x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
დოდო გუგეშაშვილს შვილის სიკვდილს ხვალ გაუმხელენ და პანაშვიდზე წაიყვანენ
image


გასულ კვირას დაჭრილ პოლკოვნიკს, დოდო გუგეშაშვილს შვილის სიკვდილს ახლობლები ხვალ გაუმხელენ და პანაშვიდზე დასწრების საშუალებას მისცემენ. მისი მეგობრები პანაშვიდზე რეანომობილით წაიყვანენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს დოდო გუგეშაშვილის ერთერთმა მეგობარმა, თბილისის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა განუცხადა.


სავარაუდოდ, ნოდარიკო გუგეშაშვილს ხუთშაბათს ბიძის სახლიდან საბურთალოს ძმათა სასაფლაოს ეკლესიაში გადაასვენებენ და იქვე დაიკრძალება 15 საათზე.


მეგობრები შვილის სიკვდილის გამხელას დღესაც გეგმავდნენ, მაგრამ ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეს სახიფათ იყო, ამიტომ ამ ნაბიჯისგან თავი შეიკავეს.



„ვაპირებდით დოდოსთვის დღეს გვეთქვა საშინელი სინამდვილე, რაც ყველა შემთხვევაში სათქმელია. ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, გადავწყვიტეთ ხვალ ვუთხრათ. ბუნებრივია, ხვალ ის მოინდომებს საავადმყოფოდან გამოსვლას, რათა შვილის ცხედარი ნახოს ხვალ, დაახლოებით 15-დან 17:00 საათამდე გადავიყვანთ, რეანომობილით, " - აღნიშნა შიხიაშვილმა.


მისი თქმით, რეანომობილით დოდო გუგეშაშვილს თან გაყვება ექიმი და ექთანი, რადგან მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უსაფრთხოება და გართულებების თავიდან აცილება.


დღესვე დაჭრილი დოდო გუგეშაშვილის ჩვენებიდან ახალი დეტალები გახდა ცნობილი. დაკითხვისას გუგეშაშვილმა თავდამსხმელის ვინაობა დაასახელა, მას „ზურა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის გასული წლის სექტემბერში დაუკავშირდა და ქარვის ერთობლივი ბიზნესის წამოწყება შესთავაზა. როგორც შეთანხმდნენ, გუგეშაშვილი ვინმე ზურას უკრაინიდან ქარვის თვლების შემოტანაში უნდა დახმარებოდა და ნაკეთობების რეალიზაციას თურქეთში ზურა უზრუნველყოფდა. პირი, ვისი სახელითაც სავარაუდო დამნაშავე დოდო გუგეშაშვილს დაუკავშირდა, ვეტერანი მალხაზ თოფურიაა. ის გამოძიებამ უკვე დაკითხა. თოფურია ადასტურებს, რომ პოლიციის განყოფილებაში მას სავარაუდოდ მკვლელის ფოტორობოტიც უჩვენეს, თუმცა, ვერავინ ამოიცნო.


გუგეშაშვილის ჩვენებით ირკვევა, რომ ქარვის უკრაინაში შეძენასა და საქართველოში შემოტანაზე თადარიგის პოლკოვნიკს ვინმე ზურასთან რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა, ძირითადად ნაქირავებ ბინაში. ორჯერ გუგეშაშვილი ზურამ კაფეშიც დაჰპატიჟა, სადაც მისი კუთვნილი ლურჯი ფერის ავტომობილით წაიყვანა. ახლა სამართალდამცველები კვების ობიექტის ჩანაწერების ამოღებაზე მუშაობენ.

0
31
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0