x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
"ბებერი ქალბატონები" 14 თებერვალს მოგების გარეშე შეხვდებიან
image



დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩები გაიმართა.


შვეიცარიაში, ადგილობრივმა "ბაზელმა" პრემიერლიგის გრანდს უმასპინძლა და შეხვედრა 0:4 წააგო. გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიმ" ამჯერად "სტუმარ-მასპინძლობა" დაივიწყდა და გუნდოგანის (2), სილვასა და აგუეროს გოლებით მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა.


განმეორებითი შეხვედრა 7 მარტს ჩატარდება და დიდი ალბათობით ეს მატჩი ფორმალური იქნება.




დაძაბული აღმოჩნდა "ბებერი ქალბატონებისა" და "დეზების" შეხვედრა.


"იუვენტუსმა" პირველი ტაიმის პირველი 10 წუთი იდეალურად ჩაატარა და არგენტინელი ფორვარდის წყალობით 2:0 იმარჯვებდა, თუმცა არგენტინელი შემტევის ამ სოლო რეიდმა, თანამემამულე პოჩეტინო ვერ შეაშინა და ზუსტად 15 წუთში ყველაფერი მის საკეთილდღეოდ შემოტრიალდა.


"ტოტენჰემა" თამაშის გადარჩენა კეინისა და ერიქსენის გოლებით შეძლო და შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულა.



შემდეგ შეხვედრას გუნდები 7 მარტს გამართავენ.


0
10
შეფასება არ არის
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0