x
მეტი
  • 21.09.2018
  • სტატია:80786
  • ვიდეო:333097
  • სურათი:438168
10 რამ, რაც მშობელმა შვილს არ უნდა უთხრას

image

ზოგჯერ მშობლები ზედმეტად ერევიან შვილების ცხოვრებაში, მაგრამ მათ უნდა გაიაზრონ, რომ მოზარდები მათი ცხოვრებით ვერ იცხოვრებენ, პირადი სივრცე სჭირდებათ. ჩვენი, მშობლების მოვალეობაა, დავეხმაროთ შვილებს და მივცეთ გამოცდილება, მაგრამ მნიშვნელოვანია, თავი არ მოვაბეზროთ ზედმეტი ყურადღებით და არ გადავამეტოთ.


სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რაც არასდროს უნდა გავაკეთოთ შვილებთან. გაითვალისწინეთ ეს რჩევები და ერთ დღესაც, შვილები მადლობას გადაგიხდიან.








1. არ ილაპარაკოთ მათ მაგივრად


ყველაფერი იმ მომენტიდან იწყება, როცა ბავშვს ეკითხებიან - "რა გქვია"? და ჩვენ, მშობლები, მათ მაგივრად ვპასუხობთ - "ეს გიორგია". კარგი იქნება, თუ მათ მაგივრად საუბარს მაშინვე შევწვეტთ, როგორც კი ბავშვები ლაპარაკს დაიწყებენ. უმეტესობა ჩვენგანი კი მათ მაგივრად პასუხებს თინეიჯერობის ასაკშიც სცემს: მაღაზიებში, სახლსა თუ სხვა ადგილებში.


რა გამოდის? შვილებს პასუხის გაცემის უფლებას ვართმევთ. შეგიძლიათ ბავშვს მისცეთ მინიშნება, თუ გთხოვთ, მაგრამ მათ მაგივრად არასდროს ისაუბროთ.

image








2. იყავით მათი მეგობარი


ბევრ მშობელს უნდა, შვილს ემეგობროს და ბავშვს მისგან დაფარული საიდუმლო არ ჰქონდეს. გასაგებია, რატომაც უნდათ მშობლებს ეს, მაგრამ მოდი, ამ საკითხს ჩავუღრმავდეთ. ვინ არის მეგობარი? ეს არის პიროვნება, ვისაც თანასწორივით ვესაუბრებით.


მშობლებს სხვა როლი აქვთ: ისინი შვილებზე ზრუნავენ და მხარს უჭერენ. არ არსებობს იმის საჭიროება, რომ გახდეთ მეგობრები. შეგიძლიათ, გქონდეთ კარგი დედაშვილური ან მამაშვილური ურთიერთობა, მაგრამ ნამდვილი მეგობრობა მეტისმეტია, შვილი თანასწორივით ვერასდროს შემოგხედავთ.


image








3. ასწავლეთ განსხვავება სურვილსა და საჭიროებას შორის


ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბროკოლი ტკბილეულზე სასარგებლოა და ახალი ფეხსაცმელი თოჯინაზე საჭიროა. ამიტომ, შვილებსაც მივუთითებთ (ზოგჯერ ვაღიარებთ ამას და ზოგჯერ - არა), რა უნდა უნდოდეთ.

არის ასეთი ხუმრობა:

"- დედა, მშია?

- არა, გაციებული ხარ და თბილად უნდა იყო".


არ შეიძლება, შვილების მაგივრად გადავწყვიტოთ, რა უნდა სურდეთ მათ. შეგვიძლია, დავეხმაროთ კარგის და ცუდის გარჩევაში, ვასწავლოთ, მივცეთ გამოცდილება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაკეთებინოთ რამე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გვსურს ასე.


ასწავლეთ ბავშვს სურვილსა და საჭიროებას შორის განსხვავება, მაგრამ არ გააკეთოთ ეს იძულებით, მიუდექით შვილს სწორად.


image








4. ძალიან ნუ დაეხმარებით


2 და 3 წლის ბავშვს ტანსაცმლის ჩაცმა და გახდა უკვე უნდა შეეძლოს, ასევე თავისი ჭიქის გარეცხვა და ჭუჭყიანი ტანსაცმლის გასარეცხი ტანსაცმელების კალათაში ჩაგდებაც.


რას ვაკეთებთ ჩვენ? ჩაცმაში თითქმის მანამდე ვეხმარებით, სანამ არ დაქორწინდებიან. ჩვენ ვაჭმევთ მათ და გვგონია, რომ თვითონ ამას ვერ შეძლებენ, არც ვაძლევთ საშუალებას, რომ სცადონ. ამის შემდეგ კი, გვიკვირს, როცა თინეიჯერობის ასაკში ბავშვი საკუთარ თავს ვერ უვლის ან არ უნდა, რომ მშობელს დაეხმაროს სახლის დალაგებასა თუ სამზარეულოს საქმეებში.


მიეცით ბავშვს უფლება, გააკეთოს ის, რაც შეუძლია!


image








5. ნუ აურჩევთ მათ გემოვნებას


ჩვენ ხშირად ვცდილობთ, რომ ავურჩიოთ შვილს მუსიკალური გემოვნება, წიგნები ან ჩაცმის სტილი. რა თქმა უნდა, კარგი განზრახვა გვაქვს, მაგრამ ეს ქმედებები ამცირებს ბავშვის ინდივიდუალურობის განცდას. ხშირ შემთხვევაში კი, მათ აიძულებს, პროტესტი გამოთქვან და სრულიად საპირისპირო რაღაცები "მოიწონონ".


