x
image
DianaMaverick
100 გენიალური ციტატა მოტივაციისათვის, რომელიც წამებში შეცვლის თქვენს ცხოვრებას!
imageარის პერიოდი როცა არ გვიმართლებს, როცა ყველაფერი ცუდადაა და გგონია ყველაზე ცუდად ხარ და სასოწარკვეთილებას ეცემი...ძლიერები უნდა ვიყოთ და პოზიტიურები, კარგს თუ არ მოიტანს, ნამდვილად არ გვავნებს ესეთი დამოკიდებულება, აი ცუდად ყოფნა კი საშინლად აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობასა თუ ფსიქიკას...

გთავაზობთ 100 საუკეთესო, სამოტივაციო, საინსპირაციო ციტატებსა თუ გამოთქმებს, რომლებიც ცხოვრებას შეგიცვლით, სულ მცირე დაგაფიქრებთ მაინც...ნახეთ და წამებში გამოგისწორდებათ გუნება - განწყობილება.რათქმა უნდა თუ არაფერი მოიმოქმედეთ, წავიკითხე და ავიწყვე ცხოვრებაო ესე არაფერი გამოვა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს სულ მცირე მოტივაცია მაინც გაგიჩნდებათ და ოდნავ მაინც შეცვლით თქვენ ცხოვრებას უკეთესობისაკენ! :)


1.აბრაჰამ მასლოუ (Abraham Maslow: 1908.01.04 - 1970.08.06) ამერიკელი ფსიქოლოგი და ასევე ჰუმანისტური ფსიქოლოგიის დამფუძნებელი:

image


2.ბეთანი ჰამილტონი (Bethany Hamilton: 1990.08.02 - »)

ამერიკელი პროფესიონალი სერფერი, რომელსაც 13 წლის ასაკში ზვიგენი დაესხა თავს და სამწუხაროდ ცალი ხელის კიდური დაკარგა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის და მაინც აიხდინა ოცნება და პროფესიონალი სერფერი გახდა:

image

3.ჯეიმს ე. რაიანი (James E. Ryan 1946.21.02 - »)

ამერიკელი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი:

image

4.ზიად კ. აბდენური (Ziad K Abdelnour 1960.03.12 - » )

ლიბანელი მაგრამ ამერიკაში მოღვაწე საინვესტიციო ბანკირია, ასევე ''ბლექჰოქ'' კომპანიის(Blackhawk Partners) აღმასრულებელი დირექტორი და ფინანსური პოლიტიკის საბჭოს დამაარსებელი და პრეზიდენტი რომელიც უფასოდ ემსახურება ლიბანელებს:

image

5.უილ სმიტი (Will Smith 1968.25.09 - »)

ოქროს გლობუსზე და ორჯერ კინოაკადემიის ჯილდოზე ნომინირებული ამერიკელი მსახიობი და მრავალი გრემის ჯილდოს მფლობელი ჰიპ-ჰოპის შემსრულებელია:

image*აშკარად ქართველებზე საუბრობს... :)

6.ოშო ბჰაგვან შრი რაჯნიში (Osho Bhagwan Shree Rajneesh 1931.11.12- » )

ინდოელი სულიერი მასწავლებელი (გურუ) და ფილოსოფოსია:

image

7.image8.image9.image
10.ვეინ ვალტერ დიერი (Wayne Walter Dyer 1940.10.05- 2015.29.08)

ამერიკელი ფილოსოფოსი, სამოტივაციო სპიკერი და მწერალი:

image

11.სემ ლევენსონი (Sam/Samuel Levenson 1911.28.12 - 1980.27.08)

ამერიკელი იუმორისტი, მწერალი, მასწავლებელი და ასევე ჟურნალისტი:

image

12.თომას ალვა ედისონი (Thomas Alva Edison 1847.11.02 - 1931.18.10)

