x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
დეკორირებული იატაკი საკუთარი ხელით (რთული არ არის!)

დასასხმელი 3D იატაკი — უნიკალური ზედაპირია, რომელსაც არა აქვს გადაბმის ადგილები და 3 ფენისგან შედგება. ესენია: საბაზო, დეკორაციული და ფინიშური. მისი მონტაჟი პოლიმერული დასასხმელი იატაკის მონტაჟის ანალოგიურია. ხოლო შედეგი, მხოლოდ თქვენს კრეატიულობაზე და (ხელოსნის) ოსტატობაზე არის დამოკიდებული. imageაქვე უნდა აღინიშნოს, რომ დასასხმელი 3D იატაკი არც ისე იაფიანი სიამოვნებაა და ხარჯების ძირითადი ნაწილი, არა მასალაზე, არამედ დეკორაციულ ფენაზე – გამოსახულებაზე მოდის. თუ გამოსახულების საქმეს მოაგვარებთ, ჩათვალეთ, რომ ნახევარი საქმე გაკეთებული გაქვთ.

გარდა ამისა, უნდა იცოდეთ, რომ იატაკს ისეთივე ეფექტი აქვს, როგორც ფილებს და მეტლახს, ანუ ზაფლულში გრილია, ზამთარში – ცივი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იატაკის ქვეშ, გამათბობლის მონტაჟი არ შეიძლება.imageimage

imageთუ გადაწყვიტეთ ასეთი იატაკის დამონტაჟება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უპირველეს ყოვლისა, სურათი უნდა შეირჩეს. ამ მხრივ, საქმე გაგიადვილდებათ, თუ ფოტო ან გრაფიკური რედაქტორის რომელიმე პროგრამას, მაგ., ფოტოშოპს ფლობთ. ამ შემთხვევაში, თავადვე შეძლებთ სურათის მომზადებას:
სურათს მაღალი რეზოლუცია — მინიმუმ 300 dpi უნდა ჰქონდეს. ძალიან ეფექტური გამოდის იატაკი, თუ მასზე ბუნების ხედებია ასახული.

გამოსახულების შერჩევის შემდეგ, საჭიროა მისი დამუშავება გრაფიკულ რედაქტორში:

I. დადექით ოთახის შესასვლელთან და გადაუღეს სურათი ოთახს. შეეცადეთ სურათი ისეთი რაკურსით გადაიღოთ, როგორსაც შესვლის დროს, ზღურბლიდან ხედავთ (ქვედა კუთხეები არ გამოჩნდება, მაგრამ მისი გათვალისწინება მონტაჟის დროს მოხდება).

II. ფოტოშოპში ან სხვა რედაქტორში, ისე დაამონტაჟეთ სურათები, რომ გამოსახულების ქვედა კიდე, ოთახის ქვედა ზღურბლს ემთხვეოდეს, ხოლო ზედა, «პერსპექტივის» გამოყენებით, ოთახის კუთხეებზე უნდა დასვათ.

III. მოაცილეთ გამოსახულებას ოთახის ფენა და გამოსახულება, თეთრი ფონით, შეინახეთ *png ფორმატში.

imageimage

imageშენიშვნა: ფოტორედაქტორებში მუშაობის პრაქტიკა თუ არა გაქვთ, დიზაინერს მიმართეთ. ეს ბევრად უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე ხელოსნის დაქირავება, რომელიც ყველაფერს თავად გააკეთებს.

IV. მას შემდეგ, რაც გამოსახულებას ფლეშკაზე გადაწერთ, შეგიძლიათ ნებისმიერ კომპანიას მიმართოთ, რომელიც გარე რეკლამების ბეჭვდვით არის დაკავებული. იქ იციან, თუ როგორ უნდა მოექცნენ თქვენს გამოსახულებას. მთავარი მხოლოდ ის არის, რომ ტილომ, რომელზეც სურათის დაბეჭვდვა მოხდება, პოლიმერებთან და ლაკთან კონტაკტს გაუძლოს. ჩვეულებრივ, ამ მიზნისთვის საბანერო ქსოვილს იყენებენ, რომელიც ნალექსაც უძლებს და ტემპერატურის ცვლილებასაც.imageიატაკის მონტაჟი ბეტონის მოსწორებულ ფენაზე ე. წ. ბეტონის სტიაჟკაზე ხდება. ის იდეალურად სწორი უნდა იყოს. თუ ბეტონი ახალი დასხმულია, ტექნოლოგიურად, მასზე იატაკის მონტაჟი, მხოლოდ 28 დღის შემდეგ შეიძლება – მუშაობის დაწყების წინ, ბეტონის საფარის ტენიანობა 4% არ უნდა აღემატებოდეს.
იმ შემთხვევაში, თუ ბეტონის ფენა ძველია, მისი ზედაპირის სრული რესტავრაცია არის საჭირო: უნდა ამოივსოს, ყველა ღარი და ნაპრალი, მოსცილდეს საღებავის ლაქები და ბოლოს, მისი ზედაპირი უნდა გადახეხეხოს (შლიფოვკა).
imageდაგრუნტვა

