x
image
Culture Express
ლეილა აბაშიძე რეანიმაციაში გადაიყვანეს, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

image ლეგენდარული ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე ინსულტის დიაგნოზით ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. "იბერიის" ინფორმაციით ლეილა აბაშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

image" ქალბატონი ლეილა რამოდენიმე დღის წინ შემოიყვანეს კლინიკაში, მას აქვს გაჟონვა, დღეს 4 საათზე შეიკრიბება კონსილიუმი და გადაწყვეტენ სამოქმედო გეგმას ქალბატონი ლეილას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. " აცხადებს დავით ოქიტაშვილი

imageლეილა აბაშიძემ პირველი როლი ფილმ "ქაჯანაში" ითამაშა 1941 წელს, სადაც პარტნიორობა უდიდეს ქართველ მსახიობს ნატო ვაჩნაძეს გაუწია. აქედან იწყება მისი კინო კარიერა, მის მიერ ნათამაშები "ჭრიჭინა" საბჭოთა კავშირის მასშტაბებსაც გასცდა, ის პირველი ფერადი ფილმი გახლდათ საბჭოთა კავშირში. ლეილა აბაშიძე ფილმში "შეხვედრა წარსულთან" განსახიერებული მთავარი როლისთვის დაჯილდოებულია პრიზით - დრამატიზმისთვის და ტრაგიზმისთვის საკავშირო კინოფესტივალზე.

image

1
489
3-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
489
  
0 1 1