x
მეტი
  • 18.10.2018
  • სტატია:81741
  • ვიდეო:333796
  • სურათი:438918
ჩინეთში მსოფლიოში პირველად აიგება ტყის ქალაქი

image

პროექტი "ფორესტ-სიტი" შეიმუშავა ცნობილმა იტალიელმა არქიტექტორმა სტეფანო ბოერიმ, ქალაქი აიგება სამხრეთ ჩინეთში ლიუჩჟოუს ოლქში, პროვინცია გუანსი, ქალაქში იცხოვრებს 30000 ადამიანი, მშენებლობა დაიწყება 2020 წელს.

image

სტეფანო ბოერი რამდნიმე "ტყის ცათამბჯენის" ავტორია, რომელიც შვეიცარიაში და იტალიაში დააპროექტა, მთლიანი ქალაქის მშენებელობას პირველად შეეჭიდა.


"ფორესტ სიტი" ეს იქნება ქალაქი სადაც იქნება საცხოვრებელი სახლები, ოფისები, საავადმყოფო და სკოლები, ყველა შენობა მწვანეში იქნება ჩაფლული, ამისთვის კი გამოიყენებენ 40 000-ს ხეს და 1 მილიონ სხვადასხვა სახეობის მცენარეს.

image

გამოთვლების მიხედვით ქალაქი შთანთქავს 10 000 ტონა CO2-ს და 57 ტონა დაბინძურების სხვა სახეობებს, ხოლო წელიწადში 900 ტონა ჟანგბადს გამოიმუშავებს.

image

ყველა შენობისთვის ეკოქალაქში ჰაერის კონდეცირების და სხვა საჭიროებისთვის გამოყენებული იქნება გეოთერმული ენერგია, სახლის სახურავებზე დამონტაჟდება მზის ენერგიაზე მომუშავე პანელები.


დამპროექტებლები ირწმუნებიან, რომ "ფორესტ-სიტიში" ხეების და მცენარეების წყალობით ჰაერის საშუალო ტემპერატურა უფრო დაბალი იქნება, ამასთანავე ისინი შექმნიან ხმის დამხშობ ბარიერს, ქალაქში კი ბუნებრივად მომრავლდებიან ჩიტები, მცირე ზომის ცხოველები და მწერები.

image

imageასევე დაგაინტერესებთ

image

0
115
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0