x
,,MARVEL'' - კომიქსები თუ კომედიები
“MARVEL'' ბევრისთვის საყვარელი ამერიკული კომიქსების სტუდიაა. ამ კომიქსებზე უამრავი მულტფილმი თუ მაღალბიუჯეტიანი ფილმია გადაღებული. კომიქსების გმირების როლს ისეთი ცნობილი და ნიჭიერი მსახიობები ასრულებენ როგორებიც არიან რობერტ დაუნ უმცროსი, სკარლეტ იოჰანსონი, კრის ევანსი, მარკ რუფალო და სხვები.

“MARVEL

მარველის გმირები მარველის სამყაროში ცხოვრობენ და მათი ცხოვრება სულაც არაა ადვილი. ისინი სუპერგმირები არიან და მათი საქმეა ყველანაირ ბოროტებასთან ბრძოლა. მიუხედავად ასეთი დატვირთული “გრაფიკისა'', სუპერგმირების ცხოვრებასა და საქმეებს თან სდევს ძალიან სახასიათო იუმორი, რომელიც მარველის პროდუქტს სხვებისგან გამოარჩევს.

მინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე ეპიზოდი ძალიან ცნობილი ფილმებიდან, რომლებსაც სიცილის გარეშე ვერ უყურებთ. ეს არის მარველის ის განსაკუთრებული იუმორი, რომელიც თითქოს უადგილო, მაგრამ ძალიან სასურველია, მიუხედავად იმ მძიმე ფონისა, რომელიც სიუჟეტის შინაარსს უნდა ახლდეს.


1. “რკინის კაცი - 3". ბოლო სცენა. გადამწყვეტი ბრძოლა ბოროტებასთან. თითქოს უკვე ყველა ხერხი ნაცადია, ყველა შანსი გამოყენებულია, ყოველი ღონე ნახმარია, არაფერი გამოდის და ამ დროს ჩნდება ბოლო იმედი. სიუჟეტი კულმინაციას აღწევს და რა ხდება....


მიუხედავად ამისა ყველაფერი “ჰეფი ენდით" სრულდება..


2. “შურისმაძიებლები''. მარველის გმირების გაერთიანება ბოროტების წინააღმდეგ. ჰალკი მათი ერთ-ერთი ძლიერი, თან საშიში გმირია. ის და ღმერთი თორი უზარმზარ ურჩხულს ერთად ამარცხებენ, მაგრამ ჰალკი თავის სიბრაზეს მაინც ვერ თოკავს და ამას აკეთებს..


3. “Dead Pool". ალბათ ყველაზე მხიარული, უდარდელი და სასაცილო X-ადამიანი მარველის დედპულია. საინტერესოა მისი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ და როგორ შეუძლია რომ ყველაფერს იუმორით შეხედოს. არ უყვარს სენტიმენტალური მომენტები და ამ ეპიზოდში ეს ძალიან კარგად ჩანს..


4. “შურისმაძიებლები". საშინლად სასაცილო სცენა კვლავ შურისმაძიებლებიდან. უაღრესად გაბრაზებული მწვანე გოლიათი მზადაა მოკლას ბოროტი ღმერთი “ლოკი". თუმცა ლოკი მას აჩერებს რომ შეახსენოს თუ რამდენად არარაობაა ღმერთის წინაშე. ჰალკის მოქმედება კი თვითონ ლოკისაც დააფიქრებს არის თუ არა ნამდვილად ღმერთი..


5. “თორი - რაგნაროკი". მოკლედ ჰალკი არის გმირი, რომლის საქციელებიც უმეტესად სასაცილო და სამხიარულოა. მარველის უახლეს ფილმში “თორი - რაგნაროკი" ჰალკი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს ბოროტებასთან ბრძოლაში. მას შემდეგ რაც ადამიანურ სახეს დაიბრუნებს, კვლავ საჭირო გახდება მისი სუპერ ძალები. გიგანტად გადასაქცევად ის თვითმფრინავიდან ხტება. უმაგრესი სცენაა, მაყურებელი ელოდება რომ ჰალკი ჩამოხტება, უზარმაზარ ძაღლს სეირს აჩვენებს და ხალხს გადაარჩენს, მაგრამ...


რა თქმა უნდა ჰალკიმ თავისი საქმე მაინც გააკეთა..

6. “შურისმაძიებლები". ბოლოსთვის შემოვინახე კლასიკა. ეს მომენტი ყველაზე მეტად გამოხატავს თუ რამდენად ძლიერი, სარკაზმული იუმორია ამ ფილმებში. სცენა კვლავ შურისმაძიებლებიდან. თორისა და ლოკის დიალოგი და უმცროსი ძმის საოცარი სარკაზმი..


რა თქმა უნდა ამათ გარდა უამრავი მომენტია მარველის ფილმებში, რომელსაც სიცილის გარეშე ვერ “გაატარებ"..


ასევე ნახეთ:

მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი კადრები ფილმებიდან

ფრაზები ფილმებიდან

“ფილმი გამოცანა" - 8 საინტერესო ფილმი უცნაური ფინალით

2
31
3-ს მოსწონს
ავტორი:ლმძე
ლმძე
31
  
2018, 25 მარტი, 1:13
რაგნაროკი ყველაზე კარგი იყო, ბოლო მომენტი მიყვარს განსაკუთრებით ;დ
0 1 2