ამერიკელი მეწარმე და გამომგონებელი ელექტრიფიკაციის სფეროში, სახელი გაითქვა ფონოგრაფის გამოგონებით:

image

13.ვიქტორ კერმიტ კიამი (Victor Kermit Kiam 1926.07.12 - 2001.27.05)

ამერიკელი მეწარმე და ტელე ორატორი, ასევე ფეხბურთის გუნდის ''ახალი ინგლისის პატრიოტები''-ს მფლობელი:

image

14.სტივენ ჰარდუეი მორისი, უფრო მეტად ცნობილი ფსევდონიმით ''სტივ უანდერი (Stevie Wonder 1950.13.05 - »)

ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი და მულტი-ინსტრუმენტალისტი, რომელიც დაბადებიდან მცირე პერიოდის შემდეგ სრულიად დაბრმავდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის ნამდვილი ''ვუნდერკინდი'' გამხდარიყო.

image

15.მაიკლ ჯეფრი ჯორდანი (Michael Jeffrey Jordan 1963.17.02 - »)

ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი, ნაციონალური საკალთბურთო ასოციაციის ყოფილი მოთამაშე, რომელიც ამჟამად შარლოტ ბობკეტსის მთავარი მფლობელია:

image

16.მერილინ მონრო (Marilyn Monroe 1926.01.06 - 1962.05.08)

ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი, ჰოლივუდის ერთგვარი ''ხატი'', კულტისა და ყველა დროის სიმბოლო, მშვენიერებისა და მოდის იდეალი, ასევე სექს-სიმბოლო:

image

17.იგი პოპი ( Iggy Pop 1947.21.04 - »)

ამერიკელი როკ-მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი:

image

18.ბენჯამინ ფრანკლინი (Benjamin Franklin 1706.17.01 - 1790.17.04)

აშშ-ის ის ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი დამფუძნებელთაგანი; ადრეული პოლიტიკური ფიგურა და სახელმწიფო მოღვაწე;მეცნიერი;გამომცემელი და ამერიკის რევოლუციის სულის ჩამდგმელი:

image

19.დალაი-ლამა (Dalai-Lama 1935.06.07 - »)

ტიბეტელი ხალხის პოლიტიკური ლიდერი და ტიბეტური ბუდიზმის მიმდევრების სულიერი ლიდერი:

image

20.ჯორჯ ჰერმან ''ბეიბ'' რუტი უმცროსი (George Herman Babe Ruth Jr. 1895.06.02 - 1948.16.08)

ამერიკელი პროფესიონალი ბეისბოლის მოთამაშე.მან MLB-ში 22 სეზონი გაატარა, რა დროშიც 7-ჯერ იზეიმა მსოფლიო ჩემპიონობა:

image

21.გლორია მერი სტაინემი (Gloria Marie Steinem 1934.25.03 - »)

ამერიკელი ფემინისტი, ჟურნალისტი და სოციალურ-პოლიტიკური აქტივისტი:

image

22.ფრენსის ალბერტ სინატრა (Francis Albert Sinatra 1915.12.12 - 1998.14.05)

ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და შოუმენი.თავისი დამახასიათებელი ხმის წყალობით, მას The Voice (მისი უდიდებულესობა ხმა) შეარქვეს:image

23.უილიამ ჯეფერსონ ''ბილ'' კლინტონი (William Jefferson "Bill" Clinton 1946.19.08 - »)

აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი(1993-2001) დემოკრატიული პარტიიდან.იგი აშშ-ის პირველი პრეზიდენტი იყო, ვინც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიბადა:

image

24.მეი ვესტი(Mae West 1893.17.08 - 1980.22.11)

ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, დრამატურგი, სცენარისტი, კომიკოსი და საზოგადოდ აღიარებული ''სექს'' სიმბოლო:

image

25.ჯონ ჰენრი ბაროუ (John Henry Barrow - 1817.22.08 - 1874.09.07)

