x
image
melody_inside
"ნახევარი თბილისი უხარისხო ბეტონით არის აშენებული" - გვაფრთხილებენ  ექსპერტები

image


ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ანზორ საკანდელიძე ამტკიცებს, რომ საქართველოში შენობა - ნაგებობების მშენებლობისას ხშირად ირღვევა უსაფრთხოების ნორმები.

რამდენად მყარია შენობები თბილისში, გაუძლებენ თუ არა ისინი ცხრაბალიან მიწისძვრას და დაცულნი არიან თუ არა დედაქალაქის მაცხოვრებლები - ამ და სხვა შეკითხვებზე უპასუხა პროფესორმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ანზორ საკანდელიძემ პრესკონფერენციაზე „ შენობა-ნაგებობების მშენებლობის და უსაფრთხოების პრობლემები საქართველოში“. (მულტიმედიის პრეს-ცენტრში Sputnik Грузия ).







საკანდელიძის განცხადებით, საქართველოში შენობა-ნაგებობების მშენებლობისას ხშირად ირღვევა უსაფრთხოების ნორმები. ბოლო დროს გახშირდა ხანძრის, უბედური შემთხვევების რაოდენობა, მრავალი ახალი შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. ქართველი სეისმოლოგებიც საუბრობენ საფრთხეზე, რომელიც თბილისს ემუქრება და გვაფრთხილებენ, რომ დედაქალაქის ახალი საცხოვრებელი სახლების უმრავლესობა საშუალო სიმძლავრის მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლებენ. საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია არაერთხელ აცხადებდა, რომ გეგმავს გაამკაცროს მშენებლობის ნორმები.




image


საკანდელიძე თვლის, რომ აუცილებელია აღდგეს საქართველოს მშენებლობის სამინისტრო, რომელიც გაუქმებული იქნა 2004 წელს. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ირწმუნება, რომ სანამ ეს უწყება არ განაახლებს მუშაობას, თბილისის მოსახლეობა უსაფრთხოდ ვერ იქნება.





„თუ ხელისუფლება გონს არ მოვა და არ აღადგენს მშენებლობის სამინისტროს, ჩვენ სავალალო შედეგები გველოდება. როდესაც ჩვენ ვერ მივაღწიეთ მშენებლობის სამინისტროს აღგენას, მაშინ გადავწყვიტეთ ქართველი მშენებლების ლიგის შექმნა, რომელშიც შევიდნენ მშენებლობის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები - სხვადასხვა დეპარტამენტის უფროსები, სამეცნიერო- კვლევითი ცენტრების ხელმძღვანელები. ჩვენ ვიბრძვით და ვეძებთ გზას აღნიშნული სამინისტროს აღდგენისთვის“, _ განაცხადა საკანდელიძემ.






არცერთ ქვეყანაში არ გაუქმებულა მშენებლობის სამინისტრო, იმდენად რამდენადაც ის არეგულირებს ქვეყანაში სამშენებლო ბიზნესს და ატარებს მონიტორინგს, განაცხადა პროფესორმა.



„უკრაინაში იუშჩენკო და სააკაშვილი საქართველოში უნისონში მოქმედებდნენ. მათ ერთდროულად გააუქმეს მშენებლობის სამინისტროები. ერთი წლის შემდეგ უკრაინაში სამშენებლო სფერო დაიშალა, სტრუქტურები გაუქმდა და წავიდა რიგი უბედურებებისა, გამეფდა განუკითხაობა. იუშჩენკოს ეყო გონება და წლინახევრის შემდეგ აღადგინა მშენებლობის სამინისტრო, ჩვენ კი უკვე მეთოთხმეტე წელია ვუყურებთ, თუ როგორ ინგრევა სამშენებლო სფერო და ნადგურდება ყველაფერი. და არც არავინ ფიქრობს სამინისტროს აღდგენაზე“, _ აღნიშნა საკანდელიძემ.





image






ქართველი მშენებლების ლიგამ უკვე შეიმუშავა პროგრამა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს თბილისის მერმა კახა კალაძემ, აღნიშნა საკანდელიძემ.

აღნიშნულ პროგრამას ეწოდება „ თბილისის და თბილისელების გადარჩენის პროგრამა“.