რა უნდა გააკეთოთ? მოუსმინეთ თქვენს საყვარელ მუსიკას და იკითხეთ წიგნები, რომლებიც მოგწონთ. შვილთან შეგიძლიათ, უბრალოდ, განიხილოთ თქვენი იდეალები. არ ეცადოთ მისი თქვენი გავლენის ქვეშ მოქცევას და არ გქონდეთ სურვილი, რომ ზუსტად თქვენნაირი გემოვნება ჩამოუყალიბდეს.


image








6. არ დათვალოთ მათი ფული


ყველა ბავშვის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა საკუთარი ჯიბის ფული უჩნდებათ. რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ, ეს ისაა, რომ დაკითხოთ შვილი, რამდენი ლარი რაში დახარჯა და რამდენი ლარი დარჩა. ყველაზე უარესი მათი ყულაბის, საფულის, ჩანთის ან ჯიბეების შემოწმებაა. ეს ქმედება მაშინვე კლავს ნდობას თქვენ შორის.


მართლა აქვს მნიშვნელობა, რამდენი ფული დარჩა თქვენს შვილს? მიეცით უფლება, რომ დაზოგონ დარჩენილი.


ასწავლეთ შვილს, როგორ იყვნენ ფინანსურად წარმატებულები და აჩვენეთ, რისი გაკეთება შეუძლიათ დაზოგილი ფულით.


image








7. ნუ აირჩევთ მათ მაგივრად ჰობის და ინტერესებს


დედას უნდა, რომ მისმა ქალიშვილმა ვიოლინოზე დაკვრა ისწავლოს და მზადაა, კვირაში სამი დღე ატაროს მუსიკის გაკვეთილებზე. მამას კი უნდა, რომ მისმა ვაჟიშვილმა ყოველ საღამოს ითამაშოს ფეხბურთი. ამიტომ, ხშირად მშობლები ქვეცნობიერად თვითონ ურჩევენ შვილს ჰობის.


იყავით მომთმენი, დააკვირდით ბავშვს და აუცილებლად შეამჩნევთ მის ინტერესებსა და მისწრაფებებს. ჰკითხეთ, რა მოსწონს და სცადეთ მისი ამ კუთხით განვითარება.


image





8. არ ისაუბროთ მათ წარმატებებზე ისე, თითქოს თქვენია (ორივესი)


ალბათ, ხშირად გაგიგიათ ფრაზები დედებისგან: "დღეს ესა და ეს საჭმელი ვჭამეთ", "დღეს სიარულს ვსწავლობთ" და ა.შ. რა თქმა უნდა, მშობელი მხარდაჭერას უცხადებს ბავშვს, მაგრამ მაინც, შვილის წარმატება არის მხოლოდ მისი და არა ორივესი.


როცა ბავშვი იზრდება, ყველაფერი უფრო სერიოზული ხდება. დედები და მამები იწყებენ საუბარს იმაზე, როგორ დაამთავრეს შვილებმა უნივერსიტეტები და იშოვეს სამსახურები. ამაზე ისე საუბრობენ, თითქოს თავიანთი დამსახურება იყოს.

ვიმეორებ, მშობლებს, რა თქმა უნდა, წვლილი მიუძღვით შვილების წარმატებაში, მაგრამ მაინც არ უნდა ისაუბრონ ამაზე ისე, როგორც თავიანთ საკუთარ წარმატებაზე. ალბათ, არ არის ბევრი საუბარი საჭირო იმაზე, როგორ სძულთ შვილებს ასეთი საუბრები.


გიხაროდეთ შვილის წარმატება, მაგრამ ნუ აურევთ მას საკუთარ წარმატებაში.


image








9. ნუ აურჩევთ მათ საჩუქრებს


როცა ბავშვს უკვე ლაპარაკი შეუძლია, იმის უფლებაც აქვს, რომ თავად აირჩიოს, რა უნდა საჩუქრად. და სულაც არაა აუცილებელი, ეს იყოს კიდევ ერთი მაისური ან ფეხსაცმელი, რომელიც გგონიათ, რომ სჭირდება.


იმით, რომ ბავშვს აძლევთ საჩუქრის თავად არჩევის უფლებას, უვითარებთ ისეთ უნარ–ჩვევებს, როგორიცაა გადაწყვეტილების მიღებისა და შედეგებთან გამკლავების უნარი. ეს თვისებები მათ მოზარდობაში აუცილებლად გამოადგებათ.


image










10. ნუ ჩაერევით მათ პირად ცხოვრებაში


ეს განსაკუთრებით თინეიჯერების მშობლებს ეხებათ. ბავშვებს ჰყავთ საკუთარი მეგობრები და აქვთ პირველი პაემნებიც. ეს ნორმალური და აბსოლუტურად ბუნებრივია. თქვენი ჩარევა და შეკითხვა "ვინაა ეს ბიჭი"? მხოლოდ გააღიზიანებს მოზარდს. ბევრი თინეიჯერი თავად უზიარებს მშობელს საიდუმლოებებს, თუ თავს უსაფრთხოდ გრძნობს, ანუ აქვს შეგრძნება, რომ მის ცხოვრებაში ზედმეტად არ ერევიან.


იმის მაგივრად, რომ ჩაერიოთ შვილის პირად ცხოვრებაში, მიეცით უფლება, ჰქონდეს პირადი სივრცე. ნუ დაუსვამთ ბევრ კითხვას, თუ ხედავთ, რომ არ სურს რამეზე საუბარი. და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მალულად ნუ წაიკითხავთ მის წერილებსა თუ დღიურებს!


image












–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ ვასწავლოთ ბავშვს ლოდინი - 5 სასარგებლო რჩევა

2. 7 ნიშანი იმისა, რომ ბავშვი ფსიქოპათად იზრდება

3. ფინური სკოლების წარმატების 14 მიზეზი

/

0
1090
9-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
1090
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0