x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134046
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ გავარჩიოთ ტყავი ტყავის შემცვლელისგან
როგორ გავარჩიოთ ნატურალური ტყავი ხელოვნურისგან?როგორც წესი, მწარმოებელი ვალდებულია იარლიყზე მიუთითოს რისგანაა დამზადებული პროდუქცია, თუმცა იარლიყს ყოველთვის ვერ ენდობა კაცი. თანამედროვე ტექნოლოგია იმის საშუალებას იძლევა, რომ ხელოვნური მასალა ტყავს მაქსიმალურად გავდეს. რა ნიშნებით უნდა განვასხვავოთ ამ შემთხვევაში ნატურალური ტყავი ტყავის შემცველისგან?

1.ტყავი სითბოს ინარჩუნებს

image

ხელოვნური ტყავი სითბოს ვერ ინარჩუნებს, ნატურალური ტყავი კი მაშინვე თბება ხელში და სითბოს გარკვეული დროითაც ინარჩუნებს.


შეხების დროს ტყავის შემცველიც შეიძლება ცოტათი გათბეს, მაგრამ მისი ზედაპირი ამ დროს დანესტიანდება, ნატურალური ტყავი კი მშრალი რჩება.

თუ ხელში ერთდროულად აიღებთ ტყავის შემცვლელს და ნატურალურ ტყავს, განსხვავებას მაშინვე იგრძნობთ.


2. ზედაპირის “სახე"

imageნატურალურ ტყავს თავისი ბუნებრივი და განუმეორებელი სახე აქვს, ხელოვნური ტყავისთვის კი ისეთი სახეა დამახასიათებელი, რომელიც მეორდება და თან ამ სახის ფიგურები ერთი ზომისაა. თუმცა, თუ მუდამ ამ წესით ვიხელმძღვანელებთ, შეიძლება პრინტიანი ტყავიც ტყავის შემცვლელად ჩავთვალოთ.

განსაკუთრებული სტრუქტურის გარდა ნატურალურ ტყავს ფორებიც აქვს, რომელსაც, თუ ახლოდან კარგად დააკვირდებით ან გამადიდებელ შუშასაც დაიხმართ, ადვილად დაინახავთ. ფორები ქაოტურადაა განლაგებული.


3.უკუღმა პირი

imageშეეცადეთ ისეთი ადგილი იპოვოთ, სადაც ტყავის უკუღმა მხარის შემოწმება იქნება შესაძლებელი.

ნატურალური ტყავი-ზამშის ბოჭკოების მთლიანობაა. ხელოვნური ტყავის ფუძე კი ქსოვილია ან სინთეტიკა.


4.წონა-ეს არგუმენტია

image

ნატურალური ტყავი ყოველთვის მძიმეა ხელოვნურზე. ეს განსაკუთრებით ტყავის ქურთუკის გასინჯვისას იგრძნობა. თუმცა, შესაძლოა ცხვრის ტყავი უფრო ნაკლებს იწონიდეს, ვიდრე მსხვილფეხა რქოსნების.მაგრამ, ხელოვნური ტყავი მაინც ყველა ტყავზე უფრო მსუბუქია, ზოგ შემთხვევაში კი მისი წონა შეიძლება ზოგიერთი ქსოვილის წონაზე ნაკლებიც იყოს.


5.სუნი

image

ხელოვნური ტყავის ფეხსაცმელს მკვეთრი ქიმიური სუნი აქვს, რომელიც კარგა ხანს არ გადადის.

ნამდვილ ტყავს კი მსუბუქი, არამძაფრი სუნი აქვს, თუმცა ზოგჯერ მწარმოებლები სპეციალურ არომატიზატორებს იყენებენ, რომ ხელოვნურ ტყავს ნატურალური ტყავის სუნი მიეცეს.ეს მეთოდი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაამართლებს, თუ ტყავის შემცვლელი მაღალი ხარისხისაა, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერს ძალუძს ხელოვნური ტყავის მძაფრი სუნის გადაფარვა.


6. რეაქცია ნესტზე

image

ეს ძალიან ადვილი მეთოდია ტყავის განსასხვავებლად ხელოვნური ტყავისგან, მაგრამ ყიდვის დროს ამ მეთოდს ვერ გამოიყენებთ.ნატურალური ტყავი ტენს იწოვს. ეს განსაკუთრებით ღია ფერის ტყავზეა შესამჩნევი. ნესტის ლაქა მანამ არ გაქრება, სანამ ტყავი ბოლომდე არ გაშრება.


7.შეხებით შეგრძნება

imageნატურალური ტყავი არსდროს არაა პრიალა და გლუვი. მისი ფაქტურა ბევრნაირი შეიძლება იყოს, მაგრამ ხელის შეხებით იგრძნობა, რომ ხაოიანია. ხელოვნური ტყავი კი პრიალაა და მსგავსი რამ არ იგრძნობა.

თუ ტყავს გადაკეცავთ, გადაკეცვის ადგილას ის ფერს შეიცვლის მსუბუქად, მაგრამ კვალი არ დარჩება. ტყავისშემცვლელი კი პირიქით, ფერს არშეიცვლის, მაგრამ კვალი დარჩება.

0
351
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
351
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0