სამხრეთ ავსტრალიელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი:

image

26.მალალა იუსაფზაი (Malala Yousafzai 1997.12.07 - »)

პუშტუნი პაკისტანელი უფლებადამცველი, რომელიც მთელს მსოფლიოში ქალებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობისთვის გამოდის.14 წლის იყო როდესაც ღიად გაილაშქრა თალიბების უმკაცრესი წესების წინააღმდეგ ქალთა განათლების უფლებების დასაცავად, მას რამოდენიმეჯერ დაესხენ მაგრამ კვლავ მთელი ძალით იბრძვის რათა პაკისტანელმა ქალებმა ოდესმე თავის ქვეყანაში უსაფრთხოდ იცხოვრონ:

image

27.პაბლოს ვირგილიუს მარო (Pablo Vergilius Maro ძვ.წ. 70, 15.10 - ძვ.წ. 19, 21.09.)

ძველი რომაელი პოეტი, რომელიც იმ დროისათვის აღიარებული იყო როგორც ყველაზე დიდებული პოეტი მთელს რომში:

image

28.სვამი ვივეკანანდა (Svami Vivekananda 1863.12.01- 1904.04.07)

XIX საუკუნის ინდოელი ფილოსოფოსი და სულიერი მოძღვარი.მისმა მოღვაწეობამ უდიდესი გავლენა მოახდინა ინდოეთის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ხასიათზე და ინდური ფილოსოფიის განვითარებაზე.1904 წლის 4 ივლისს 7 საათზე ის შევიდა თავის ოთახში და ითხოვა არ შეეწუხებინათ. ის 9:10 საათზე მედიტაციის დროს გარდაიცვალა:

image*ამ ციტატაზე მეტად მისმა სიკვდილის ამბავმა იქონია ზეგავლენა ჩემზე...ვინ იცის რა მოხდა, რა ნახა...ან იქნებ მართლაც არსებობს რეინკარნაცია და მეორედ დაბადებისთვის ემზადებოდა...

29.რობერტ დე ნირო უმცროსი (Robert De Niro Jr. 1943.17.08 - »)

ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის მფლობელი, ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და ტრიბეკას კინოფესტივალის დამფუძნებელი;იგი თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობადაა აღიარებული: image

30.უილიამ ჰეზლიტი (William Hazlitt 1778.10.04 - 1830.18.09)

ინგლისელი მწერალი, დრამისა და ლიტერატურის კრიტიკოსი, საზოგადოებრივი კომენტატორი და ფილოსოფოსი:

image

31.სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი ი დომენიკი (Salvador Felip Jacint Dali I Domenech 1904.11.05 - 1989.23.01)

ესპანელი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი და სკულპტორი, სიურრეალიზმის წარმომადგენელი:

image*რა პოზიტიურია :)

32.ოპრა უინფრი (Oprah Winfrey 1954.29.01 - »)

ამერიკელი ტელეწამყვანი და მსახიობი. ბავშვობაში სიღარიბისა და ძალადობის გადატანის მიუხედავად გახდა აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი აფრო-ამერიკელი ქალი:

image

33.საჩინ რამეშ ტენდუკარი (Sachin Ramesh Tendulkar 1973.24.04 - »)

ინდოელი კრიკეტის მოთამაშე და კაპიტანი, იგი მიჩნეულია როგორც საუკეთესო უკუმგდებელი მთელს მსოფლიოში:

image

34.შერილ კარა სენდბერგი (Sheryl Kara Sandberg 1969.28.08)

ამერიკელი ტექნოლოგიის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია, ასევე აქტივისტი და მწერალი:

image

35.როლიჰლაჰლა დალიბუნგა მანდელა (Rolihlahla Dalibhunga Mandela 1918.18.07 - 2013.05.12)

ანტიაპართეიდის მოძრაობის აქტივისტი და სამხრეთ აფრიკის პირველი პრეზიდენტი (1995-1999) :

image

36.ტომას რიხნერი (Thomas Rickner 1966.08.10 - »)