imageimage

imageდაგრუნტვა ხდება წყლის დისპერსიული წებოთი და როგორც უკვე აღინიშნა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბეტონის ფენა მშრალი და კარგად დამუშავებული იქნება. უნდა გახსოვდეთ, რომ პოლიმერულ მასალებს სინოტივე «არ უყვართ» და თუ შესაბამისი პირობები არ იქნება დაცული, ფენებს შორის მჭიდრო კავშირი ვერ დამყარდება.

imageსაბაზო ფენა

imageამ სახის იატაკებისთვის, საბაზო ფენად, პოლიმერული საფარი გამოიყენება. მისი სისქე 3 მმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ასეთი სისქის მიუხედავად, მას შეუძლია ძალიან დიდ დატვირთვას გაუძლოს. სურვილის და ჩანაფიქრის მიხედვით, საბაზო ფენა შეიძლება იყოს როგორც გამჭვირვალე, ისე ფონური, ანუ რომელიმე ფერის და მასზე, გაშრობის შემდეგ შეიძლება დეკორახიის პატარა-პატარა ელემენტების განთავსება.

პოლიმერული იატაკი მალე შრება და მისი დასხმა-გაშლისთვის მხოლოდ 30 წუთი გექნებათ. ამის გატვალისწინებით, დასასხმელი მასა მხოლოდ მიქსერის გამოყენებით უნდა მოამზადოთ და მას ჩართავთ, ჭურჭელში ჯერ პოლიმერი და გამხსნელი ჩაასხით.

imageimage

imageსაუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ სამუშაოს ამ ნაწილს, ერთდროულად რამდენიმე ადამიანი გააკეთებს. ამ შემთხვევაში, იდეალურად სწორე ზედაპირი მიიღება.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, იატაკზე პოლიმერის განაწილება ნემსებიანი (სურათზე ზევი) ლილვაკით უნდა მოხდეს, რომ მასში არსებული ჰაერის ბუშტების გამოთავისუფლება მოხდეს და ზედაპირი უფრო მეტად სწორე გამოვიდეს. გარდა ამის, იატაკზე კვალი რომ არ დატოვოთ, ფეხსაცმელზე სპეციალური ძირები უნდა მიიმაგროთ (სურათზე და ვიდეოზე ქვემოთ), წვრილსაყრდენებიან პლატფორმაზე და აირწინაღიც არ დაგავიწყდეთ.image

image

imageამის შემდეგ, საჭიროა ლოდინი, მინიმუმ 7 დღე. მაგრამ, თუ შემდეგი ფენა ტილო არ იქნება, ანუ თუ დეკორაციული ფენა ქვებით, ნიჟარებით ან სხვა ელემენტებით შეიქმნება, მაშინ ლოდინი საჭირო არ არის.

image

imageდეკორირება

imageimage

image

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, დეკორაციული იატაკის გასაკეთებლად, ტილოზე ამობეჭდილი სურათის დაფენა საჭირო არ არის. დეკორირება სხვადასხვა სახის ელემენტებით შეიძლება და იმ შემთხვევაში, თუ ეს ელემენტები ღრუს შეიცავს, მაგ., როგოც ნიჟარები, მაშინ მასალის მომზადება წინასწარ უნდა მოხდეს, რაც ღრუს, თაბაშირით ან პოლიმერული თიხით ამოვსებას და გაშრობას გულისხმობს. დეკორის ელემენტების განთავსება და უზორის შექმნა, ოდნავ შემშრალ პოლიმერულ ფენაზე ხდება და ამ შემთხვევაში, ზემოთ ხსენებული პლატფორმიანი ძირები, ნამდვილად რომ აუცილებელი იქნება.