საკანდელიძე გვახსენებს, რომ გაიზარდა მიწიძვრების მოხდენის საფრთხე, განსაკუთრებით ევრაზიაში განთავსებული ქვეყნებისთვის - ესაა თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთის სამხრეთი ნაწილი, სომხეთი. ამ ქვეყნებმა, საკანდელიძის თქმით, დაიწყეს მაღლივი შენობების შემოწმება სიმტკიცეზე, შეძლებენ თუ არა ისინი გაუძლონ ცხრაბალიან მიწისძვრას. მათ, ვინც ვერ გაივლის ტესტირებას, უბრალოდ, ანგრევენ.



„სტეპანაკერთშიც კი ( ქალაქი მთიან ყარაბახში ) 26 მაღლივი საცხოვრებელი კორპუსი და კიდევ 18 სახლი დაანგრიეს მხოლოდ იმისთვის, რომ ვერ შეძლეს ტესტირების გავლა. განსაკუთრებულად მუშაობენ თურქები, ცდილობენ გადაარჩინონ სტამბული, რადგან იქ დიდია საშიშროება. თქვენ იცით, რომ დაიძრა არაბეთის პლატფორმა და ფაქტიურად უკვე შეეჯახა ევრაზიის პლატფორმას. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ორი პლატფორმის შეჯახების მომენტში. რა თქმა უნდა, არსებობს მიწისძვრის საშიშროება“, _ საუბრობს საკანდელიძე.




image




თბილისში განსაკუთრებულად საშიშს წარმოადგენს ის შენობა -ნაგებობები, რომლებიც აშენებული არიან უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში. იმდენად რამდენადაც არცერთი შენობა-ნაგებობა არ შემოწმებულა ბოლო 25 წელია სეისმომედეგობაზე. 90 -იან წლებში ქვეყანაში სრული ქაოსი იყო და პრაქტიკულად მთელი ათი წელი ქალაქი შენდებოდა ფალსიფიცირებული და უხარისხო ბეტონით. შესაბამისად, შენობები ვერ იქნება მტკიცე და ვერ შეძლებენ გაუძლონ ცხრაბალიან მიწისძვრას.




საკანდელიძე კითხვას სვამს _ ვინ უნდა ჩაატაროს მონიტორინგი, თვალყური ადევნოს ხარისხს მაშინ, როცა ეს არ შედის არც მერიის, არც სხვა რომელიმე სახელმწიფო უწყების კომპეტენციაში. ამას აკეთებენ თვითონ სამშენებლო კომპანიები, რომლებიც, რა თქმა უნდა, წერენ სამშენებლო სამუშაოების მხოლოდ დადებით დასკვნებს .






ერთ-ერთ მწვავე პრობლემად რიგ სხვა დარღვევებს შორის საკანდელიძე თვლის იმ ფაქტს, რომ სამშენებლო კომპანიები ახალ კორპუსებს ერთმანეთთან ძალიან ახლოს აშენებენ. 2002 წელს მშენებლობის სამინისტრომ შეიმუშავა კანონი, რომელსაც უნდა დაედგინა მანძილი ძველ და ახალ შენობა-ნაგებობებს შორის.






„მზის სხივები აუცილებლად უნდა შედიოდეს თითოეულ ბინაში, იმდენად რამდენადაც ულტრაიისფერი სხივები კლავს მიკრობებს, რომლებიც ბუდობენ კორპუსებში. თუ სხივები არ ხვდებიან ბინაში, მიკრობები გამრავლდებიან და შედეგად იქცევიან მრავალი ბაქტერიის წყაროდ. უფრო მეტიც, მჭიდროდ აშენებული შენობები კეტავენ სივრცეს, რის შედეგადაც აღარ ხდება ბუნებრივი ვენტილაცია. ყველაფერი ეს ვნებს ჯანმრთელობას“, _ ხაზი გაუსვა საკანდელიძემ.




დასასრულს საკანდელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში შენობა-ნაგებობებს არასოდეს ამოწმებდნენ ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე. მსოფლიო სტატისტიკა კი გვიჩვენებს, რომ მსოფლიოში მოსახლეობის 70 % კვდება სწორედ იმ დაავადებებისგან, რომლებიც გამოწვეულია სამშენებლო ეკოლოგიური უსაფრთხოების დარღვევების შედეგად.



იხილეთ ასევე:

1. სიმართლეა თუ სიცრუე? გრძნობენ თუ არა ცხოველები მიწისძვრის მოახლოებას?

image

2. ქართული ღვინო გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

image



1
192
12-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
192
  
2018, 14 თებერვალი, 12:44
და ყველა მაინც ამ უვარგის, ახალ აშენებულ ბინებში შერბის :((
0 1 1