ამერიკელი დიზაინერი რომელმაც კარიერა 1987 წელს დაიწყო:

image

37.ჯირჯ ბერნარდ შოუ (George Bernard Shaw 1856.26.07 - 1950.02.11)

ირლანდიელი დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1925):

image

38.ანა ელეონორა რუზველტი (Anna Eleanor Roosevelt 1884.11.10 - 1962.07.11)

აშშ-ს პირველი ლედი, რომელსაც ეს თანამდებობდა ყველაზე ხანგრძლივად ეკავა (1933 - 1945), რადგან მისი ქმარი პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი ოთხჯერ აირჩიეს აშშ-ს პრეზიდენტად:

image

39.არტურ შოპენ ჰაუერი (Arthur Schopenhauer 1788.22.02 - 1860.21.09)

გერმანელი ფილოსოფოსი-მიზანთროპი:

image

40.არტურ რობერტ ეიშ უმცროსი (Arthur Robert Ashe Jr. 1943.10.07 - 1993.06.02)

ამერიკელი პროფესიონალი ჩოგბურთის მოთამაშე რომელმაც სამჯერ აიღო უდიდესი ''დარტყმის'' ტიტული:

image

41.ჯეიმს უილიამ ჯონსონი ( James William Johnson 1943.16.07 - »)

ამერიკელი ფეხბურთის კომენტატორი, რომელიც მანამდე თავად იყო ფეხბურთელი:

image

42.მარლენ დიტრიხი (Marlene Dietrich 1901.27.12 - 1992.06.05)

გერმანელი მსახიობი და მომღერალი:

image

43.ჯორჯ ვაშინგტონ ადერი (George Washington Adair 1823.01.03 - 1899.29.09)

უძრავი ქონების კონსტრუქტორი ატლანტას სამოქალაქო ომის დროს:

image

44.იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე (Johann Wolfgang Von Goethe 1749.28.08 - 1832.22.03)

საქვეყნოდ ცნობილი გერმანელი მწერალი და მოაზროვნე:

image*ძალიან საშიში განაცხადია...

45.ემა სთოუნი (Emma Stone 1988.06.11 - »)

ამერიკელი მსახიობი. მონაწილეობს როგორც კინო, ასევე სატელევიზიო ფილმებში:

image

46.პითაგორა (Pythagore ძვ.წ. 580 - ძვ.წ. 500)

ძველი ბერძენი, იონიელი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, მისტიური რელიგიური და სამეცნიერო საზოგადოების სახ. ''პითაგორელები'' დამფუძნებელი, ყველაზე უკეთ ცნობილია ''პითაგორას თეორემით'', რომელიც მის სახელს ატარებს:

image

47.ჯოშუა ჯ. მერინი (Joshua J. Marine)

ამერიკელი მწერალი:

image

48.მაო ძედუნი (Mao Dzedun/ 毛泽东 (毛澤東 1893.26.12 - 1976.09.09)

ჩინური კომუნიზმის ფუძემდებელი:

image

49.მარკ გორმენი (Mark Gorman 1989.09.02 - »)

ყაზახისტან-ისრაელის პროფესიონალი ფეხბურთელი რომელიც ამჯამად ყაზახეთის ნაციონალურ გუნდში თამაშობს:

image

50.ვორენ ედვარდ ბუფეტი (Warren Edward Buffett 1930.30.08 - »)

ვორენ ედვარდ ბუფეტი არის ამერიკელი ბიზნეს მაგნატი, ინვესტორი და ქველმოქმედი.იგი არის ყველაზე წარმატებული ინვესტორი და აქციონერი მე-20 საუკუნის:

image

51.უინსტონ ლეონარდ სპენსერ-ჩერჩილი (Sir Winston Leonard Spencer-Churchill 1874.30.11 - 1965.24.01)

ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე; ორატორი და მწერალი;გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1940-1945 და 1951-1955 წლებში; ''დიდი სამეული''-ს ერთ-ერთი წევრი; ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში(1953):

image

52.გაბრიელ ბონეერ ''კოკო'' შანელი (Gabrielle Bonheur „Coco“ Chanel 1883.19.08 - 1971.10.01)

მოწინავე ფრანგი მოდის დიზაინერი, რომლის თანამედროვე ხედვამ, მამაკაცის სამოსისგან შთაგონებამ და ძვირადღირებული უბრალოებისკენ ლტოლვამ ის XX საუკუნის მნიშვნელოვანი ფიგურა გახადა. ის იყო ცნობილი ბრენდის, შანელის დამაარსებელი. მოდაზე თავისი ექსტრაორდინალური გავლენის წყალობით შანელი, ერთადერთი ამ სფეროდან ჟურნალ TIME-ის XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში მოხვდა:

image

53.ფარახან ხალიდ მუჰამედი ( Farrakhan Khalid Muhammad 1984.09.09 - »)

ამერიკელი ბიზნესმენი;ინვესტორი;შემოქმედი;ფელეტონისტი(მიმომხილველი) და მოტივაციური სპიკერი რომელიც ადრე კარდაკარ სახლში გაკეთებულ ლოსიონებს ყიდდა და სულ რაღაც 14 წლის ასაკში მილიონერი გახდა:

image* რა სწორი ნათქვამია...

54.ვინცენტ ტომას ლომბარდი (Vincent Thomas Lombardi 1913.11.06 - 1970.03.09)

იტალიელ-ამერიკელი ფეხბურთის მოთამაშე, მწვრთნელი და ეროვნული ფეხბურთის ლიგის ხელმძღვანელი:

image*ეს ციტატა ორიგინალი უფრო გასაგებია, ვინც ინგლისური იცის, მიხვდება: “The only place success comes before work is in the dictionary''

55.კოლინ ლუთერ პაუელი (Colin Luther Powell 1937.05.04 - »)

ამერიკელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე.პრეზიდენტ რეიგანის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში (1987-89) და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი(2001-2005):

image

56.მარტინ ლუთერ კინგი (Martin Luther King 1929.15.01 - 1968.04.04)

ამერიკელი ორატორი, რასიზმის არაძალისმიერი წინააღმდეგობის ლიდერი:

image57.image58.image 59.მენდელ ბერლინგერი (Mendel Berlinger 1908.12.07 - 2002.27.03)

ამერიკელი კომიკოსი და მსახიობი:

image*ეტყობა რომ კომიკოსია :)

60.ოდრი კეთლინ ჰეპბერნ-რასტონი (Audrey Kathleen Hepburn-Ruston 1929.04.05 - 1993.20.01)

ოსკარის მფლობელი ბრიტანელი მსახიობი, მოდელი და ჰუმანიტარი:

image61.image 62.ნესტა რობერტ ბობ მარლი (Nesta Robert Bob Marley 1945.06.02 - 1981.11.05)

მერიტის ორდენის მფლობელი იამაიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი:

image63.image 64.ჯონ ფიცჯერალდ ''ჯეკ'' კენედი (John Fitzgerald „Jack“ Kennedy 1917.29.05 - 1963.22.11)

აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი(1961-1963), რომელიც მოკლეს:

image65.image 66.სემიუელ ლენგჰორნ კლემენზი (Samuel Langhorne Clemens 1835.30.11 - 1910.21.04)

ცნობილია მარკ ტვენის (Mark Twain) ფსევდონიმით — ამერიკელი მწერალი, სატირიკოსი და იუმორისტი:

image67.image68.image 69.აგნეს გონხა ბოჯახჰიუ (Agnes Gonxha Bojaxhiu 1910.26.08 - 1997.05.09)