გარდა ამისა, პოლიმერულ ფენაზე, აკრილის საღებავებით ხატვაც შეიძლება. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოცდილება ან მხატვრის მიწვევა არის საჭირო, ან უკიდურეს შემთხვევაში, ტრაფარეტებითაც შეიძლება იატაკის მოხატვა. საღებავის გაშრობის შემდე, ზემოდან დამცავი ლაკის გადასმა შეიძლება.

რაც შეეხება სურათს, ტილო რომელზეც ის არის დაბეჭდილი, იატაკის ზომაზე ოდნავ დიდი უნდა იყოს და გაშლისას, ზედმიწევნით კარგად უნდა გაასწოროთ. ამის შემდეგ, გამოსახულების გაუცხიმოვნების მიზნით, მას ზემოდან მეთილის სპირტი უნდა გადაუსვათ.
imageსაფინიშო ფენა

image

3D იატაკის ბოლო ფენა ყოველთვის გამჭვირვალეა და მისი სისქე 3 მმ-ს არა აღემატება. ამიტომ, ამ ფენის დასხმის დროს, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო. პოლიმერის გაკეთება სახლის პირობებშიც შეიძლება. ამისთვის ერთმანეთს გამხსნელი და ეპოქსიდის ფისი უნდა შეურიოთ, პროპორციით 1:2. თუმცა, არსებობს უკვე გამზადებული პოლიმერი, – ორ კომპონენტიანი ჩასასხმელი მასა ეპოქსიდის ფისის ბაზაზე.

ვიდრე ამ ფენის დასხმას დაიწყებთ, გააკონტროლეთ ოთახის ტემპერატურა. ის არ უნდა აღემატებოდეს +30 გრადუსს. ფენის დასხმის ტექნოლოგია კი საბაზო ფენის დასხმის ანალოგიურია. გამყარება 30-35 წუთში იწყება და ამ დროში, ფენის განაწილება უნდა მოასწროთ. სრულად იატაკი 48 საათში შრება. მაგრამ, ოთახში შესვლა, მხოლოდ 1 კვირის შემდეგ შეიძლება.

თუ ფენის დასხმა დიდ ფართობზე არის საჭირო, მისი დაფარვა ნაწილ-ნაწილ უნდა მოხდეს ან ერთდროულად რამდენიმე ადამიანმა უნდა იმუშაოს და გაშრობის პროცესში იატაკი დაცული უნდა იყოს მტვრისგან და მზის პირდაპირი სხივებისგან.

imageimage

imageდამცავი ლაკიimageimageimageimage

მას შემდეგ, რაც საფინიშო ფენა სრულად გაშრება, რეკომენდირებულია მისი დაფარვა სპეციალური, იპოქსიდის დამცავი ლაკით, იატაკის ტექნიკური დაზიანებისგან დასაცავად და სიპრიალის შესანარჩუნებლად. ლაკი 1 დღე-ღამეში შრება, მაგრამ კარგი იქნება, თუ ოთახში შესვლისგან 2-3 დღე თავს შეიკავებთ.

imageimageP. S. ასეთი იატაკი რეკომენდირებულია «სველი» ადგილებისთვის – სამზარეულო, აბაზანა, ტუალეტი. თუმცა, საძინებელში და სასტუმრო ოთახებშიც ეფექტური იქნება, თუ სურათის შერჩევა სწორედ მოხდება.

imageimageimageimageimageimage

image

1
1181
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1181
  
2018, 10 მარტი, 18:41
სიემჯი ჯგუფი გთავაზობთ , კრისტალურად გამჭირვალე ორ კომპონენტიან ეპოქსიდის ფისს, გამოყენება:
სხვადასხვა დეკორატიული და საიუველირო ნაკეთბები, მაგიდები, ნიჟარები, სამზარეულოს ზედაპირები, 3დ იატაკები, კარბონის დეტალები და სხვ... იხილეთ ნიმუშები ფოტოგალერეაში.
ტელ: 55555-18-11, 790101050, 574404444.
WWW.COMPOSITE.GE
0 1 1