x
მეტი
  • 18.08.2018
  • სტატია:79547
  • ვიდეო:332293
  • სურათი:436800
ხარვეზები ახლადგახსნილ მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ - უხარისხო მშენებლობა?!

image


მეტროსადგურ „ვარკეთილის“ შემდეგ ხარვეზები ახლადრეაბილიტირებული სადგურ „უნივერსიტეტის“ ბაქანზეც გამოვლინდა. მგზავრები ნაკლოვანებების ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ინფორმაცია სატრანსპორტო კომპანიაშიც დაადასტურეს.


მეტროსადგურის ბაქანზე, მხედველობადაქვეითებული პირებისთვის სპეციალურად დაგებული ყვითელი ზოლის ფილების ნაწილი აყრილია. ასევე პრობლემა ფიქსირდება, ექსკალატორთან არსებულ გამჭვირვალე იატაკის მონაკვეთზეც.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ხარვეზებს სამუშაოების მწარმოებელი კომპანია უახლოეს დღეებში საკუთარი სახსრებით აღმოფხვრის. სატრანსპორტო კომპანიამ ეს მოთხოვნა მწარმოებელს უკვე აცნობა.
წინასწარ გაწერილი სახელშეკრულებო პირობების თანახმად კომპანია ორი წლის განმავლობაში დაზიანებულ შენობა ნაგებობის დეტალებს და ტექნიკა დანადგარებს გარანტიის ფარგლებში გამოცვლის. ესპანური კომპანია COBRA ASSIGNIA–ს პრობლემას მიმდინარე კვირაში მოაგვარებს.
“მეტროსადგურ უნივერსიტეტის სამშენებლო სამუშაოები ესპანურმა კომპანიამ COBRA ASSIGNIA -მ შეასრულა. მათვე, მოგვცეს ორწლიანი საგარანტიო პერიოდი, რაც გულისხმობს, როგორც შენობა-ნაგებობის, ასევე, ტექნიკა-დანადგარების შეცვლას. თუკი რამე წუნი გამოვლინდება, მას გამოასწორებენ ამ პერიოდში”- განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
image
0
133
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0