ალბანელი კათოლიკე მონაზონი, რომელმაც დააფუძნა ორგანიზაცია ''ქველმოქმედების მისიონერები'' და 1979 წელს ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა:

image

70.პაოლო კოელიო (Paulo Coelho 1947.24.08 - »)

ბრაზილიელი მწერალი და ლირიკოსი:

image71.image72.image 73.ოსკარ ფინგალ ო'ფლაერტი უილს უაილდი (Oscar Fingal O'Flahertie Wills Wilde 1854.16.10 - 1900.30.11)

ირლანდიური წარმოშობის ინგლისელი დრამატურგი, მწერალი და პოეტი; ცნობილი იყო ენამახვილობითა და მჭევრმეტყველებით, თუმცა დრამატული კრახის განცდის შემდეგ პატიმრობაში გაატარა რამდენიმე წელი ჰომოსექსუალურ აქტში მხილების გამო. დიდი გავლენა მოახდინა სალიტერატურო ინგლისური ენის განვითარებაზე:

image74.image75.image76.image

*მართლა გენიაა ^–^

77.ჰელენ კელერი (Helen Keller 1880-1968)

ამერიკელი ავტორი, პოლიტიკოსი და ლექტორი. ის იყო პირველი ყრუ-მუნჯი ქალი, რომელმაც მიიღო განათლება და სამეცნიერო ხარისხი:

image

78.მოჰანდას კარამჩანდ განდი ( मोहनदास करमचन्द गांधी 1869.02.10 - 1948.30.01)

ეროვნული წინამძღოლი ხალხისა, ბრიტანეთის მიერ მართულ ინდოეთში;მას მაჰათმა განდის ეძახდნენ რაც იშიფრება როგორც ''დიდსულოვანი, პატივსაცემი მოხუცი'', პირველად ასე იგი 1914 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოიხსენიეს;ინდოეთში კი მას უწოდებენ ''ბაპუ''-ს, რაც ნიშნავს ''მამა/პაპას''.იგი მოკლა ინდუისტმა ექსტრემისტმა- ნათურამ გოდსემ, რადგან ის ფიქრობდა რომ განდი იყო ზედმეტად შემწყნარებელი მუსლიმების მიმართ.

კიდევ ბევრი რამე მინდა დავწერო ამ ლეგენდაზე მაგრამ ავტობიოგრაფიას არ ვწერ, მხოლოდ პატარ-პატარა ინფორმაციას რომ წარმოდგენა გვქონდეს ვინ ვინ იყო თუ არის, იმ შემთხვევისათვის თუ არ იცით:) :

image79.image80.image81. image82.image

*ბოლო განსაკუთრებულია...ვფიქრობ ამ სულით ინდუისტს უფრო ღრმად ესმოდა ქრისტიანობა ვიდრე ჩვენ გვესმის დღეს...

83.ალფრედო ჯეიმს პაჩინო (Alfredo James Pacino 1940.25.04 - »)

ამერიკელი მსახიობი.აქტიური მოღვაწეობა დაიწყო 1971 წელს. მიღებული აქვს ისეთი ჯილდოები როგორებიცაა: ოქროს გლობუსი, ოსკარი, ემი, ტონი და სხვა.მსახიობობასთან ერთად იგი რეჟისორიცაა.(ქალის სურნელი;ნაიარევი სახე;ნათლიმამა I, II, III):

image

84.ალბერტ აინშტაინი (Albert Einstein 1879.14.03 - 1955.18.04)

ფიზიკოს-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიიის განვითარებაში.მინიჭებული აქვს ნობელის პრემია ფიზიკაში(1905):

image85.image86.image87.image88.image 89.ჯონ ქრისტოფერ ''ჯონი'' დეპი II (John Christopher "Johnny" Depp II 1963.09.06)

ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი, მუსიკოსი. ფლობს ოქროს გლობუსისა და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოებს.შესულია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი, 75 მილიონი დოლარით(2012):

image*თურმე ესეთი ლეგენდებიც იტანჯებიან სიყვარულით... :)

