x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მისტერ ვალენტინი სიღნაღელი გიგა ყორღანაშვილი გახდა
image


თბილისი გარდენ-ჰოლში მისტერ ვალენტინი 2018-ის კონკურსი დასრულდა. გამარჯვებულად კი სიღნაღელი 24 წლის გიგა ყორღანაშვილი დასახელდა. ქალთა გულთამპყრობელის სტატუსის გარდა, გამარჯვებულს მთავარი პრიზიც ერგო. ის სულ მალე ეგვიპტეში გაემგზავრება.



შედეგების გამოცხადებამდე ჟიური ორად გაიყო. ცნობადი სახეების სახელით ლალი მაროშკინამ აღნიშნა, რომ ჟიურის 5 წევრი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მათი აზრით წელს მისტერ ვალენტინის სტატუსი ლევან შენგელიას უნდა აეღო. მოგვიანებით, ცნობადმა სახეებმა ხაზგასმით დააფიქსირეს, რომ ასე არ შეიძლება და არ ეთანხმებოდნენ.


„ძლიერი კანდიდატი არ აირჩიეს. თავიდანვე ლევან შენგელია დავასახელეთ, მაგრამ... ასეთ კონკურსში მნიშვნელოვანია ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანი იმარჯვებდეს, როგორც სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების სიმბოლო. ეს სტიმული იქნებოდა, რომ მომავალ წელს ასეთმა კონკურსანტებმა მიიღონ მონაწილეობა, “ - აღნიშნა ლალი მაროშკინამ.



როგორც გამარჯვებულმა კონკურსანტმა გიგა ყორღანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის გამარჯვებას არ ელოდა, თუმცა, შედეგით ძალიან ბედნიერია.


შეგახსენებთ, ამ კონკურსს ხმაური ახლდა გასულ წლებშიც. ხშირ შემთხვევაში ჩნდება ეჭვი, რომ მისტერ ვალენტინის გამოვლენა სამართლიანად არ ხდება.


image

image

imageimage


0
133
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0