x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„სერიალ „ჩცდ“-ში მსახიობები პარტიული ნიშნით ჰყავთ დასაქმებული"
image


უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე მიიჩევს, რომ „რუსთავი 2“-ის სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ მსახიობებს პარტიული ნიშნით ასაქმებს. ამის დასტურად მას კონკრეტული მაგალითი მოჰყავს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.


"რუსთავი 2" რომ პარტიული ტელევიზია ეს არახალია, მაგრამ სერიალებშიც რომ მსახიობები პარტიული ნიშნით ჰყავთ დასაქმებული ეს უკვე მართლაც გულისამრევია.


ასე მაგალითად, "ჩემი ცოლის დაქალების'' ერთ-ერთმა მსახიობმა, ბიზნესმენ ჯონი ქალთევზაშვილის როლის შემსრულებელმა თენგო ხიდეშელმა საინფორმაციო სააგენტოზე გამოქვეყნებულ ჩემს სტატიაზე, სადაც სააკაშვილს ვაკრიტიკებ, როგორც ჩანს, ისეთი სულიერი ტრავმა მიიღო, ასაკოვანი ქალივით დაიწყო ჩემი წყევლა, ხოლო როცა პასუხი მოვთხოვე, კურდღელივით გაიძურწა. მივმართავ სერიალის რეჟისორს გიორგი ლიფონავას, თუკი ნაცმოძრაობის პარტაქტივს ასაქმებთ ამ სერიალში, ბადრია შუბლაძემ და მეგი გოცირიძემ რაღა დაგიშავათ. ერთი ეპიზოდური როლი მაინც მიეცით საბრალოებს, გაიხარებენ, " - წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.



image

1
108
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
108
  
2018, 16 თებერვალი, 10:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1