90.ნიკოლას ჯეიმს ვუიჩიჩი (Nicholas James Vujicic 1982.04.12)

ავსტრალიერი მოტივატორი, რომელიც უიშვიათესი დაავადებით დაიბადა და არ გააჩნია არცერთი კიდური, მხოლოდ მარცხენა ფეხის ადგილას პატარა ტერფი აქვს ორი თითით. ამის მიუხედავად, ნიკმა უკან არ დაიხია და ცხოვრება ჩვეულებრივად განაგრძო. უფრო მეტიც, ის მშვენივრად ცურავს, შეუძლია სერფერობა, გოლფისა და ფეხბურთის თამაში. 21 წლის ასაკში სასწავლებელი დაამთავრა ორი სპეციალობით: აღრიცხვა და ფინანსური დაგეგმვა. ის ბევრს მოგზაურობს, ცდილობს ბევრისთვის იყოს მოტივატორი და ცხოვრებისთვის სტიმულის მიმცემი. როგორც თავად აცხადებს, ბედნიერია და კმაყოფილი ცხოვრებით:

image

*ნეტა ესეთი ძლიერი სულის პატრონი და მასავით ბედნიერი ვიყო...მე 1-2 უმნიშვნელო პრობლემაც საშინლად მთრგუნავს :/

91.სტივენ პოლ ჯობსი (Steven Paul Jobs 1955.24.02 - 2011.05.10)

კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა და გამომგონებელი. ის იყო Apple-ის თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი:

image

*რა გვეშველებოდა ამის გარეშე :)

92.უოლტერ ელიას დისნეი (Walter Elias Disney 1901.05.12 - 1966.15.12)

ამერიკელი ბიზნეს მაგნატი, კინორეჟისორი, ფილანტროპი და გამხმოვანებელი. როგორც მნიშვნელოვანი ფიგურა ამერიკის ანიმაციურ ინდუსტრიაში, ითვლება კულტურულ სიმბოლოდ, რომელიც ცნობილია თავისი გავლენით და წვლილით XX საუკუნის შოუ-ბიზნესში. თავის ძმა როი ო დისნეისთან ერთად იყო ''The walt Disney Company''-ის დამაარსებელი:

image

93.მუჰმაედ ალი, დაბადებით ''კასიუს კლეი''(Muhammad Ali/Cassius Clay 1942.17.01 - 2016.03.06)

ამერიკელი მოკრივე, 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ნახევრადმძიმე წონაში. მძიმე წონაში პროფესიონალთა შორის მრავალგზის ჩემპიონი (1964-1974). სახელი გამოიცვალა ისლამზე მოქცევის გამო:

image

94.გაბრიელ ხოსე დე ლა კონკორდია გარსია მარკესი (Gabriel José de la Concordia García Márquez 1927.06.03 - 2014.17.04)

კოლუმბიელი მწერალი, სცენარისტი, ჟურნალისტი, გამომცემელი, ლათინურ ამერიკაში სიყვარულით ცნობილი, როგორც ''გაბო''.მიჩნეულია XX საუკუნის რთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მწერლად:

image

95.image96.image97.image98.image

*ისე მომეწონა ეს მგონი მე უნდა მივითვისო :D :)

99.image100.image

P.S.კიდევ უამრავი ბრძნული ციტატები და გამონათქვამები არსებოობს რა თქმა უნდა, მაგრამ მგონი კარგები შევარჩიე, იმედია პოზიტიურად განგაწყობთ, დაგაფიქრებთ, რეალიზებას გაუკეთებთ ყველაფერს და წარმატებები თქვენ. :)

თქვენი საყვარელი სელებრითების უიშვიათესი ფოტოები, რომლებიც უნდა ნახოთ ! (100 ფოტო )

0
10575
2-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
10575
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0