x
ზამთრის კურორტები საქართველოში
ზამთრის კურორტები

საქართველო ზამთრის კურორტებს შორის საუკეთესოა ამიერ კავკასიის ტერიტორიაზე. რაც მთავარია, ყოველწლიურად იზრდება მისი პოტენციალი ამ თვალსაზრისით
გვემატება, ახალი კურორტები, ახალი საბაგიროები, ტრასები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კი პატარა ქვეყანას აძლევს საშუალებას, რომ მოვიზიდოთ მეტი ზამთრის მოყვარული
ტურისტი, რაც, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის ზრდასთან.



2018 წლისათვის საქართველოს გააჩნია 4 ზამთრის სათხილამურო კურორტი: გუდაური, მესტია, ბაკურიანი, გოდერძი. ტარდება უამრავი ტური ყველა კურორტის მიმართულებით.



2018 წელს გათვალისწინებულია გოდერძის ევროპულ სტანდარტებში მოქცევის და იქვე ალპურ ბოტანუიკური ბაღის გაკეთება, ასევე აჭარა გეგმავს დაამატოს სათხილამურო გზები კურორტ გომარდულაზე.



უკვე გაკეთებულია ახალი ტრასა გუდაურში, რომელიც კოხტა გორას აკავშირებს "მიტარბი"-სთან, ასევე მესტიაში გაკეთდა ახალი საბაგირო გზა, ასე რომ შუა მესტიიდან პირდაპირ მოხვდებით ჰაწვალზე.


ბაკურიანი საქართველოში და მსოფლიოშიც ერთ-ერთი ულამაზესი კურორტია, ის მდებარეობს ზღვის დონიდან 1700 მეტრზე ბორჯომის ხეობაში.
ნამდვილად არ ინანებთ აქ წლის ნებისმიერ დროს დასვენებას, თუმცა რაღა თქმა უნდა, იგი გამორჩეულია, როგორც სამთო - სათხილამურო კურორტი.


ბაკურიანი სათხილამუროდ გამორჩეულია ორი მხარე, "კოხტაგორა", რომელიც ორი ნაწილისგან შედგება, სათხილამუროდ უმაღლესი წერტილია 2269 მეტრი
და დიდველი რომლის უმაღლესი წერტილია 2702 მეტრი.


გუდაური საქართველოში პირველი და კავკასიის მოწინავე კურორტია სამთო - სათხილამურო მიმართულებით. იგი მდებარეობს დიდი კავკასიონის ფერდობზე სამხედრო გზის მიმდებარედ. გუდაურში შესაძლებელია ყველა სახის მომხმარებლის დაკმაყოფილება, როგორც გაკვალულ გზებზე მოთხილამურეებისათვის, ასევე გაუკვალავზე თავისუფალი სტილის მოყვარულთათვის.
ასევე ტრასები განკუთვნილია როგორც, სამოყვარულე ასევე საშუალო და პროფესიონალი სპორცმენებისთვის. გუდაური პირველია, როგორც დაშვების სიმაღლით, ასევე ტრასების რაოდენობით.


2019 წლისათვის დასრულდება, პირველი ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა, მანამდე კი მოეწყობა ქალაქის ტიპის პატარა საცხოვრებელი სასტუმროები.
გუდაურის ტრასების საერთო სიგრძე დაახლოებით 33 კილომეტრია, უმაღლესი წერტილი 3276მეტრი, ხოლო დაშვების სიმაღლე 1283მეტრი.



სვანეთი, კერძოდ კურორტი მესტია ნამდვილად ულამაზესი ადგილია წელიწადის ნებისმიერ დროისთვის. მის ირგვლივ გარშემორტყმულია კავკასიის უდიდესი მწვერვალები, სწორედ
ამიტომ მესტია ითვლება ერთ-ერთ ულამაზეს კურორტად მსოფლიოში. ზამთრის სეზონს არ ჰყავს ბევრი ვიზიტორი, მაგრამ მიუხედავად ამისა აქ ვითარდება სამთო - სათხილამურო სპორტი,
აქ შესაძლებლობა გაქვთ ქალაქის ცენტრიდან საბაგიროს საშუალებით გადახვიდეთ ჰაწვალის მთაზე და დაკავდეთ თხილამურობით. მესტია წარმოდგენილია ორი მთით, ჰაწვალი და თეთნულდი.
თეთნულდის უმაღლესი წერტილია 3165 მეტრი, დაშვების სიმაღლე კი 895 მეტრია, ტრასების საერთო სიგრძე 13, 4 კილომეტრი.
ჰაწვალის უმაღლესი წერტილია 2348 მეტრი, დაშვების სიმაღლე კი 480მეტრია, ტრასების საერთო სიგრძე 5, 6კილომეტრი.


მთიანი აჭარა და გოდერძის უღელტეხილი ამ მიმართულებით ყველაზე ახალგაზრდაა, იგი როგორც სამთო - სათხილამურო კურორტი ჩამოყალიბდა 2015 წლიდან.


როგორც ყველა სხვა კურორტი, გოდერძიც ულამაზესია წელიწადის ნებისმიერ დროს. ზაფხულობით შესაძლებელია ცხენით და ველოსიპედით გასეირნება, ასევე ალპური მთის და ტყის ჰაიკინგი.
შესაძლებელია იქვემდებარე ულამაზესი "მწვანე ტბის" მონახულებაც.
რაც შეეხება ზამთრის სეზონს, კურორტზე ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწელს იზრდება, დაგეგმილია საბაგიროების და ტრასების დამატებაც. აუცილებლად გამონახეთ დრო ამ აჭარის მთიანი ნაწილის სანახავად.
გოდერძის უმაღლესი წერტილია 2364 მეტრი, დაშვების სიმაღლე კი 664 მეტრია, ტრასების საერთო სიგრძე 7, 3 კილომეტრი.

ტურების კატალოგი
0
1070
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა კიზოვსკი
ზურა კიზოვსკი
1070
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0