x
მეტი
  • 18.10.2018
  • სტატია:81741
  • ვიდეო:333796
  • სურათი:438918
კიდევ რა მოხდა 14 თებერვალს?

image

14 თებერვალს მსოფლიოს ნაწილი საკუთარი სურვილისამებრ აღნიშნავს(ან არ აღნიშნავს) წმინდა ვალენტინის ანუ შეყვარებულების დღეს, თუმცა ჯერჯერობით უმეტეს ქვეყნებში არც საერო და არც საეკლესიო დღესასწაულად არ არის მიჩნეული.



კათოლოკიური ეკლესია ამ დღეს 1969 წლის რეფორმის შემდეგ აღარ აღნიშნავს, რაც შეეხება მართლმადიდებულ ეკლესიას, მისი ხსენების დღე 19 ივლისია;ისლამური რელიგია საერთოდ ნეგატიურად არის განწყობილი მის მიმართ.(მაგალითად საუდის არაბეთში ამის გამო მსხვილი ჯარიმაა დანიშნული)რაც შეეხება ბუდიზმს უფრო ლოიალურად არის განწყობილი, მაგალითად იაპონიაში წმ.ვალენტინის დღეს გასული საუკუნის 30–იანი წლებიდან აღნიშნავენ.


14 თებერვალი, ყველასთვის ასოცოცირდება შეყვარებულთა(ან სიყვარულის)დღედ, მოდით გავიხსენოთ კიდევ რა მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა ამ დღეს მსოფლიოში?


***286 წელი ოქროს ლეგენდის თანახმად, იმ დღეს იგი იმპერატორ კლავდიუსის ბრძანებით საველე ექიმის და მღვდელი ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს. კლავდიუსმა ქორწინება აკრძალა, მაგრამ ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს რომის იმპერატორისგან მალულად მაინც აღასრულებდა.

image

*** 1349 წელს შავი ჭირის გავრცელების ბრალდებით სტრასბურგში მოკლეს 2000 ებრაელი, აქედან 900 ცოცხლად დაწვეს, გადარჩენილები პოლონეთში კაზიმირ III დიდმა შეიფარა

image

***1799 წელს ცნობილი მოგზაური და მკვლევარი ჯეიმზ კუკი სენდვიჩის კუნძულებზე ადგილობრივმა აბორიგენმა კანიბალებმა ჯერ მოკლეს შემდეგ შეჭამეს.

image


*** 1909 წელს დაიბადა ქართველი საბავშვო პოეტი მაყვალა მრევლიშვილი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლის მფლობელი.

image


***1912 წელს არიზონა აშშ-ს მე-48 შტატი გახდა.

image


*** 1918 წელს საბჭოთა კავშირი გადადის ახალ, გრიგორიანულ კალენდარზე(თუმცა ეკლესია ისევ, ძველ იულიუსის კალენდარით ხელმძღვანელობს)

image


***1929 ხოცვა-ჟლეტვა წმ.ვალენტინის დღეს-ჩიკაგოში ალ კაპონეს ბანდის ოთხმა წევრმა მოწინააღმდეგე ბანდის, ბიგ მორანის 7 განგსტერი ერთ-ერთ გარაჟში შეიტყუეს და ჩაცხრილეს. ( ბანდის მეთაურმა შემთხვევით დააგვიანა მისვლა და გადარჩა)

image


*** 1934 წელს დაიბადა ოთარ აბესაძე, ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და მემონტაჟე.ავტორი ფილმებისა:ესკულაპეს მოწაფე (1977) ანარეკლი (1974) ჩემი ქალაქის ვარსკვლავი (1970) მალე გაზაფხული მოვა (1967) და სხვა.

image

*** 1936 წელს დაიბადა ანა გერმანი, პოლონელი კომპოზიტორი და მომღერალი, უამრავი საერთაშორისო კონკურესების ლაურეატი.

image

***1939 წელს ჰამბურგში წყალში ჩაუშვეს ლეგენდარული სამხედრო ხომალდი"ბისმარკი".

image

***1944 წელი, დაიბადა ალან პარკერი, ინგლისელი კინორეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი და მსახიობი, დიდი ბრიტანეთის რეჟისორთა გილდიის თანადამაარსებელი, მისი გადაღებული მუსიკალური ფილმი:"პინკ ფლოიდი: კედელი"

image

***1953 წელს მექსიკის ყურეში ჩამოვარდა Douglas DC-6, დაიღუპა 46 ადამიანი.

image

***1961-გარდაიცვალა აკაკი ბელიაშვილი, ქართველი მწერალი და სცენარისიტი, ცნობილი სამტომიანი ისტორიული რომანით "თავგადასავალი ბესიკ გაბაშვილისა" (1945-1948), რომელშიც გამოჩენილი პოეტის მხატვრულ ბიოგრაფიასთან ერთად წარმოდგენილია XVIII საუკუნის საქართველოს საზოგადო-პოლიტიკური ცხოვრება და რომანი "ოქროს ჩარდახი", აგრეთვე ავტორი რომანის "ვეფხია ხალიბაური".რომელიც შემდგომ ფილმად გადაიღეს(ისინი ჩამოვიდნენ მთიდან)

image

***1966 წელი-, 25 -მა ცნობილმა მეცნიერმა და ხელოვნების მოღვაწემ ბრეჟნევს მისწერა წერილი, რომ არ დაუშვას სტალინის "ნაწილობრივ არ ირიბი რეაბილიტაცია"

image

***1979 წელი-ავღანეთში ჯერ მძევლად აივანეს შემდეგ კი მოკლეს აშშ-ს ელჩი ადოლფ დაბსი.

image


*** 1988 წელი -ლენინგრადში დაიწვა რუსეთის სამეცნიერო აკადემიის ბიბლიოთეკა.ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძარი ბიბლიოთეკების ისტორიაში, ჯერ მესამე სართულის საგაზეთო ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიწვა, დილით ადრე კი ხანძარი განახლდა და მოედო მე-4 და მე-5 სართულებს.

image


*** 1987 -დაიბადა იულია სავიჩევა, ცნობილი რუსი პოპ-მომღერალი.

image


***1988 -დაიბად აკეტი ბოლანდი, კანადელი მსახიობი, ცნობილი მრავალი ამერიკული სერიალებიდან, თამაშობს ფილმებშიც.

image


***1994 წელი, სიკვდილით დასაჯეს ყველაზე ცნობილი საბჭოთა სერიული მკვლელი ანდრეი ჩიკატილო.

image


***2003 წელის გარდაიცვალა მსოფლიოში პირველი კლონირებული ცხვარი, სახელად დოლი, ცხოველმა 6, 5 წელიწადი იცოცხლა.

image


***2005 წელი-შეიქმნა ყველაზე ცნობილი ვიდეოჰოსტინგი YouTube

image

***2008 მასობრივი მკვლელობა ილინოისის უნივერსიტეტში(აშშ)დაიღუპა 24 ადამიანი(თავდამსხმელის ჩათვლით)

image


***2010 -52 წლიანი შესვენების შემდეგ მუშაობა განაახლა ფლორენციის ტრამვაიმ.

image


0
23
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0