x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
4 მარტივი წესი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად
image

სახე-სავიზიტო ბარათია ქალისთვის. როგორ შევინარჩუნოთ მისი სილამაზე და სიქორფე დიდი ხნის განმავლობაში, ისე, რომ პლასტიკურ ქირურგიას და სხვა ძვირადღირებულ საშუალებებს არ მივმართოთ?


კონტრასტული აბაზანა

image


ამ დროს, პირველ რიგში, უმჯობესდება სისხლის კანქვეშა ცირკულაცია, შედეგად კანი ჯანსაღ იერს იძენს. მეორე-სისხლძარღვები ამ დროს ერთგვარ გიმნასტიკას ასრულებენ: ვიწროვდებიან ცივი წყლის ზემოქმედებით და ფართოვდებიან ცხელი წყლის ზემოქმედებით.. ეს პროცესი კი კანის კუნთოვანი ქსოვილების ტონიზირებას ახდენს.რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მიმიკური ნაოჭების გაქრობას.

დაიწყეთ პროცედურა თბილი წყლით.10-15 წამის შემდეგ ცივი წყლით დაიბანეთ სახე, შემდეგ კი მაშინვე ცხელი წყლით. გაიმეორეთ რამდენჯერმე. ასე თქვენ ხელს შეუწყობთ სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას ძარღვებში, რაც ხელს უწყობს შეშუპების მოხსნას. სპეციალისტები გვირჩევენ გავაკეთოთ ეს პროცედურა ყოველ დღე, დილით და საღამოს.

უკუჩვენება

ამ პროცედურას სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ის ადამიანები, რომელთაც გაფართოებული ან სუსტი კაპილარები, ვეგეტატიური ნევროზი, სისხლისმიმოქცევის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ან ორგანიზმში მიმდინარე რაიმე ანთებითი პროცესები აქვთ, მაგ: ანგინა, ცისტიტი და ა.შ.


მექანიკური პილინგი

imageეს პროცედურა კანიდან აშორებს მკვდარ და გარქოვანებულ ეპითელიუმის უჯრედებს, ათანაბრებს კანის რელიეფს, ასუფთავებს ფორებს და კანს ჯანსაღ და ქორფა იერს აძლევს.

სახლის პირობებში მექანიკური პილინგის ჩასატარებლად სკრაბი დაგჭირდებათ, რომელიც სველ კანზე უნდა წაისვათ მსუბუქი მოძრაობით, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, შემდეგ კი თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით მოიცილოთ ან რომელიმე ბალახის ნახარშით ჩამოიბანოთ.

უკუჩვენება

პროცედურის ჩატარება არ შეიძლება გამოხატული კუპეროზის, კანის ანთების და გაღიზიანების დროს.


მასაჟი

imageეს პროცედურა ერთგვარი ვარჯიშია კუნთებისთვის, რომლის შედეგადაც სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, ნაოჭები სწორდება კანი გლუვი და მკვრივი ხდება

მასაჟის ტექნიკის ათვისება პრაქტიკულად ყველას შეუძლია, მაგრამ მანამდე აუცილებელია სახის სამასაჟე ხაზების გულდასმით შესწავლა:

ნიკაპიდან ყურის ძირამდე

პირის კუთხეებიდან ყურის ნიჟარებამდე

ცხვირის ნესტოებიდან საფეთქლებამდე

შუბლის ცენტრიდან საფეთქლებამდე

პროცედურის დაწყებამდე აუცილებლად გაიწმინდეთ სახე.წაისვით მხოლოდ დამატენიანებელი კრემი ან ზეთი. შემდეგ ცოტა ხნით წამოწექით და მოდუნდით. დაიწყეთ თითის ბალიშებით მსუბუქი დარტყმები კანზე, სამასაჟე ხაზების მიმართულებით. შეგიძლიათ კანი მსუბუქად მოჩქმიტოთ, რომ სისხლის მიმოქცევა გაძლიერდეს. მასაჟის შემდეგ დაასვენეთ სახის კანი 10 წთ-ით და შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

უკუჩვენება

მასაჟის ჩატარება არ შეიძლება კანის ნებისმიერი დაავადების დროს.


ფეისფიტნესი

imageსახის კუნთები ასაკის მატებასთან ერთად ტონუსს კარგავენ, შედეგად კანი და სახის კონტურები ეშვება. ამ უსიამოვნო ცვლილებასთან საბრძოლველად საჭიროა სახის მუსკულატურის გამაგრება.

სახის გიმნასტიკაში აუცილებელია ტექნიკის ცოდნა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ შესაძლოა ზიანი მიაყენოთ თქვენ თავს.

უკუჩვენება

როგორც სპორტის ნებისმიერ სახეობას, ფეისფიტნესსაც თავისი უკუჩვენებები აქვს. მისი შესრულება უკუნაჩვენებია:ჰიპერტენზიის, ჰიპერტონიული კრიზის, სამწვერა ნერვის ანთების და სახის სხვა ანთებითი დაავადებების, ბოტოქსის ინექციის და ცოტა ხნის წინ ჩატარებული სახის პლასტიკური ოპერაციის დროს.

0
54
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0