x
მეტი
  • 27.05.2018
  • სტატია:77361
  • ვიდეო:330075
  • სურათი:433480
რა არის პიროვნების გაორება და როგორია მისი სიმპტომები? - ეს უნდა იცოდეთ!

image


ტერმინი „პიროვნების გაორება“ დიდი ხანია არსებობს, ამიტომ ამ დაავადების სიმპტომები და მიზეზები უკვე დიდი ხანია ცნობილი და შესწავლილია. თანამედროვე სამყაროში ეს მოვლენა გაცილებით ხშირად გვევლინება, ვიდრე მანამდე. ყვლაფერი კი გამოწვეულია ცხოვრების სწრაფი რიტმით, დიდი რაოდენობის სტრესითა და ემოციური დათვირთვით.




„პიროვნების გაორება“ - ეს არის დაავადება, რომელიც ადამიანში ვლინდება მეორე პიროვნების გამოვლინების შემდეგ. მარტივად, რომ ვთქვათ ერთი პიროვნება შეიძლება სრულიად განსხვავებულად რეაგირებდეს ერთი და იგივე სიტუაციაზე. მისი რეაქცია და ქმედება დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი პიროვნება დომინირებს ამ გარკვეულ მომენტში მასზე. არსებობს შემთხვევები, როცა დაავადება იმდენად ვითარდება და მდგომარეობა მძიმდება, რომ ადამიანს ავიწყდება თუ რას აკეთებდა გარკვეული დროის განმავლობაში. არსებობს შეგრძნება, რომ თიითქოს ის ცხოვრობს განსხვავებულ, პარალელურ სამყაროებში, რომლებიც არასოდეს იკვეთება ერთმანეთთან.


ამ დაავადების მარტივი ფორმა ასე გამოიყურება : პიროვნება გრძნობს თავს ერთ მთლიან არსებად, მაგრამ ხანდახან ახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომელიც მისთის არ არის დამახასიათებელი. ძალიან ხშირად პიროვნების გაორება ემართებათ პიროვნებებს, რომლებიც არიან ნარკოტიკის ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.



პიროვნების გაორების სიმპტომები:

  • გაუწონასწორებლობა:
  • გარე სამყაროსთან კონტაქტის დაკარგვა;
  • მეხსიერების ნაწილობრივი კარგვა.
  • ძილის პრობლემები.
  • ძლიერი თავის ტკივილები
  • გაძლიერებული ოფლიანობა.
  • ლოგიკური აზროვნების დაკარგვა.
  • ხასიათის ხშირი ცვლილება და სხვა.

ადამიანი, რომელსაც გააჩნია პიროვნების გაორება ძალიან ხშირად იკარგება დროსა და სივრცეში. ხშირად ეცვლება ხასიათი, ერთ მომენტში შეიძლება ბედნიერი იყოს და სიცოცხლე უხაროდეს, მეორე წამს კი სიცოცხლის დასრულებაზე ოცნებობდეს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს ადამიანები ვერასოდეს იაზრებენ თვითონ ამ დაავადების არსებობას.


0
57
1-ს მოსწონს
ავტორი:მ.გორგაძე
მ.გორგაძე
57