათავისუფლებლად.


✸ თუ ამჩნევთ, რომ ცხოველი მიწაზე თქვენკენ მოხოხავს, იხმაურეთ, რამდენადაც შეგიძლიათ და გაიქეცით ზიგზაგისებურად. ამ შემთხვევაში ხმაური და გაქცევა საუკეთესო გამოსავალია.


✸ თუ ხედავთ, რომ წყალში მოცურავს ნიანგი თქვენკენ, არ აშხაფუნოთ წყალი და არ იყვიროთ - ეს მის ყურადღებას უფრო მიიქცევს. სცადეთ, უკან გაცუროთ ისე ჩუმად, როგორც შეგიძლიათ.


image








გველები


გველების უმეტესობა შხამიანი არაა და არც საშიშია. გველების 80% მაშინ იკბინება, როცა ადამიანები მათ დაჭერას ცდილობენ.


✸ თუ ამჩნევთ, რომ გველი მოგყვებათ, ფეხი დააბაკუნეთ მიწაზე. ვიბრაცია მას დააბნევს და ჩამოგშორდებათ.


✸ თუ გველი გიკბენთ, არ სცადოთ ჭრილობის ამოწოვა, როგორც ფილმებშია ხოლმე. უკეთესია, ჭრილობა მოიბანოთ გამდინარე წყლით და გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება.


image








გორილები


გორილებს ჯუნგლების მეფეს ეძახიან და ამას თავისი მიზეზიც აქვს. ისინი ნამდვილი ლიდერები არიან, რომლებიც საკუთარ ოჯახს და საკუთარ ადგილს იცავენ. გორილები თავს არ დაგესხმებიან, თუ სწორად მოიქცევით.


✸ დაჯექით ისე, რომ გორილაზე დიდი და მაღალი არ გამოჩნდეთ. იჩურჩულეთ და წელში არ გასწორდეთ.


✸ იმ შემთხვევაში, თუ გორილა შეგიტევთ, ბურთივით მოიკუნტეთ. როგორც წესი, გორილები ამაყი ცხოველები არიან და უსუსურ არსებებს არ შეუტევენ.


image








ფუტკრები


ფუტკრები თავიანთ სკას იცავენ და იმ შემთხვევაშიც კი შეუძლიათ გიკბინონ, თუ სკას, უბრალოდ, გვერდით ჩაუვლით.


✸ ფუტკრებს შავი ფერი იზიდავთ. ამიტომაც, თუ შავი მაისური გაცვიათ, იმის შანსი, რომ მწერებმა გიკბინონ, უფრო დიდია.


✸ თუ თავს ფუტრების გუნდი ან ორიოდე მათგანი დაგტრიალებთ, სჯობს, ბნელ ადგილას დაიმალოთ. სინათლის ნაკლებობა ფუტკრებს აბნევთ.


image








ეკატერინა განდრაბურას ილუსტრაციები

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––



ასევე დაგაინტერესებთ:


12 ქვეყანა, სადაც ყველაზე იაფად და სასიამოვნოდ შეძლებთ მოგზაურობას


0
1359
7-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1359
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0